Open up

March 31, 2010

ძალიან მივაგდე ჩემი საწყალი ბლოგი.

ოდა მთლად ობი რო არ მოეკიდოს, შემოვიარე ორი წუთით.
მტვრები გადავწმინდე, ობობის ქსელები მოვაშორე.
ფანჯრები გამოვაღე, გავანიავე…
გაზაფხული მოვიდა ბოლოსდაბოლოს
ცოტა სუფთა ჰაერი, მზე და სითბო შემოვიდეს ^^

ქართული ინტ-სივრცე რომ პატარაა და რომ გაივსო ბლოგებით, ეგ ხო
მაგრამ გლობალური ბლოგერიზაციის პროცესიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება
რამეს მოძებნა რომ მინდა, გუგლში საიტების უმეტესობა ბლოგებია
ადრეც ასე იყო თუ
მე შევამჩნიე ეხლა
რაც გავბლოგერდი
?
თუმცა რაღა გავბლოგერდი
როგორც გავბლოგერდი ისე გამოვბლოგერდი
მომბეზრდა ეს
როგორც ყველა დღიური ადრე თუ გვიან მბეზრდებოდა
რაც არ უნდა დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდი და გამორჩეული რვეული ყოფილიყო
(თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ მაინც ახალს ვყიდულობდი და თავიდან ვიწყებდი)
ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კიარადა
ამ გლობალური გაბლოგერების ფონზე მივხვდი რო
არც წერაა ჩემი საქმე
და არც ჩემი ნაწერის კითხვა სხვისი
თან მეძინება ეხლა
წავედი
(სულ კი არა, დასაძინებლად)

Just a Perfect Day

December 8, 2008

ჯუსტ ამ ხეპპი
დღეს ხელფასი ავიღე და მე და ნატალიამ გადავწყვიტეთ, ნაშები აგვეყარა
მე ჩემს რუს დავურეკე, იმან თავისას და მოკლედ ესეიგი ავღნიშნეთ ეს ამბავი. მოვიარეთ მთელი კაFეები, რესტორნები, სახინკლეები, პარკები დაა ზოოპარკები:D
მშვენიერი გასეირნება გამოგვივიდა ვაჟადან რუსთაველამდე:D

მერე რა, რომ ხვალინდელი გამოცდისთვის მზადება ჯერ არ დამიწყია, მერე რა, რომ დაკარგული რაღაცეები ვერ ვიპოვე, მერე რა, რომ აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ამ Fაკინ ხეპპი, ვერი ვერი

ამასობაში საახალწლო განწყობაც გამიძლიერდა და ბლოგზე აპდეიტები გავაკეთე, ჰედერი შევცვალე და თოვლი მოვიყვანე
იმედია მოგეწონებათ…

Home, Sweet Home

September 14, 2008

სახლი ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეა, ყოველთვის მინდოდა პატარა, მყუდრო, თბილი და, რაც მთავარია, ჩემი სახლი მქონოდა. მე სადაც ვცხოვრობ, ის სრულიად საწინააღმდეგო რამეა-დიდი, ხმაურიანი, ვერსად შენთვის წყნარად რომ ვერ დაჯდები ისეთი.
სულ ვიგონებდი ხოლმე როგორი სახლი მინდოდა, დიზაინის ჟურნალებიც ბლომად მქონდა და ვათვალიერებდი ხოლმე. ფანტაზიორობა არ მიჭირს ზოგადად, მაგრამ ასე კონკრეტულად შპალერის ფერის და თაროების განლაგების შერჩევა მალე მომბეზრდა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულზე ვერასდროს ვჩერდებოდი, სულ ახალახალი იდეები მაწუხებდა, ამიტომ უფრო სახლის სულიერ მხარეებზე გადავედი (ლოლ)
ერთი ღამისპერანგი მქონდა, დიდი და თბილი. გულთან ახლოს სახლი და ხეები ეხატა და გვერდზე ეწერა: Home, Sweet Home. მოკლედ ეს ტყისპირა, გულთან ახლოს მდებარე სახლი ნამეტანი გავაზღაპრე. მერე ფორუმზეც დავწერე მაგაზე რაღაც, დავხატე კიდეც. მაშინ ძალიან მარტო ვიყავი და ესენიც საკმაოდ დეპრესიული გამომივიდა.
ეხლა მარტო აღარ ვარ ჩემ სახლში, სინათლეც არის, სითბოც..
ჰედერზე რომ ხატია, ზუსტად ეგეთია:)

ოდა, რატო დავწერე ეს ყველაფერი… ზუსტადაც რომ ჰედერზე არსებული სახლის რაობასთან დაკავშირებით, დიახ (შორი გზა მოიარე შინ მშვიდობით მიდიო, თუ რაღაც ეგეთი)

ეს ისე, ლირიული გადახვევა:D

Welcome To The New World :bis:

September 14, 2008

გადმოვმისამართდით

ასე უფრო მყუდროდ ვგრძნობ თავს ^^ და აურაც უკეთესია აშკარად

თუმცა აურა რა შუაშია… 😀

მოკლედ, Welcome To My New World

:bis:

წელიწადნახევარზე მეტია გავიგე ბლოგის რაობა და არსი და იმის მერე ხშირად მიფიქრია გაკეთება.. ოღონდ საზოგადოებრივი, თუ რა ქვია, მოკლედ ისეთი არა, სტატიებს რო წერ იმისთვის რომ სხვებმა წაიკითხონ და მოეწონოთ… მე უფრო პირადული, დღიურის მოვალეობის შემსრულებელი ბლოგი მინდოდა (და აი ისიც :D) ამ მოვალეობას ადრე ფორუმი ასრულებდა-ჯასთრაში, ფოტოსურათები+ემოციებში და სხვა თემებში გაბნეული ყველა პოსტი რამესთან დაკავშირებით მიწერია და ერთად რო შევკრიბო, მოკლე, ჩემთვის გასაგები დღიურივით გამოვა 😀 ესეც რაღაც ეგეთი იქნება ალბათ, ოღონდ უფრო ვრცლად დავწერ ხოლმე. ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს ზუსტად რას დავწერ, როგორ და რისთვის, მაგრამ იყოს ბლოგი და მერე ვნახოთ… 🙂