Happy Birthday To Me

July 15, 2010

ა.წ. 16 ივლისს 22 წლის ვხდები.
მართალია ჯერ მთლად 16 არ არის, მაგრამ მთლად 16-ში არამგონია ამ პოსტის წერისთვის მეცალოს.
ღამის 12-ს რომ გადასცდება კი ვიქნები თბილისში, მაგრამ მალევე წავალ აეროპორტში.
დილაუთენია რიგაში ჩავფრინდები.
გავალ ძველ ქალაქში, რომელიმე პატარა კაფეში ყავას დავლევ გამოსაფხიზლებლად.
მერე პარიზში ჩავალ.
და იქ გავატარებ ჩემს 22-ე დაბადებისდღეს.

იმდენი ხანი ველოდი საფრანგეთში წასვლას და იმდენი ემოცია დავხარჯე აქამდე, ახლა მემგონი აღარ დამრჩა არაფერი.
თუ შუაღამეს კომპიუტერთან ჯდომის ბრალია.
თუ ჩემი დაბადებისდღის არსიყვარულის გამო ვარ ასე, არ ვიცი…
ან შეიძლება თავდაცვითი რეფლექსია
არ მინდა რამე განსაკუთრებულს ველოდე
რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

დაბადებისდღე ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც უბრალოდ გახსენებს, რომ კიდევ ერთი წლით დაბერდი.
მაგრამ რატომღაც მაინც ავღნიშნავთ და ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს.
წელს მეთვითონ გავუკეთე საჩუქარი ჩემ თავს.
პარიზში ვიქნები.
თუმცა უცხო ხალხთან ერთად.
ვნახოთ როგორი იქნება.

ქექვა

June 29, 2010

ერთი უცნაური თვისება მაქვს (შეიძლება არც ისე უცნაურია და სხვებსაც ახასიათებს, უბრალოდ მე არ ვიცი): როცა ასე ვთქვათ, დაქვეითებული გუნება-განწყობა მაქვს, ანუ ისე ვარ, ხალხი რომ დეპრესიში ყოფნას ეძახის, ვიწყებ საკუთარ თავში ქექვას 😀
ეს გამოიხატება ჩემი ძველი სურათების, ნივთების, სუვენირების თვალიერებით, ძველი დღიურების, ჩანაწერების, წერილების კითხვით…
მაგრამ რაც ყველაზე უცნაურია და რასაც მხოლოდ ასეთ მომენტებში ვაკეთებ, არის სხვადასხვა სულელური ტესტების შევსება ჩემი თავის შესახებ და აგრეთვე საკუთარი ჰოროსკოპების კითხვა.
რას ვეძებ ზუსტად არ ვიცი, ისედაც ხომ ვიცი როგორი ვარ, მაგრამ აი დღესაც ბლოგთინგსზე ერთი 15-20 ტესტი გავაკეთე 😀 ვითომ ძალიან მოცლილი ვარ 😀 Read the rest of this entry »

სახლი

June 21, 2010

მე პატარა სახლი მაქვს
მყუდრო, ბუხრიანი…
ტყის პირას დგას, გზასთან
ამ გზაზე ბევრი ხალხი დადის…
დადიან, მიდიან, მოდიან…
ყველას თავისი საქმე, თავისი საფიქრალი აქვს…
ზოგი ისე ჩაუვლის ჩემ სახლს, ვერც შეამჩნევს
ზოგი შეჩერდება, შეხედავს და მერე წავა…
ზოგი ეზოში შემოვა, რომელიმე ხის ქვეშ დაჯდება, ჩრდილში დაისვენებს და გააგრძელებს გზას
ზოგი დააკაკუნებს…
გამომელაპარაება…
შეიძლება ჭიქა ჩაიზე დავპატიჟო
ვილაპარაკოთ…

ხშირად მყავს სტუმრები…
მოდიან და მიდიან…
ზოგი ძალიან ცოტა ხანი შემომივლის
ზოგი უფრო დიდხანს რჩება
და რო მიდის მერე მენატრება ხოლმე…
ბოლოს მაინც ყველა მიდის
და მარტო ვრჩები
სანამ ახალი სტუმარი არ მოვა…

ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია, ხან მზეა…
მე სულ ჩემს პატარა სახლში ვარ
გზაზე ვიყურები ფანჯრიდან
გზაზე ისევ ბევრი ხალხი დადის
ყველა თავისთვის…

/12 Jun 2007/

My childhood dreams

June 19, 2010

ბავშვობაში მინდოდა:

  • გავმხდარიყავი ექიმი და მხატვარი (მეორე პუნქტზე მალევე ვთქვი უარი შესაბამისი ნიჭის არარსებობის გამო, პირველს ვასრულებ ჯერჯერობით)
  • ვყოფილიყავი “უძინარი”, ანუ არ დამჭირვებოდა ძილი ძალების აღსადგენად. ყოველთვის მომწონდა ღამე თავისი სიწყნარით და ყველაფრით (ეხლაც სიამოვნებით გამოვიყენებდი ძილში დახარჯულ დროს სხვა საქმეებში, რომ შეიძლებოდეს)
  • შემძლებოდა სიზმრების მართვა (ერთი პერიოდი ვიყავი დაინტერესებული, მერე დავიკიდე. ეხლა საერთოდ იშვიათად ვნახულობ სიზმრებს და თან ეს ცალკე თემაა, აქ არ დავწერ)
  • მქონოდა ტელესკოპი და შემესწავლა კოსმოსი (ეხლა ისე ძალიან აღარ მაინტერესებს, თუმცა მაინც სიამოვნებით წავიდოდი ობსერვატორიაში ერთხელ მაინც)
  • მენახა ჩრდილოეთის ციალი (ეხლაც მინდა და ერთხელ მაინც აუცილებლად ვნახავ)
  • დამეთვალიერებინა წყალქვეშა სამყარო (თუ საშუალება მომეცემა, ახლაც სიამოვნებით დავათვალიერებ)
  • შევხვედროდი შობას რომელიმე ევროპულ ქალაქში (ისეთი შობა მინდოდა, კინოებში რომ იყო ხოლმე. ნაწილობრივ აქაც მქონია ეგეთი შობა, მაგრამ ევროპაშიც შევხვდები)
  • მესწავლა ციგურებზე სრიალი (ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადავიფიქრე და ეხლა აღარ მინდა)
  • მეფრინა რაიმე საშუალებით (არა თვითმფრინავით) (პარაპლანით ვიფრინე ერთხელ)
  • მყოლოდა ცხენი და მესეირნა მასთან ერთად (ეს დღის წესრიგში აღარ დგას დიდი ხანია, თუმცა თუ ოდესმე საშუალება მომეცემა, შეიძლება კვლავ დავფიქრდე)
  • მქონოდა ხის სახლი, დიდი ეზოთი და ბუხრით, სადაც ვიცხოვრებდი მხოლოდ მე, პეპი გრძელიწინდასავით (პეპის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი სახლი დღესაც ჩემი მთავარი სურვილია, რასაც აუცილებლად ავისრულებ)
  • მქონოდა ბაღი, რომელსაც ჩემი ხელით მოვუვლიდი (ნაწილობრივ ეხლაც მაქვს, მაგრამ ისეთი არაა როგორიც მინდა)
  • ვყოფილიყავი დედაჩემივით ქერა და ცისფერთვალება (ამჟამად ეს აღარ მინდა, თუმცა ზოგიერთ რამეს მაინც შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში)

ზოგის პრიორიტეტულობა იცვლება, ზოგი ემატება, ზოგი აკლდება, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება.. : )

one day

October 31, 2009

ფრანგულში დავალება გვქონდა-ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა. ეგ კი დავწერე, მაგრამ იმის დაწერაც მომინდა, როგორი არის კიარა, როგორი მინდა იყოს ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე. უფრო სწორად დაწერა არა, ჩვენება. სურათებით. ყოველგვარი კომენტარის გარეშე. რათქმაუნდა ძალიან მოკლედ და ზოგადად.

სხვა

September 16, 2009

იმ ფენომენზე მინდა დავწერო, შარვლის საყიდლად რომ გახვალ და სულ მაიკებს უყურებ და მოგწონს, არადა მაიკის საყიდლად რომ ყოფილიყავი გამოსული, კაბებზე დაგრჩებოდა თვალები… და საბოლოოდ სულ სხვა რამეს ყიდულობ : (
ტანსაცმელი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, ბევრ რამეში ვარ ეგრე.
განსაკუთრებით მომავალ რეზიდენტურასთან დაკავშირებით.
სულ მგონია, რომ “სხვა” უფრო კარგი იქნება, “სხვაგან” უფრო კარგი პირობებია.
ამიტომ მუდმივად მივედ-მოვედები ათას რამეს. იმედია ბოლოს სწორ ადგილას გავჩერდები.. : (

MyBirthday

July 16, 2009


Your Birthday Predicts You’re Independent


Ever since you were born, you’ve loved doing your own thing.
You enjoy puzzles and games. Anything that stretches your mind interests you.

You are a quiet person – often lost in your own thoughts. Others find you completely mysterious.
You have so much fun thinking, dreaming, and planing. You hardly have time for friends.

What Does Your Birthday Predict About You?

crossroadექიმობა რო მინდოდა, ეგ ორი წლიდან ვიცოდი, მაგრამ ზუსტად რა და სად-ეგ არა. კარგა ხანი უბრალოდ მივყვებოდი დინებას, ყველაფერს მივედ-მოვედებოდი. ეხლა კი მგონი ვიპოვე ჩემი მიმართულება.

ნუ მთლად ეხლა არა, დაახლოებით ერთი წელია დავიწყე მაგაზე ფიქრი, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ინტენსიურად ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები :ყეს:

როგორც გარდიანმა თქვა, რაღაც მხრივ ცუდიც არის როცა ერთ რამეზე ხარ ჩაციკლული, სხვებს ყურადღებას ნაკლებად აქცევ და შეიძლება ძალიან საინტერესო და უკეთესი რამე გამოგრჩეს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. გაურკვევლობას ვერ ვიტან, მითუმეტეს საკუთარ თავში. როცა ვიცი რა მინდა, შემიძლია მშვიდად და ნელნელა ვიარო მიზნისკენ

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება
მაგრამ მაინც
აი ჩუზ –> Reproductology.fr

myFrenchDream

February 26, 2009

ერთი ამერიკული ოცნება მქონდა…
დაახლოებით შარშანწინ ამ დროს ნელნელა ამეკვიატა და საკმაოდ ინტენსიურადაც, თუმცა დაახლოებით შარშან ამ დროს ასევე ნელნელა გადამეკვიატა…
თუმცა ის არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს და მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას და გარემოს ელოდება გააქტივებისთვის 😀 (რემისიის პერიოდი აქვს, ან არახელსაწრელ პირობებშია და სპორა წარმოქმნა :D)

ეხლა ფრანგული ოცნება გამიჩნდა.
ამანაც თავიდან ბოლომდე მომიცვა და შემაშფოთა, თუმცა ესეც საკმაოდ გრძელვადიანია და იმედია დროთა განმავლობაში კიდე არ დამეკარგება ეს ენთუზიაზმი 😦
ყოველ შემთხვევაში, თავს უფლებას ვეღარ მივცემ ისევე გულგრილად მოვეკიდო და ისევ არაფერი გავაკეთო მისი ასრულებისთვის, როგორც წინაზე ვქენი…
ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, ისევ 24 საათი და ყველასთან ამაზე ვილაპარაკო, ამას ვიზამ, იმას ვიზამ… როცა ასე ვიქცევი, ვეღარასოდეს ვაკეთებ მერე… ჯობია ჯერ გააკეთო და მერე ილაპარაკო…

ამიტომ მოვრჩები ამაზე ლაპარაკს, ჯუსტ ორნახევარი წლის მერე არსებულ ჩემ თავს ვეტყვი, ახლანდელ მარიკას ძალიან ეწყინებოდა თუ გაიგებდა, რომ შენი დიადი გეგმები არ შეასრულე… ამიტომ ძალიან ეცადე!

Wannabe

February 23, 2009

1doc

:ბრიყვ:

February 12, 2009

ნატალიამ ერთი ძველი სიმღერის ლინკი გამომიგზავნა, ჩვენი შუშაბანდებიდან
მერე სხვა სიმღერებიც ამოვქექეთ, ახალგაზრდობა გავიხსენეთ :უსერ:
ნოსტალჟიი 4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq
ეხლა ზუსტად ბრიყვის სახით ვზივარ და ვუსმენ და ვიხსენებ :უსერ: :ბრიყვ:

ესეც მცირე ამონარიდი შუშაბანდებიდან 4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq

Evanescence – My Immortal
Avril Lavigne-Nobody’s Home
Radiohead – Creep
Coldplay – Trouble!
Red Hot Chili Peppers – Road Trippin
Duran Duran – Come Undone
Neneh Cherry & Youssou N’Dour – 7 Seconds
Joe Cocker – N’Oubliez Jamais
Soul Ballet Am I Close Enough
Enya – Only Time

4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq :ბრიყვ: :ბრიყვ:

ReFresh

January 29, 2009

საერთოდ ცვლილებებს ძნელად ვეგუები, რაღაცას რო მივეჩვევი, მერე კარგა ხანი მაქვს ხოლმე და არ ვცვლი. ეს ეხება ვირტუალურ სამყაროსაც. ფორუმზე ავატარი ბოლოს როდის შევცვალე, აღარც მახსოვს, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შეიძლება მოგბეზრდეს, ყველაფერს ჭირდება განახლება :ყეს:

zzz-copy ერთი სურათი ვნახე, რომელიც ძალიან მგავს. გარეგნულად არა, შინაგანად 😀 ან შეიძლება ითქვას-განწყობით. ძალიან “მე” სურათია, ოდა დავიყენე ავატარად, ჯერ მესინჯერებში, მერე ფორუმზეც 😀 თან თეთრ ფონზეა, თეთრი საროჩკით… ხოდა თუ ძალიან მოინდომებ მაგ საროჩკის მაგივრად თეთრი ხალათიც შეიძლება იგულისხმო 😛 ისე თეთრი ფერი ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს.

კოლეჯი

December 23, 2008

მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი. სხვა ალტერნატივა არასდროს სერიოზულად არ განმიხილია და როდესაც მეცხრე კლასში გავიგე სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის არსებობის შესახებ, დაუფიქრებლად დავიწყე მომზადება იქ ჩასაბარებლად. კოლეჯს თვითონ უნივერსიტეტთან შედარებით ის უპირატესობა ქონდა, რომ ერთ წელს იგებდი, ეს კი არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტია, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე ხანგრძლივია სწავლა.

Read the rest of this entry »

პროკრასტინაცია არის ქცევის ტიპი, რომელიც ხასიათდება მოქმედებების ან დავალებების გადადებით მოგვიანებითი დროისთვის.” (წიკიპედიიდან)

სტუდენტის სინდრომი ეწოდება ფენომენს, რომლის დროსაც სტუდენტები იწყებენ დავალების შესრულებას მხოლოდ დედლაინის წინ.” (აგრეთვე წიკიპედიიდან)

უკვე პირველ-მეორე კლასებში შევამჩნიე ჩემ თავს, რომ რაც არ უნდა ცოტა მქონდეს საქმე, მაინც ბოლო მომენტამდე არ ვამთავრებ. არასდროს მისწავლია ორშაბათის გაკვეთილები პარასკევს ან შაბათს, არასდროს მისწავლია ზეგის გაკვეთილები, თუნდაც ხვალ არაფერი მქონოდა, არასდროს გამიკეთებია საზაფხულო დავალება სწავლის დაწყებამდე ერთ კვირაზე ადრე ვადებში, არასდროს გადამინაწილებია გასაკეთებელი საქმე თანაბრად და ა.შ. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები და მეტი მაქვს სასწავლი თუ სამუშაო, ეს უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება :მო:
რაც უფრო მეტი მაქვს დრო, მით გვიან ვიწყებ რამის კეთებას. ერთხელ საკმაოდ დიდი წიგნი წავიკითხეთ მე და ნატალიამ გამოცდის წინა ორ დღეში, მაშინ, როცა მთელი ორი კვირა გვქონდა შუალედი. ერთიორჯერ დღეში 10-12 გვერდი ვთარგმნე, მაშინ, როცა კვირაობით ორ გვერდს ვერ ვამთავრებდი ხოლმე…
ხანდახან ამართლებს ასეთი მიდგომა და ცაიტნოტში მუშაობა, ხანდახან არა.
მაგრამ როგორც არ უნდა ამართლებდეს, უძილო ღამეები მაინც ყოველთვის გარანტირებულია და თუ ეს დიდხანს გრძელდება, შეიძლება გამოიფიტო ადამიანი… ეხლა ეგ მჭირს ზუსტად, დეკომპენსაციის ფაზაში გადავედი…
ამ უბედურებას პროკრასტინაცია რო ერქვა, ცოტა ხნის წინ გავიგე, გარდიანმა მითხრა. რათქმაუნდა მაშინვე მოვძებნე ინტერნეტში ინფორმაცია და საკმაოდ საინტერესო სტატიაც ვნახე თავისი რჩევებით.
იმედია გამომადგება რამეში… თუმცა რისი იმედი მაქვს, ეგეც არ წამიკითხავს ბოლომდე, მერე წავიკითხავთქო ვთქვი

მარტო მე ვარ ამ დღეში? :მო:

დღეს ცხოვრებაში პირველად ვიყავი საავადმყოფოში პაციენტის როლში 🙂
არ ვიცი ჩემმა “სტუდენტურმა სინდრომმა” გამოიღო თავისი შედეგი, თუ იმან, რომ 41 გვერდი ონკოლოგია და 44 გვერდი სარძევე ჯირკვალი ვთარგმნე, მაგრამ ფაქტია, რომ მკერდში რაღაც პატარა გამკვრივება აღმოვიჩინე…
პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სახარბიელო ოჯახური ისტორია მაქვს. ვიცოდი საშიში არაფერი იქნებოდა, მაგრამ გადამოწმება მაინც საჭირო იყო.
ჯერ ონკოლოგიურში ვიყავი მამოლოგთან, მაგრამ იმან ძალიან ზერელედ გამსინჯა და გამომიშვა, არაფერია, პატარა ფიბროადენომაა და 3 თვეში მოდი ყოველი შემთხვევისათვის კონტროლზეო. და ექოსკოპიაც გადაიღეო, ეგეც ყოველი შემთხვევისათვის 😀
ექოსკოპიაზე ნატოს დედასთან მივედი, ნატოც იყო იქ და კარგ ხასიათზე დავდექი 🙂 გამსინჯა, იმანაც არაფერია სერიოზულიო, სიაფანტი ხარ ვიღაცა ხარო …ვენერიოლოგიას რო გაივლით მაშინ სიფილისს და შიდსსაც აღმოიჩენთო? ნატომ თქვა, მთავარია მეანობა გავიარეთ ისე რო არაფერი აღმოგვიჩენია და დანარჩენს არაუშავსო
მოკლედ ცოცხალი ვარ და იმედია პაციენტის როლში ყოფნა არარასდროს მომიწევს, ან თუ მომიწია, ისევ ასე მარტივად იყოს ყველაფერი 🙂
იქიდან რო გამოვედი, დავაფიქსირე, რომ მარჯანიშვილზე ვარ, ექვსი საათია დაწყებული, თან რაღაცნაირად წვიმს და ცივა და ამაზე უკეთეს დროს ვერ ვიპოვი ცხელი ჩაის დასალევად რუსთან ერთად ^^
დილით ცუდად დაიწყო დღე, მაგრამ ბოლოს კარგად დამთავრდა რაც მთავარია