2010

December 30, 2010

ბლოგზე დიდი ხანია აღარ ვწერ, მაგრამ წლის ბოლოს ერთი შემაჯამებელი პოსტი მაინც მინდა. 2010 წელი ამას ნამდვილად იმსახურებს

ახალი წელი კი გადასარევად დაიწყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი საინტერესო გაგრძელება ექნებოდა

ყველაზე მშფოთვარე, დიდი ცვლილებების მომტანი, შთაბეჭდილებებით და “იქსფერიენსებით” აღსავსე, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე ფრანგული წელი გამოვიდა ^^

ცუდიც ბლომად იყო და კარგიც, მაგრამ ყველაფერი-უკიდურესად. არაფერი საშუალო.

მთელი ამ დაღმასვლების და აღმასვლების შედეგად იმდენი ემოცია მივიღე, იმდენად “ჩავუღრმავდი” (არასწორი სიტყვაა, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე:D), თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რაღაცნაირად ჰომეოსტაზში მოვედი საკუთარ თავთან და გარემოსთან მგონი.

მგონი ამერიკელები მართლები არიან, სრულწლოვნების ასაკად 21 წელს რომ მიიჩნევენ. ან ჩემს შემთხვევაში დაემთხვა ასე ზუსტად. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მე ამ ასაკის დასასრულს ვიგრძენი ერთბაშად, რომ აი ემ ბიქამინგ ედალთ. ენდ ზის იზ სოუ ინთერესთინგ ^^

იყო მომენტები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება და ხანდახან მე თვითონვე არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ისეთი მომენტები, სიბერეში რომ გაიხსენებ, გაიღიმებ და იტყვი, ტყუილად არ მიცხოვრიაო : )

ხოდა მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო.
მეგობრებს, ძალიან ახლობლებს და ძვირფასებს, საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩენილებს, ეპიზოდური როლის შემსრულებლებს და ირიბი კავშირის მქონეებსაც

ლავ იუ ოლლ, იუ მეიდ მაი იარ

Advertisements

არამედ მიურატი

ჩვენი ძვირფასი მამა და მარჩენალი, ძალიან მაგარი კაცი ^^

რომელიც საუბრობს (და ხუმრობს:D) მრავალ ენაზე (მათ შორის რუსულად:D)

რომელიც ტულუზაში ჩასვლისთანავე დაგვხვდა სადგურში, დაგვაბინავა საერთო საცხოვრებელში
ყველაფერი მოგვცა, რაც ახალჩამოსულ, ჯერ ბევრ რამეში გაურკვეველ სტუდენტებს სჭირდებათ
მეტროს რამენიმეჩაჯდომიანი ბილეთებიდან, რუკებიდან და მაღაზიების კატალოგებიდან დაწყებული, სურსათის მცირე მარაგით დამთავრებული

რომელმაც იმავე საღამოს წაგვიყვანა თავის მეგობარ არაჩვეულებრივ ქალთან, რომელსაც არაჩვეულებრივი ეზოიან-ბაღიანი სახლი აქვს და რომელიც არაჩვეულებრივი მზარეულია

რამოდენიმე სახის კერძით და ღვინით გაგვიმასპინძლდნენ ^^


ოღონდ ამ ხორცს ასე ეჭვის თვალით რატომ ვუყურებთ, აღარ მახსოვს 😀

არა რა მთვრალები, უბრლოდ დესერტი გაგვიხარდა 😀

მე ქრისტინა და ბატონი მიურატი არაჩვეულებრივი ქალის არაჩვეულებრივ ეზოში
სამწუხაროდ ბაღი კარგად არ ჩანს, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ

მეორე დღეს კვირა იყო და ბატონმა მიურატმა კვლავ არ დაგვტოვა უყურადღებოდ

ბაზრობაზე წაგვიყვანა მეზობელ ქალაქში



უამრავი საინტერესო თუ უინტერესო, ძველი თუ ახალი, იაფი თუ ძვირი ნივთი ვნახეთ

ზოგი ვიყიდე

ზოგი მიყიდეს ^^

და აი ნავაჭრით ხელში, კმაყოფილი სახეებით სახლში ვბრუნდებით 😀

გზაზე უამრავი ლამაზი რამ შეგვხვდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მზესუმზირის ყანები იყო

ხოდა ვერ მოვითმინეთ, გავაჩერეთ, გადმოვედით, ახლოდან ვნახეთ და სურათებიც გადავიღეთ


ერთი პატარა მზესუმზირაც წამოვიღეთ სამახსოვროთ :user:

ტულუზაში დაბრუნებულებმა კაპიტოლის მოედანზე გავიარეთ

აქაც გადავიღეთ სურათი, ოღონდ კაპიტოლი ჩვენს წინაა და სურათში არ ჩანს 😀 მაგრამ მთავარია ჩვენ ხომ ვხედავთ 😀

შიგნითაც დავათვალიერეთ

და მერე ასე მთელი დღის ნასიარულები და დაღლილები წავედით საჭმელად

კრეპები და სალათი

მიურატის მიერ თავისივე სალათის ფოთლით გაფორმებული ჩემი ნახევრადშეჭმული კრეპი 😀

დესერტად ნაყინი, რომელიც ბოლომდე ვერ შევჭამეთ სირისტიანებმა

მაგრამ რაც ჩვენ ვერ შევჭამეთ, მიურატმა მიირთვა მშვენივრად

ასე რომ ყველა კმაყოფილი დარჩა :bis:

აი ასეთი დახვედრა მოგვიწყვეს ფრანგებმა პირველ შაბათ-კვირას
ორშაბათს დილით ისევ გამოგვიარა და წაგვიყვანა კლინიკაში, სადაც ჩვენი თავი გადააბარა არნოდს (ოღონდ არა შვარცნეგერს) 😀

თუმცა კლინიკა უკვე სხვა თემაა და აღარ გავაგრძელებ

მიურატსაც ისევ მივუბრუნდებით შემდეგში

ამჯერად სულ ეს იყო :bis:

ნატალიამ ფოტოაპარატი იმ პირობით მათხოვა, რომ ბევრ სურათს გადავიღებდი და ბევრს დავწერდი
მაგრამ ვხვდები, რომ ამ პირობის შესრულება ასე ადვილი არ არის
ბოლო კვირების განმავლობაში იმდენი რამე მოხდა და იმდენი რამე ვნახე, ყველაფერს ვერც გადავიღებ და მითუმეტეს, ვერც დავწერ
მართალი გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს ამის

ან რა უნდა დავწერო მაგალითად პარიზზე?

რომ საოცარი ქალაქია და მთელიდღე პირდაღებული ვუყურებდი არამარტო ყველა იმ ცნობილ ადგილს, რომელიც იქ ასე ბევრია, არამედ თითოეულ ქუჩას, სახლს, ხიდს, კაფეს, სკვერს…?

იმდენი დაწერილა, გადაღებულა, თქმულა.. მაინც ვერცერთი ვერ გამოხატავს პარიზს

ვერც მე გამოვხატავ

ეს შენი თვალით უნდა ნახო, შენი ფეხით უნდა მოიარო

თვითონვე უნდა დაჯდე შენსავე დაბადებისდღეზე რომელიმე ღია კაფეში, არაჩვეულებრივი ამინდი უნდა იყოს, კრემბრულე უნდა გედოს წინ და და თავს უბედნიერეს ადამიანად რომ იგრძნობთ, მერე მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ

აბა ასე მოყოლას რა აზრი აქვს





ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ ხმას არ ამოვიღებ… სურათებსაც დავდებ ხოლმე, დავწერ კიდეც, მაგრამ ეს იმ ყველაფრის მეათედიც კი არ იქნება 🙂

Happy Birthday To Me

July 15, 2010

ა.წ. 16 ივლისს 22 წლის ვხდები.
მართალია ჯერ მთლად 16 არ არის, მაგრამ მთლად 16-ში არამგონია ამ პოსტის წერისთვის მეცალოს.
ღამის 12-ს რომ გადასცდება კი ვიქნები თბილისში, მაგრამ მალევე წავალ აეროპორტში.
დილაუთენია რიგაში ჩავფრინდები.
გავალ ძველ ქალაქში, რომელიმე პატარა კაფეში ყავას დავლევ გამოსაფხიზლებლად.
მერე პარიზში ჩავალ.
და იქ გავატარებ ჩემს 22-ე დაბადებისდღეს.

იმდენი ხანი ველოდი საფრანგეთში წასვლას და იმდენი ემოცია დავხარჯე აქამდე, ახლა მემგონი აღარ დამრჩა არაფერი.
თუ შუაღამეს კომპიუტერთან ჯდომის ბრალია.
თუ ჩემი დაბადებისდღის არსიყვარულის გამო ვარ ასე, არ ვიცი…
ან შეიძლება თავდაცვითი რეფლექსია
არ მინდა რამე განსაკუთრებულს ველოდე
რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

დაბადებისდღე ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც უბრალოდ გახსენებს, რომ კიდევ ერთი წლით დაბერდი.
მაგრამ რატომღაც მაინც ავღნიშნავთ და ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს.
წელს მეთვითონ გავუკეთე საჩუქარი ჩემ თავს.
პარიზში ვიქნები.
თუმცა უცხო ხალხთან ერთად.
ვნახოთ როგორი იქნება.

მაშინ შენ უნდა მიხვიდე განწყობასთან…

ძიახ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ^^

წინა დღეებში საშინლად არასაახალწლო და არასადღესასწაულო განწყობა მქონდა და ალბათ ამ წელს ხვრინვით შევხვდებოდი, ან მაშხლების ბათქა-ბუთქის გამო ვიბუზღუნებდი ნეტა რა უხარიათთქო, რომ არ მცოდნოდა, რომ ჰერასთან უნდა წავსულიყავით და აღგვენიშნა.

და კიდე კარგი წავედით და აღვნიშნეთ ^^

წელს საუკეთესო ახალი წელი მქონდა. უფრო სწორად, გვქონდა ^^ იმის დაწვილებით აღწერას არ დავიწყებ, თუ რა ბედნიერი იყო ჰერა და როგორ გადმოგვდო ჩვენც, რა ლამაზი სუფრა იყო, როგორ გახსნა შამპნური რუმ, როგორ ვიცეკვეთ სპაის გერლზის სიმღერებზე, როგორ მივეყარეთ დილისკენ, რამდენი სურათი გადავიღეთ… უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, ძალიან კარგი იყო ^^

სურათებს რო მოგვაწვდის ჰერა, შეიძლება დავდო ერთიორი : D

იმედია ისეთივე კარგი წელი იქნება, როგორიც დასაწყისი იყო : )

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დილამშვიდობისა და ძილინებისა ^^

არდადეგები

December 29, 2009

საახალწლო არდადეგებზე:
ამინდი – მზიანი და თბილი
განწყობა – არასაახალწლო
საქმე – თავზესაყრელად

კონკრეტულად რა საქმეები:
1. ინფექციურის გამოცდისთვის მომზადება, რეფერატის დაწერა.
2. ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ფრანგული წიგნების წაკითხვა.
3. კონფერენციისთვის თემის დამუშავება.
4. მინიმუმ ერთი თავის გადათარგმნა.

და ეს ყველაფერი 11 იანვრამდე.
მთელი დღესასწაულების ფონზე
ვისვენებ ფაქტიურად

შობა

December 27, 2009

წელს ძალიან კარგი 25 დეკემბერი იყო. შარშანაც არ იყო ცუდი, მაგრამ წლევანდელი ჯობდა. ისევ ჰერასთან ავღნიშნეთ, თუმცა ამჯერად წინასწარ დაგეგმილად და უფრო ბევრნიც ვიყავით. საჩუქრების მოფიქრება-ყიდვის პროცესში რუმ დიდი მონაწილეობა მიიღო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნაკლებ სასიამოვნო იყო, ვიდრე თვითონ შობის საღამო ^^ მე ძალიან ლამაზი და თბილი ფუმფულა შარფი, ფერადი ფანქრები, მთვარის ფორმის საყურეები და ნაძვისხეზე ჩამოსაკიდებელი დათუნია მაჩუქეს. გამიხარდა ყველა )) საერთო ჯამში ძალიან ძალიან თბილი, გულისარევამდე ტკბილი (მნიამ), სიცილიანი, სიყვარულიანი, ჩილიმიანი, გაბოლილი და გაბრუებული საღამო იყო ^^

უკანასკნელ პერიოდში აღმოვაჩინე:

  • ავტობუსში დაჯდომისა და დაწოლის ათასი სხვადასხვა პოზა როგორც ერთ, ისე ორ სკამზე.
  • სკოჩის ათასი სხვადასხვა დანიშნულება და მისი გამოყენების ამდენივე მეთოდი.
  • უცხოელთან ხელებითა და ფეხებით საუბრის ათასი ხერხი, როცა ერთმანეთის ენა არ იცით.
  • რომ ქირურგობა არც ისე ბუა ყოფილა და ხანდახან საინტერესო და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს.
  • რომ ოპერაციის ყურებისას უფრო იღლები, ვიდრე კეთებისას
  • რომ “გლორია ჯინსი” შარვლების კიარა, ყავის ბრენდია 😀
  • რომ ძალიან მომწონს უცხო ქვეყანაში ყოფნა როგორც ტურისტის, ისე სტუდენტის სტატუსით.
  • რომ გაგანია ზაფხულში შეიძლება შეგცივდეს და გაიყინო კიდეც.
  • რომ როცა აქციები არ არის, არც ისე ცხელა, არც ისე ბევრი ხალხი და მანქანებია და ხეებიც ისეა გაფოთლილი, რომ სახლთა უმეტესობას ფარავს, თბილისი ნორმალურ ქალაქს ემსგავსება.
  • რომ უმობილუროდ და უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება (ოღონდ ცოტა ხნით).

მაქვს პერიოდები, როცა აქტიურად ვხმარობ კომპიუტერს 😀 მაგრამ პერიოდულად მბეზდება და ვეღარ ვხვდები ხოლმე რა მინდოდა და რას ვაკეთებდი საათობით ინტერნეტში… ეხლა კარგა ხანია ეს მობეზრება დამეწყო. ამას დაემატა ის, რომ გამოცდები მაქვს და კომპიუტერი გამიფუჭდა. რაღაცეების შემოწმებას და პასიუდ დაკვირვებას კი ვახერხებ ხოლმე მაინც, მგრამ აქტიური მოღვაწეობის და მოდერაციის სურვილი არ მაქვს 🙂 შეიძლება ითქვას, პატარა შვებულება ავიღე ინტერნეტისგან და ფრიად ბედნიერი ვარ, თუმცა გამოცდისთვის მზადების პროცესს რამდენად შეიძლება შვებულება ეწოდოს, არ ვიცი 😀

  • დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია, არ მეწერინებოდა.
  • პირველ ივნისს ისევ მზიურში ვიყავი, ისევ ყვითელი მაიკა მეცვა და მზეებს ვხატავდი.
  • mar

  • პედიატრიას გავდივარ ისევ. ვნახე უამრავი დაავადებული ბავშვი, მოვისმინე უამრავი ტირილი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს გავხდები პედიატრი.
  • სამაგიეროდ ვნახე აგრეთვე ორი ქალი, რომელთა შემყურე მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეიძლება კარგი და წარმატებული ექიმი გახდე.
  • სწავლა სამშაბათს მიმთავრდება, მერე ორი გამოცდა მაქვს და მეოთხე კურსს დავამთავრებ (მეხუთე და მეექვსე ჯერ წინაა).
  • ზაფხულში თურქეთში მივდივართ მე და ნატალია სამი კვირით (ოღონდ სადმე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში კიარა, საავადმყოფოში).
  • მორიგეობებზე ისევ დავდივარ.
  • ისევ ვთარგმნი, ხელფასს ისევ არ მაძლევენ.
  • ერთერთი ჯანმედელი თანაფორუმელის დასახმარებლად ანგარიში გავხსენით და ძვირადღირებული გამოკვლევებისთვის ფულს ვუგროვებთ, ოღონდ ჯერ თვითონ არ იცის (იმედია ჩემ ბლოგს არ კითხულობს, ან თუ კითხულობს, ვერ მიხვდება).
  • Fეისბუქზე დავრეგისტრირდი.
  • უკვე საკმაოდ დაცხა, მაგრამ საღამოობით ხშირად წვიმს. დღეს საღამოს ძლიერი ქარი, წვიმა, ელვა და ჭექა-ქუხილი იყო (ჭექა-ქუხილი და წვიმა მიყვარს, ქარი არა).
  • მეტი მგონი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. თუ არ მახსენდება, ე.ი. არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. ესეც პატარა ლოგიკური დასკვნა 😀

22 მაისი

May 22, 2009

დღეს ჩემი დის დაბადების დღეა.
ამ დღეს ყოველთვის მზიანი ამინდია ხოლმე, ჩვენ ეზოში ბალი დამწიფებულია, სახლში ბევრი სტუმრები არიან-ნათესავები და ჩემი დის მეგობრები, ბევრი საჩუქრებია, ბევრი მხიარულება და რაც მთავარია-მარწყვის ტორტი 🙂
დღეს მარტო მე ვარ სახლში, გარეთ წვიმს, არც ბალი დამწიფებულა, თუმცა საჩუქრებიც იქნება, მხიარულებაც და მარწყვის ტორტიც. ამ ყველაფერთან ერთად ასევე იქნება აჭრელებული თეთრი საროჩკები (მთავარი ნახატი მე დავუხატე ^^ ), მანტიები, ქუდები… ოღონდ აქ არა, სკოლაში. დაბადების დღესთან ერთად სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ, ხუმრობა ხომ არაა, 12 წელი ისწავლეს 😀
მე არც დაბადების დღეებს ვიხდიდი (შუა ზაფხულში მაქვს და ვერავის ვპატიჟებდი ხოლმე. ღრმა ბავშვობაში ძალიან განვიცდიდი ამას, მაგრამ მერე ისე გადავეჩვიე, რომ ბოლო წლებში ერთიორჯერ რომ დავაპირე გადახდა, მივხვდი რომ ჯობდა არც დამეპირებინა :D) და არც გამოსაშვები საღამო მქონია (კოლეჯის გამო, თუმცა ამაზე ნამდვილად არასდროს მიდარდია, უკვე გადაჩვეული ვიყავი :D).
მოკლედ არ მიყვარს დღესასწაულები და განსაკუთრებული დღეები, იმიტომ, რომ სულაც არ არიან განსაკუთრებულები და უფრო კარგები, ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი რიგითი დღეები არიან, როგორც ყველა სხვა 🙂
მაგრამ ჩემი და არამგონია ამ აზრს ეთანხმებოდეს, ოდა ვულოცავ დაბადების დღესაც, სკოლის დამთავრებასაც, სრულწლოვნებასაც და ვუსურვებ დამოუკიდებელი, ბედნიერი ადამიანი ყოფილიყოს

წწწ

May 11, 2009

Image0188 ითლად დამიფდა მარყვი

ჩემს ეზოში დამწიფდა.. :ტან: თან უჯიშო მარწყვია, ეხლა რო დაიწყო დამწიფება, ნოემბრამდე არ გაჩერდება ^^ ყოველდღე რამდენიმე დამხვდება ხოლმე ^^

წითელი პალტოს სეზონი გავიდა მგონი უკვე, საკმაოდ დათბა,
მაგრამ სამაგიეროდ წითელი ჭიამაიის სეზონი დადგა ^^
ჰერამ მაჩუქა ახალ წელს და ძალიან მომწონს, აწი სულ მეკეთება ^^
თავიდან ბოლომდე წითელ განწყობაზე ვარ :ტან:

p.s. მალე თეთრი სეზონი მოვა… თეთრი თუთა, თეთრი ბალი, თეთრი ლეღვი და ბევრი თ 😀

საქართველოს გაუვალობა სჭირს და ერთი დიდი ოყნა უნდაო, ასე ჰსთქვა ერთმა ბრძენმა ლექტორმა ჯერ კიდევ შარშან. და ეხლა სულ უფრო ხშირად მახსენდება ეს დიაგნოზი.

მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა სამწუხაროდ. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე, მით უარესი…

მაგრამ სიმპტომური მკურნალობა გამოსავალი არაა, თუ მიზეზს არ აღმოვფხვრით. ოყნა მკურნალობის ჩვეულ წესად კი არ უნდა ვაქციოთ, მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებისას უნდა გამოვიყენოთ, როგორიც იყო ერთი დიდი ვარდების ოყნა არც ისე დიდი ხნის წინ.
მაგრამ სამწუხაროდ მისმა ეფექტმა დიდხანს ვერ გასტანა, იმიტომ, რომ სწორად კვება და სწორად ცხოვრება ვერა და ვერ ვისწავლეთ. არადა მთავარი სწორედ ესაა… საჭიროა პრევენცია და არა ყველაფრის ფეხებზე დაკიდება იმ იმედით, რომ არსებობს რადიკალური მკურნალობის მეთოდები.

დაავადებას შეიძლება ერთხელ უმკურნალო, ორჯერ, მაგრამ მერე ქრონიკულში თუ გადავიდა და მუდმივი რეციდივები მოგცა, ერთერთი მორიგი გამწვავებისას შეიძლება ვეღარ გამოასწორო მდგომარეობა და ხელში ჩაგაკვდეს პაციენტი…

მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ორგანიზმში უამრავი გადაგვარებული უჯრედი და ორგანოა და ერთად შეთანხმებულად ვერ ფუნქციონირებენ. ძნელია ამ დროს დაავადებასტან ბრძოლა, ერთს დაამარცხებ, სხვა გამოჩნდება… სანამ ყველა უჯრედი ჩვენ-ჩვენი საქმის კეთებას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება.

ეხ, ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრება მინდა 😦

ჯამპ

April 29, 2009

image012011აი ეგრეა რა, სკუპ და ზამთრის მერე პირდაპირ ზაფხულში ვხვდებით. ნახტომისებურად.
სადაა ნორმალური გაზაფხული? არ არის
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ძალიან დამცხა.
მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ ^^
ჩემ ახალ ჯგუფელთან ვიყავით სტუმრად
2 თვის ბავშვი ყავს და მოვინახულეთ ^^
ბავშვი ძალიან მოგვეწონა ^^
ძალიან საყვარელი და წყნარი იყო
კარგი გარემო
და სახლიც დაახლოებით ისეთი, მე რო მიყვარს…
ბუხრიანი
ხის დეტალებით
დიდი ფანჯრებით
შიგა და გარე აივნებით
ეზოთი, ბაღით
აუზით ^^
მოკლედ კარგი იყო ^^ :მზე: :ცხელ: :ცხელ:

ხო ყველა ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი ადამიანი კვდება, ყველაზე ვერ იდარდებ… და მაინც, როცა ახალგაზრდა ადამიანების უეცარი სიკვდილის ამბავს ვიგებ, მითუმეტეს თუ რამენაირად იყო ჩემთან დაკავშირებული, ძალიან ვიგრუზები… 😦
დღეს “ვარსკვლავების აკადემიის” შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორიც დაშავდა. მთელი დღე ვადევნებდი იმ თემებს თვალს იპოვნიდნენ თუ არა და ა.შ. და ბოლოს აღმოჩნდა რომ ერთერთი დაღუპული ფორუმელი იყო და ერთი დაშავებულიც 😦 მანამდეც იმოქმედა ამ ამბავმა, მაგრამ ასე რაღაც უფრო თითქოს მეტად… ორივეს პოსტები მახსოვს 😦 “არადა გუშინ ვნახე იცინოდა” სასაცილო ფრაზადაა გამხდარი, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ მგრუზავს. რო ხედავ, ჯერ კიდევ გუშინ ცოცხალი იყო და აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მეორე დღეს ვეღარ მოესწრებოდა 😦 არ უნდა ხდებოდეს ასე… ეს უკვე მეორე ფორუმელი გარდაიცვალა. მისი პოსტებიც იშვიათად, მაგრამ მაინც რომ მხვდება ხოლმე ძველ თემებში, უსიამოვნო გრძნობა მაქვს.
და კიდე არასდროს დამავიწყდება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფის თითქმის მთლიანად დაღუპვის ამბავი, რომელიც მიკროავტობუსის ავარიის გამო მოხდა… 😦 არცერთს არ ვიცნობდი, მაგრამ რომ წარმოვიდგინე სტუდენტები, რომლებიდანაც სიკვდილზე არავინ ფიქრობდა, მომავლის გეგმებს აწყობდნენ და შეიძლება სიკვდილის წინ რომელიმე მეორე დღის უსწავლელ გაკვეთილზე ან ჩასაბარებელ ჩათვლაზე ნერვიულობდა… 😦 და უცებ ბრახ… რაღაც მოხდა და ყველაფერი დამთავრდა…
როგორი უაზრო ხდება ხოლმე ასეთ დროს ყველაფერი. ის გეგმებიც, ის პოსტებიც, ყველაფერი.. 😦 ხომ შეიძლებოდა მათ ადგილზე ვყოფილიყავი? ხომ შეიძლებოდა ხვალ მეც ასე დამემართოს? ბოლოს მაინც ასეთ ეგოისტურ აზრებამდე დადის ყველაფერი. და ეს კიდე უფრო მიშლის ნერვებს… მოკლედ.. ვსიო, გავჩერდი 😦