როგორც იქნა ვიყიდეთ :jump: :jump:

ნუ მთლიანად ახალი არაა, ანუ რაღაც ნაწილები ახალი აქვს, რაღაცეები-ძველი, მაგრამ რაც მთავარია მუშაობს!!! ადამიანური ზომის მონიტორი, ადამიანური ზომის კლავიატურა და ადამიანური ზომის მეხსიერება აქვს… და კიდე მაუსი… რა სათნოებაა ^^ აი ზუსტად ასეთი ვარ ახლა:

Advertisements

Nokia

April 7, 2009

nokia_7210_supernova

nokia 7210 supernova

ამაზეა ნათქვამი
არასოდეს თქვა არასოდესო

არ მიყვარდა ნოკია მაგრამ
საბოლოოდ ეს ავარჩიე

რაც მთავარია რეკავს
და მესიჯებს გზავნის 😀

(ეგეც რო სანატრელი გაგიხდება… :D)

და კიდევ უფრო მთავარი
ჩემი ფულით ვიყიდე

მოკლედ ეგაა
აწი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ხოლმე 😀

Notebook needed

January 11, 2009

დიდი ხანია მინდა, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან ამოვიდა ყელში ჩემი კომპიუტერი, ზედმეტად ბევრი ნაკლი აქვს (საერთო კომპიუტერია და ამით ბევრი რამეა ნათქვამი, მაგრამ მაინც განვავრცობ)

  • ნაკლი #1: no privacy
  • სულაც არ მინდა, რომ ჩემი დოკუმენტები და ყველაფერი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასევე საიტები, რომლებსაც ვსტუმრობ, მაგალითად ეს ბლოგი, სასურველია მათ არ ნახონ.

  • ნაკლი #2: დროში შეზღუდულობა
  • კომპიუტერი მარტო ჩემი არაა, შესაბამისად, როცა მე დიადი საქმეები მაქვს გასაკეთებელი, შეიძლება ამ დროს ჩემი და იჯდეს და რამე საყვარელ კინოს უყურებდეს, ან ჩემი ძმა აკეთებდეს თავის არანაკლებ დიად საქმეებს. ამას დესერტად დამატებული პერიოდულად დედაჩემის ან მამაჩემის აფეთქება საკითხზე “სულ კომპიუტერთან ხომ არ უნდა იჯდე” ან “ირგვლივ აღარავინ გაინტერესებს”.

  • ნაკლი#3 ფიქსირებულობა
  • ზემოთაღნიშნული აფეთქებების დროს დიდი სურვილი მაქვს ხოლმე სადმე უფრო მყუდრო ადგილას გადავიდე, მაგრამ კომპიუტერის ფიქსირებულობა ამის საშუალებას არ იძლევა. იმ ოთახში, სადაც დგას, სითბო ცუდად აღწევს და ზამთარში ხელები სულ გაყინული მაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მრავალსაათიანი სამუშაო მაქვს ხოლმე და სულ სკამზე ჯდომა საკმაოდ მოუხერხებელია.

  • ნაკლი#4 სიძველე
  • 2001 წელს ნაყიდი კომპიუტერია და საკმაოდ დაძველდა უკვე, ხშირად ჭედავს. ხშირ-ხშირად ჭირდება ვინდოუსის გადაყენება.

  • ნაკლი#5 მცირე მეხსიერება
  • ჯერ ისედაც ცოტა აქვს, 40გბ და მერე გატენილია მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები მასალით. ნახევარი ალბათ ჩემი დის სურათებია, ყველა ექსკურსიაზე, შატალოზე, გავლა-გამოვლაზე, სტუმრობაზე და ა.შ, ტონობით სურათებს იღებენ. ჩემთვის მაქსიმუმ 7-8 გბ-მდე ადგილი რჩება, არადა 16 გბ-ის მარტო წიგნები მაქვს ჩასაწერი.

  • ნაკლი#5 მონიტორი
  • ზომაში კი დიდია, მაგრამ ჩვეულებრივია, ხანდახან ციმციმებს და თვალებს მატკივებს. ხოდა კიდე, ოდნავ ჩაბნელებულია. ბრაითნესი, კონტრასტი და ყველაფერი მაქსიმუმზეა, მაგრამ მაინც არ ნათდება ბოლომდე

    . . .

    გამოსავალი:
    მინი ლეპტოპი

    ამას დავადგი თვალი.
    მემგონი საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს თავის
    ფასთან შედარებით.

    ჩემი ფულით უნდა ვიყიდო,
    იმედია ზაფხულამდე მოვახერხებ…

    და მერე ჩავუჯდები ხოლმე გემრიელად, იF, იF ^^

    მაკულატურა

    December 20, 2008

    გუშინ საღამოს დედაჩემი რაღაც ძველ წიგნებს და რვეულებს ახარისხებდა. მერე დამიძახა, რაღაცეები მაჩვენა. ერთი ტონა ჩვენი რვეულები იყო, პირველი კლასიდან მოყოლებული 😀 მენანება გადაყრაო… მეც ვნახე. ზოგი რა სასაცილო რამეები ეწერა 😀 ჯერ წერას რო ვსწავლობდი და აჩხა-ბაჩხა ასოებით ვწერდი, მერე დაწყებითი კლასების თავისუფალი თემები 😀 “როგორ გავატარე ზაფხული” “დედა” “ჩემი მასწავლებელი” “რა მინდა რო გამოვიდე” და რაღაც ეგეთები 😀

    499987_waste-paperმერე გაფორმებები….უFF, განსაკუთრებით დემირელში ვაფორმებდი ხოლმე საშინაო დავალებებს, სულ ფერად-ფერადი პასტებით და ფანქრებით 😀 რაც უფრო ფერადი და ლამაზი იყო დავალება, მით უფრო მაგარი იყავი და მეც ვსარგებლობდი ამით.. ზოგჯერ სტაფილოსფერ-ყვითელი პასტით ვწერდი ხოლმე მთელ ტექსტს, რო ვერ წაეკითხათ და დამეფარა ჩემი საშინელი ახალნასწავლი და ჯერვერდამუღამებული ინგლისური 😀 მათემატიკის რვეულიც კი ისეთი შედევრებით მქონდა სავსე 😀

    თან ყოველთვის ასეთი ღამურა ვიყავიდა რამდენი რამე მითენებია მაგათ წერაში, რა მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე :უსერ: ეხლა უბრალო მაკულატურა გახდა. დედაჩემს კი ენანება გადაყრა, მაგრამ მაინც 🙂

    ძალიან მიყვარს…
    და საერთოდ, ყველაფერი მიყვარს ციტრუსებთან რაცაა დაკავშირებული.

    recycle-citrus-peel-title-main_fullპატარაობიდანვე, ჯერ კიდე მაშინ, შეშის ფეჩი რომ გვქონდა, მანდარინის გაფრცქვნის შემდეგ ქერქებს ამ ფეჩზე ვაწყობდით და ძალიან გვიყვარდა მისი სუნი.
    ეხლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაციებული ვარ და ცხვირი გაჭედილი მაქვს, გვერდითა ოთახიდან მომივიდა ეს სუნი და კარგ ხასიათზე დავდექი.

    თან ლიმონიან ჩაის ვსვამ (თუ ჩაიან ლიმონს, ძნელი გასარჩევია:D).10_2

    ლიმონი ჩაიშიც მიყვარს, პირდაპირ საჭმელადაც და ხეზეც. რამდენიმე წლის წინ მოიტანა მამაჩემმა ლიმნის პატარა ხე და დავხატე კიდეც. ეხლა გაიზარდა და ძალიან დიდ, ლამაზ და გემრიელ ლიმნებს ისხამს, თუმცა ცოტას.

    ფორთოხალში ყველაზე მეტად გაფცქვნის პროცესი მიყვარს, და ის სუნი, ხელებზე რომ რჩება მერე. იგივე შეიძლება ითქვას გრეიფრუტზე, თუმცა მისი გარჩევის პროცესი უფრო ინტენსიურია ხოლმე, თითოეულ ლებანს ცალ-ცალკე ვაცლი იმ რაღაც თეთრ საფარს და მერე ვჭამ, მაგარია.
    წავედი, კიდე ერთი ჭიქა ლიმონიანი ჩაი დავლიო იქნებ მიშველოს…

    დილით ადრე ადგომა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი 😀 განსაკუთრებით როცა გვიან ვიძინებ და როცა გარეთ ცივა. საშინელებაა, მაგრამ გარდაუვალი საშინელება 😀 მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

    უფრო დიდი საშინელებაა, როცა მაინც იღვიძებ, როგორღაც დგები და საათს რომ შეხედავ, გული გისკდება…ისევ გაგვიანდება, მაღვიძარამ კიდევ არ გაგაღვიძა.
    რა ხერხს არ მივმართე, ხან ბალიშის ქვეშ მედო ტელეფონი, რომ მაღვიძარას დარეკვასთან ერთად კარგად შევეჯანჯღარებინე, ხან საწოლის გვერდით, ხან საწოლისგან მოშორებით, რომ გამოსართავად ადგომა დამჭირდეს, მაგრამ ხან ავტომატურად ვრთავ, ხან უბრალოდ არ მესმის ან სიზმარში ჩამესმის მისი ხმა და ვაგრძელებ ძილს. თან რო ვიღვიძებ, თითქოს არც არაფერი ყოფილა…არც ის მახსოვს როგორ გამოვრთე, არც ის, რომ რეკავდა… რეზისტენტობა გამომიმუშავდა 😀 არადა ყოველ დილით დაგვიანება არ შეიძლება

    . . . . . . . . . . . . . . . მფრინავი მაღვიძარა – აი რა მჭირდება მე 😀 flying-alarm1 გარდა საათისა, მას აქვს პროპელერი, რომელიც, მაღვიძარის რეკვასთან ერთად შორდება საათს და ოთახში ფრენას იწყებს 😀 რეკვა მანამდე არ გაჩერდება, სანამ პროპელერს არ დაიჭერ და თავის ადგილას არ დააბრუნებ… ამ სირბილში გამოფხიზლდები კიდეც და დილის გამამხნევებელი ვარჯიშიც გამოვა 😛 ერთი ისაა, რომ ამ დროს ოთახში ფანჯრები ღია არ უნდა იყოს…
    13831631_79_b1
    კიდე მაგის ბიძაშვილი არის მორბენალი მაღვიძარა რომელიც, სასურველი დროის დადგომისთანავე, რეკვასთან ერთად, მიგორავს მაგიდის კუთხემდე, ხტება იქიდან და იწყებს ოთახში წინ და უკან სირბილს 😀 მისი გაჩუმებისთვის უნდა ადგე,დაიჭირო და გამორთო.

    გაღვიძება კი გარანტირებული გაქვს, მაგრამ ყოველ დილას ასეთი მარათონების შემდეგ ნერვული სისტემის მდგომარეობა საკმაოდ ეჭვქვეშ დადგება და არც კი ვიცი რა უფრო უარესია, ყოველდღე დააგვიანო, თუ დროზე მიხვიდე და ისეთ ხასიათზე, რომ ყველა მიხვდეს-ამას სახლში მფრინავი მაღვიძარა ქონიაო 😀

    გამოსავალი ადრე დაძინება და მშვიდად გაღვიძებაა… იმედია მოვახერხებ როდესმე ასეთ ადამიანურ რეჟიმში ცხოვრებასაც 🙂

    High Heels

    November 15, 2008

    ქუსლების გამოგონება თურმე ცხენოსნობას უკავშირდება. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ უზანგიდან ფეხი წინ არ გაცურებულიყო, 1500-იან წლებში დაიწყეს ფეხსაცმელებზე ქუსლების დამაგრება.
    შემდეგ საცხენოსნო ფეხსაცმელის უფრო დახვეწის შედეგად საფრანგეთში წარმოიშვა ჩვეულებრივი სასიარულო ქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლებსაც თავდაპირველად მამაკაცები იცვამდნენ იმისათვის, რომ უფრო მაღლები და გამხდრები გამოჩენილიყვნენ. შემდეგ ქალებმა აითვისეს და დაისაკუთრეს.

    მაღალი ქუსლები ძალიან ლამაზია, ქალური, სიმაღლეს მატებს ადამიანს, ვიზუალურად ფეხებს უფრო გრძელს აჩენს, ტერფს-უფრო პატარას და თხელს, სიარულიც უფრო დახვეწილი ხდება (ყველაზე ვერ ვიტყვი) და ა.შ. თუმცა ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები და ზომიერებაა საჭირო

    :user: pe0060232 :love: :love:

    მე პირველად მაღალქუსლიანები მაშინ ჩავიცვი, როცა ცეკვაზე დავიწყე სიარული და მივხვდი, რომ ჩექმებით ცეკვა ცოტაარიყოსდა მოუხერხებელი იყო 😀 ყოველდღიურ ჩაცმულობაში მაღალ ქუსლებს უფრო იშვიათად ვიყენებდი, თუმცა ამ ზაფხულში ვიყიდე ერთი ბასანოშკი ერთერთ საიტზე. ზუსტად ისეთი ლამაზი იყო, როგორც სურათზე, მაგრამ იმაზე ბევრად მაღალი ქუსლი აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა 😀 სულ რაღაც 12 სმ 😛
    თავიდან ცოტა გამიჭირდა სიარული (განსაკუთრებით ჩემ ქუჩაზე), მაგრამ ისე მომწონდა, სულ ის მეცვა და მალე მივეჩვიე 😀

    ზაფხული გავიდა, აცივდა, ბასანოშკების დრო წავიდა და მეც ჩამოვქვეითდი, თუმცა მთლად ქუსლების გარეშე ვერ გავძელი და კიდევ ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევმატე ჩემ გარდერობს 😀 ნუ საშემოდგომო რათქმაუნდა. ესეც ძალიან მომწონს ^^ და ვნახოთ როგორ შევეგუები.

    პერსონა ნონ გრატები თუ არსებობენ, რატომ არ შეიძლება არსებობდეს საგანი ნონ გრატა? ძალიანაც კარგად შეძლება არსებობდეს… შეიძლება კიარადა არსებობს

    ჩემთვის ასეთი საგანი არის ტელევიზორი… მითუმეტეს თუ ის ორია

    ჩემი სახლის სიდიდის მიუხედავად, ოთახებისა და კარ-ფანჯრების განლაგებიდან გამომდინარე, ორი ტელევიზორის არსებობა სრული კატასტროფა იყო და არის ჩემთვის.
    უამრავი კინო და გადაცემა მაქვს მოსმენილი 😀 დიახ მოსმენილი და არა ნაყურები, იმიტომ, რომ სრულიად არ ვაპირებდი მათ ყურებას და ამის გამო სხვა ოთახში ვიჯექი, მაგრამ ხმა მაინც გამოდიოდა.
    (ისე ხანდახან საინტერესოა კინოს მოსმენა, ზოგჯერ ზუსტად ვერ იგებ რა ხდება, ან როგორები არიან პერსონაჟები და ამ ყველაფერს წარმოიდგენ , მაგრამ ეს ხანდახან)

    ტელევიზორის დანიშნულება: შეიძლება გაიგო ზოგიერთი ახალი ამბავი, ამინდის პროგნოზი და ხანდახან უყურო კინოებს.
    მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება ასევე დიდი წარმატევით (ასევე კიარა, უფრო დიდი) შეიძლება კომპიუტერითაც.
    ამიტომ ისმის კითხვა: მაშ რა საჭიროა ტელევიზორი, როცა არსებობს კომპიუტერი?
    პასუხი აშკარაა: სრულიად არაა საჭირო

    შესაბამისად, ოფიციალურად ვაცხადებ ტელევიზორს საგან ნონ-გრატად, ხოლო კომპიუტერს-გრატად 😀

    (ყველა კომპიუტერს არ ეხება ეს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით)

    შესავალი: მამაჩემს თუ დავუჯერებთ, ტელეფონი მასონური გამოგონებაა, იმიტომ, რომ როცა ადამიანი მოგენატრება, იმის მაგივრად, რომ ესტუმრო და მოინახულო, უბრალოდ ურეკავ და მოიკითხავ. ასე ცივდება ურთიერთობა ადამიანებს შორის და კარგავენ ნათესავები ერთმანეთს :mo:

    სახლის ტელეფონი: სახლის ტელეფონთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მეექვსე კლასამდე მარტო იმ შემთხვევებში ვიყენებდი, როცა სკოლას გავაცდენდი და გაკვეთილები მქონდა ჩასანიშნი. მეშვიდე-მეცხრე კლასებში შედარებით გავაქტიურდი ამ მხრივ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოლეჯში ჩაბარების აღსანიშნავად მობილური მიყიდეს, სახლის ტელეფონი სრულიად მეასეხარისხოვანი ნივთი გახდა ჩემთვის.

    მობილური: სკოლაში რომ იცოდნენ ხოლმე მასწავლებლებმა, როცა სახლში რამე დაგრჩებოდა, აუცილებლად გეტყოდნენ “თავი რატომ არ დაგრჩა”-ო, სულ ეგ ფრაზა მახსენდება ხოლმე მობილურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავი უფრო ადვილად დამრჩებოდა სადმე, ვიდრე ჩემი ტელეფონი:D მოკლედ ფრიად საჭირო ნივთია და მის გარეშე ვერ წარმომედგინა არსებობა. ჩემი კალენდარი, ჩემი საათი, ჩემი ბუძელნიკი, ჩემი დასამესიჯებელ-დასალაპარაკებელი, ჩემი მსნ, ჩემი ფოტოაპარატი, ჩემი სარკე და მოკლედ რა აღარ იყო, მაგრამ მოხდა ტრაგედია და ის გაფუჭდა :mo:

    მობილურის გარეშე: ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს მოხდა სოფელში და უცებ თავი გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად ვიგრძენი:D შემდეგ დავიწყე სხვისი ტელეფონების ოკუპაცია ჩემი სიმბარათით და შედარებით იოლად გავდიოდი, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოოდ ამ სხვა ტელეფონების პატრონების შეშფოთება მოყვა და ახლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მივმართავ ამ ხერხს.
    რასაკვირველია გაკეთება ვცადე, სოფელში ყოფნისასაც და აქ ჩამოსვლის შემდეგაც რამდენიმეგან მივიტანე, მაგრამ ვერცერთგან ვერ გამიკეთეს და უკვე მგონი საბოლოოდ დავკარგე :weep:
    თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და მივეჩვიე კიარადა, სასარგებლო მხარეებიც აღმოვუჩინე ტელეფონის არქონას… კარგია როცა ყოველწუთას არ გირეკავენ “სად ხარ როგორ ხარ როდის მოხვალ” შეკითხვებით და აგრეთვე ყოველდღე არ ყრი ფულს გადახდის აპარატებში. მოკლედ აღარ ვჩქარობ გაკეთებას ან ახლის ყიდვას:D

    უკან სახლის ტელეფონისკენ: ეს დადებითი მხარეები ჰოო, მაგრამ სრულიად მაგის გარეშეც ვერ გავძელი და უცებ გამახსენდა სახლის ტელეფონი… მოკლედ კარგი გამოგონებაა ეგეც, ბოლო დღეებში აქტიურად ვიყენებ და მთელი ოჯახი კმაყოფილი ვართ.

    დასკვნა:ტელეფონი სულაც არ არის მასონური გამოგონება, პირიქით, ის ადამიანის მეგობარია :yes: