ხინკალზე გადის yes

ge-eu1

ასე თუ გავაგრძელეთ, მალე წარბების გახვრეტასაც დავიწყებთ 😛

p.s. როგორ მომნატრებია ^^

ძალიან მიყვარს…
და საერთოდ, ყველაფერი მიყვარს ციტრუსებთან რაცაა დაკავშირებული.

recycle-citrus-peel-title-main_fullპატარაობიდანვე, ჯერ კიდე მაშინ, შეშის ფეჩი რომ გვქონდა, მანდარინის გაფრცქვნის შემდეგ ქერქებს ამ ფეჩზე ვაწყობდით და ძალიან გვიყვარდა მისი სუნი.
ეხლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაციებული ვარ და ცხვირი გაჭედილი მაქვს, გვერდითა ოთახიდან მომივიდა ეს სუნი და კარგ ხასიათზე დავდექი.

თან ლიმონიან ჩაის ვსვამ (თუ ჩაიან ლიმონს, ძნელი გასარჩევია:D).10_2

ლიმონი ჩაიშიც მიყვარს, პირდაპირ საჭმელადაც და ხეზეც. რამდენიმე წლის წინ მოიტანა მამაჩემმა ლიმნის პატარა ხე და დავხატე კიდეც. ეხლა გაიზარდა და ძალიან დიდ, ლამაზ და გემრიელ ლიმნებს ისხამს, თუმცა ცოტას.

ფორთოხალში ყველაზე მეტად გაფცქვნის პროცესი მიყვარს, და ის სუნი, ხელებზე რომ რჩება მერე. იგივე შეიძლება ითქვას გრეიფრუტზე, თუმცა მისი გარჩევის პროცესი უფრო ინტენსიურია ხოლმე, თითოეულ ლებანს ცალ-ცალკე ვაცლი იმ რაღაც თეთრ საფარს და მერე ვჭამ, მაგარია.
წავედი, კიდე ერთი ჭიქა ლიმონიანი ჩაი დავლიო იქნებ მიშველოს…

AFB064დიდი ხნის წინ შეპირებულ პიცაზე დავპატიჟე ბუბლიკი, ისტორიული დღეა ფაქტიურად :D

შარშან ზაფხულის მერე ვიყავი შეპირებული 😀

ეხლა ნატალიას ჯერია 😛