I did it

May 16, 2010

რამდენი ხანია დაწერას ვაპირებ და არ ვწერ, გადავეჩვიე ბლოგს ალბათ…
მაგრამ ამის არდაწერა არ შეიძლება…
საფრანგეთში მივდივარ!!!

ორი თვით, სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირების პროგრამით
ჩვენი უნივერსიტეტიდან

ამ პროგრამის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა საფრანგეთში წასვლა… სულ ვფიქრობდი not for me.. რატომღაც.

მერე დაახლოებით ერთი წლის წინ რაღაც მოხდა და ვიფიქრე – რატომაც არა?

მაშინვე ვერ წავიდოდი რათქმაუნდა, იმ ზაფხულს თურქეთში წავედი ასეთივე სტაჟირებაზე, რითიც საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

შემოდგომიდან ფრანგულის სწავლას შევუდექი. ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ და ჯერ კიდევ კარგად არ ვიცი ენა, მაგრამ გამოცდისთვის მართლა კარგად მოვემზადე და
გავედი!

არ ვიცი რა უფრო მიხარია, თვითონ ის, რომ საფრანგეთში გავივლი სტაჟირებას ორი თვით, თუ ის, რომ რაღაც მოვინდომე, რაც მანამდე წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, ყველაფერი გავაკეთე და გამომივიდა.
ჯერჯერობით ალბათ უფრო მეორე ფაქტი, პირველი ჯერ კარგად ვერ გამიაზრებია. ალბათ სანამ იქ არ ჩავალ ვერც გავიაზრებ ბოლომდე

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა : )

I’m going to France

mobile stats

April 6, 2010

ჩემი მობილი ერთი წლის გახდა ზუსტად

ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა:

Received calls – 11:01:59
Dialed calls – 11:15:18

Sent text messages – 1951
Received text messages – 3087

Sent MMS messages – 2
Received MMS messages – 1

Pack. data timer: Duration of all sessions – 255:20:38

დასკვნა: უფრო ხშირად ვრეკავ, ვიდრე მირეკავენ; მაგთიმ ამიკლო სარეკლამო მესიჯებით; ჩემი თავისთვის გაგზავნილი 2 ტესტ მმს-იდან ერთი წარმატებით მოვიდა; მობილურს ინტერნეტისთვის უფრო ხშირად ვიყენებ, ვიდრე სალაპარაკოდ 😀

Open up

March 31, 2010

ძალიან მივაგდე ჩემი საწყალი ბლოგი.

ოდა მთლად ობი რო არ მოეკიდოს, შემოვიარე ორი წუთით.
მტვრები გადავწმინდე, ობობის ქსელები მოვაშორე.
ფანჯრები გამოვაღე, გავანიავე…
გაზაფხული მოვიდა ბოლოსდაბოლოს
ცოტა სუფთა ჰაერი, მზე და სითბო შემოვიდეს ^^

Still can’t feel

February 11, 2010

როგორც ჩვენი პღოFი იტყოდა, ენა უნდა იგრძნო… მე აგერ უკვე მეხუთე თვეა ფრანგულს ვსწავლობ, მაგრამ კიდე ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ ენას.. 😦 ელემენტარულ რაღაცეებს კი, მაგრამ ცოტა ჩახლართული (ჩემთვის ჩახლართული) წინადადებებისთვის ბევრი დრო და ფიქრი მჭირდება.. იმასაც ცალცალკე ვაწყობ, წესების და “ფორმულების” მიხედვით, და არა იმიტომ, რომ ასე სწორად მეჩვენება… :უსერ: არადა რო მახსენდება ინგლისური რა საყვარლად შემომესწავლა :უსერ: მივედი დემირელში ინგლისურის გაგნებაში არმყოფი საწყალი ბავშვი მეშვიდე კლასში და ორ თვეში ისე მშვენივრად ვჭიკჭიკებდი რო მეტი არ შეიძლება.. მართალია თითოეულ წინადადებაში ორ კილო შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ რაღაცნაირად თავიდანვე ავლაპარაკდი, ფორმებში ჩასმაზე და დროების შერჩევაზე არ ვფიქრობდი არასდროს, თავისით მოდიოდა.. იგივე შეიძლება ითქვას რუსულზე. ეს ენა ფაქტიურად ბავშვობაში მულტფილმებიდან და ფილმებიდან ავითვისე და მართალია არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ეგ ბუნებრივად შემომესწავლა :უსერ: ეხლა კი რაღაც დათრგუნული ვარ ასე მექანიკურად რომ ვსწავლობ ფრანგულს 😦 ვერ ვიტან რაღაც სრულიად ახლის სწავლის პროცესს, სანამ “მუღამს” დავუჭერ… რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობ ხოლმე თავს :უსერ: ვიცი დროთა განმავლობაში, ცოდნასთან, გამოცდილებასთან და პრაქტიკასთან ერთად გადავა “ბუნებრივში” და ორი საათი აღარ მომიწევს ფიქრი ამ სიტყვასთან ზმნის რომელი ფორმა იხმარება, რატო იხმარება და როგორ იწარმოება ეს ფორმა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე გასავლელ გზას ვერ ვიტან :უსერ: მალე გავიდეს რა…

როგორც იქნა ვიყიდეთ :jump: :jump:

ნუ მთლიანად ახალი არაა, ანუ რაღაც ნაწილები ახალი აქვს, რაღაცეები-ძველი, მაგრამ რაც მთავარია მუშაობს!!! ადამიანური ზომის მონიტორი, ადამიანური ზომის კლავიატურა და ადამიანური ზომის მეხსიერება აქვს… და კიდე მაუსი… რა სათნოებაა ^^ აი ზუსტად ასეთი ვარ ახლა:

მაშინ შენ უნდა მიხვიდე განწყობასთან…

ძიახ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ^^

წინა დღეებში საშინლად არასაახალწლო და არასადღესასწაულო განწყობა მქონდა და ალბათ ამ წელს ხვრინვით შევხვდებოდი, ან მაშხლების ბათქა-ბუთქის გამო ვიბუზღუნებდი ნეტა რა უხარიათთქო, რომ არ მცოდნოდა, რომ ჰერასთან უნდა წავსულიყავით და აღგვენიშნა.

და კიდე კარგი წავედით და აღვნიშნეთ ^^

წელს საუკეთესო ახალი წელი მქონდა. უფრო სწორად, გვქონდა ^^ იმის დაწვილებით აღწერას არ დავიწყებ, თუ რა ბედნიერი იყო ჰერა და როგორ გადმოგვდო ჩვენც, რა ლამაზი სუფრა იყო, როგორ გახსნა შამპნური რუმ, როგორ ვიცეკვეთ სპაის გერლზის სიმღერებზე, როგორ მივეყარეთ დილისკენ, რამდენი სურათი გადავიღეთ… უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, ძალიან კარგი იყო ^^

სურათებს რო მოგვაწვდის ჰერა, შეიძლება დავდო ერთიორი : D

იმედია ისეთივე კარგი წელი იქნება, როგორიც დასაწყისი იყო : )

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დილამშვიდობისა და ძილინებისა ^^

არდადეგები

December 29, 2009

საახალწლო არდადეგებზე:
ამინდი – მზიანი და თბილი
განწყობა – არასაახალწლო
საქმე – თავზესაყრელად

კონკრეტულად რა საქმეები:
1. ინფექციურის გამოცდისთვის მომზადება, რეფერატის დაწერა.
2. ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ფრანგული წიგნების წაკითხვა.
3. კონფერენციისთვის თემის დამუშავება.
4. მინიმუმ ერთი თავის გადათარგმნა.

და ეს ყველაფერი 11 იანვრამდე.
მთელი დღესასწაულების ფონზე
ვისვენებ ფაქტიურად

შობა

December 27, 2009

წელს ძალიან კარგი 25 დეკემბერი იყო. შარშანაც არ იყო ცუდი, მაგრამ წლევანდელი ჯობდა. ისევ ჰერასთან ავღნიშნეთ, თუმცა ამჯერად წინასწარ დაგეგმილად და უფრო ბევრნიც ვიყავით. საჩუქრების მოფიქრება-ყიდვის პროცესში რუმ დიდი მონაწილეობა მიიღო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნაკლებ სასიამოვნო იყო, ვიდრე თვითონ შობის საღამო ^^ მე ძალიან ლამაზი და თბილი ფუმფულა შარფი, ფერადი ფანქრები, მთვარის ფორმის საყურეები და ნაძვისხეზე ჩამოსაკიდებელი დათუნია მაჩუქეს. გამიხარდა ყველა )) საერთო ჯამში ძალიან ძალიან თბილი, გულისარევამდე ტკბილი (მნიამ), სიცილიანი, სიყვარულიანი, ჩილიმიანი, გაბოლილი და გაბრუებული საღამო იყო ^^

Dear Santa

December 20, 2009

I’ve been a good girl this year and I would like you to bring me

  • one ticket to france for summer ->
  • <- unlimited mobile balance
  • a mini laptop with internet ->
  • <- a data traveler (8 gb or more)
  • the Nokia headphones  – >   
  • < – 1year access to fitness club

  • and some personal space (აქ ბევრი რამე იგულისხმება, ისევე როგორც ბილეთში)

instead u can take from me some kg-s and lazyness

hope u’ll do it for me

thank u

ზამთარში

December 5, 2009

მიყვარს:

ზამთრის ფერები და სიმყუდროვე;
თოვის პროცესი და თოვლი-ოღონდ ბევრი;
სიცივე-როცა მე თბილად ვარ;
ბუხარი-რომელიც ჯერჯერობით არ მაქვს;
შობა და ახალი წელი-თავისი განწყობით, გაფორმებებით, განათებებით, საჩუქრებით, ახალი გეგმებით და ყველაფრით;
პატარა არდადეგები;
ცხელი ჩაი და ცხელი აბაზანა;
რუსთან ჩახუტება.

არ მიყვარს:

სიცივე-როცა მე მცივა;
თოვლ-ჭყაპი და თოვლის დნობის პროცესი;
ბევრი ტანსაცმელი და კომბოსტოსავით შეფუთული სიარული;
პატარ-პატარა ასაფეთქებლები;
დილით ადრე ადგომა და გარეთ გასვლა;
ადრე დაღამება;
გამომშრალი კანი;
გაზაფხულის ლოდინის პროცესი.

პ.ს. კიდე მიყვარს ბლოგზე თოვლის წამოსვლა და ჰედერის შეცვლა ^^
გამოდის, რომ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე არ მიყვარს 😀

PlaceToGo

November 28, 2009

ეხლა ვარ პატარა მყუდრო კაბინეტში, კომპიუტერით და მისი ყველა აქსესუარით (ვებკამერით და ნაუშნიკებით დაწყებული  პრინტერ-სკანერ-მქსეროქსებლით დამთავრებული), ყველანაირი საკანცელარიო ნივთით, მაგიდით, კარადებით, დივნით, სარკით, მადუღარით, ჭიქებით, გამათბობლით, ვინტილატორით და ყველაფრით, რაც შეიძლება მუშაობისას, ან მეცადინეობისას, ან დასვენებისას დაგჭირდეს.

მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ჩემი არ არის (

one day

October 31, 2009

ფრანგულში დავალება გვქონდა-ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა. ეგ კი დავწერე, მაგრამ იმის დაწერაც მომინდა, როგორი არის კიარა, როგორი მინდა იყოს ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე. უფრო სწორად დაწერა არა, ჩვენება. სურათებით. ყოველგვარი კომენტარის გარეშე. რათქმაუნდა ძალიან მოკლედ და ზოგადად.

სინდრომი 1: ჰიპერმეცადინეობის სინდრომი

ეს სინდრომი ვლინდება მაშინ, როცა ორი ან მეტი ადამიანი ერთდროულად დიდი ხნის მანძილზე დაჟინებული კითხულობს და სწავლობს დიდი მოცულობის მასალას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ ეწყებათ უმიზეზო და უზომო სიცილი ყველა ფრაზასა და მოქმედებაზე. ეს მხიარულება და ეიფორია შეიძლება შევადაროთ ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეულ მხიარულებას.

სინდრომი 2: გუგლდამოკიდებულების სინდრომი

ეს სინდრომი ინტერნეტდამოკიდებულების სინდრომისა და ტრაკისაწევისდაზარების სინდრომების გაერთიანებით მიიღება და გამოიხატება შემდეგში: როცა ადამიანი კომპიუტერთან ზის და მოშივდება, იმის მაგივრად, რომ წავიდეს და ჭამოს, იწყებს გუგლში საჭმელების სურათების ძებნას. ან ეძინება, და იწყებს ბალიშებისა და ფუმფულა ლოგინების სურათების თვალიერებას. და ა.შ. დაუსრულებლად ყველაფერზე.

ფართომასშტაბიან საზოგადოებაზე დაკვირვების ბედნიერება არ მქონია, მხოლოდდამხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დავწერე.
თუმცა შეიძლება უკვე ცნობილი და აღწერილი სინდრომებია, ავტორობის პრეტენზია არ მაქვს 😀

Fღანგული

September 25, 2009

დიპლომი უკვე მაქვს, სწავლა ეხლა დავიწყე 😀 ოღონდ ამჯერად სერიოზულად და დიდი ენთუზიაზმით. პირველი გაკვეთილი უკვე მქონდა დიუმას ცენტრში, საკმაოდ მომეწონა გარემოც და მასწავლებელიც. გული მიგრძნობს კარგად ვისწავლი 😀 ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ.

კიდევ გასაკეთებელი საქმეების რიგში დგას სამედიცინოზე ნორმალურად სწავლა, გინეკოლოგიის-კარგად.
კიდევ აღნიშნულ საგანზე რომელიმე კლინიკაში სიარული და თემის დამუშავება კონფერენციებისთვის.

და პროგრამა მაქსიმუმი-ზაფხულში სტუდენტურ სტაჟირებაზე წასვლა საფრანგეთში.
აი ეს ბოლო ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ აქაც მაქსიმუმს გავაკეთებ.

მოკლედ პატარა თუ-დუ ლისთი გამომივიდა 😀
მერე რა, ბევრი ახალი წლის მოსვლისას წერს ხოლმე გასაკეთებელი საქმეების სიას, მე ახალი სასწავლო წლის მოსვლისას დავწერე. იქნებ აქ დაწერის მერე უფრო შევასრულო 😀

სხვა

September 16, 2009

იმ ფენომენზე მინდა დავწერო, შარვლის საყიდლად რომ გახვალ და სულ მაიკებს უყურებ და მოგწონს, არადა მაიკის საყიდლად რომ ყოფილიყავი გამოსული, კაბებზე დაგრჩებოდა თვალები… და საბოლოოდ სულ სხვა რამეს ყიდულობ : (
ტანსაცმელი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, ბევრ რამეში ვარ ეგრე.
განსაკუთრებით მომავალ რეზიდენტურასთან დაკავშირებით.
სულ მგონია, რომ “სხვა” უფრო კარგი იქნება, “სხვაგან” უფრო კარგი პირობებია.
ამიტომ მუდმივად მივედ-მოვედები ათას რამეს. იმედია ბოლოს სწორ ადგილას გავჩერდები.. : (