Home

August 17, 2010

ჩემი ძვირფასი სახლი, მშობლიური, ყველაზე კომპაქტური და ყველაზე მყუდრო
ამის არჩვენება არ შეიძლება
წარმოიდგინეთ 8 კვ.მ ფართობის ოთახი
ტუალეტით, აბაზანით, სამზარეულოთი, საწოლით, ორი მაგიდით და იმდენი თაროებით, რომ ორი წლის სამყოფ ნივთებს დაატევთ
ასევე ოთხი სხვადასხვა სიძლიერის და ლოკალიზაციის ნათურით, რვა შტეფცელით და რავიცი კიდე რითი აღარ

გარედან ასე გამოიყურება:

სიტე უნივერსიტერ, ტრიპოდ ბე

ჩემი დერეფანი

ჩემი ოთახი შიგნიდან ^^
აბაზანა, კარები სარკით (სარკეში მე ფოტოაპარატით) და გარდერობი

აბაზანა, სამზარეულო და საძინებლის ნაწილი

შემოვბრუნდეთ

ვუალა! ფანჯარა, მაგიდა, თაროები და საწოლი

რა

რამე ვერ გაიგეთ?

რა საწოლი?

სად არის საწოლი?

ააახლავე

სლიოხკიმ დვიჟენიამ რუკი

ბრიუკი პრივრაშაიუტსია…

კიარადა

პჟჟჟ

პჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ

ე ვუალა :ბის:

ესეც ჩემი ყველაზე ელექტრონული საწოლი მსოფლიოში ^^

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის ჩამოწევის შემთხვევაში

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის აწევის შემთხვევაში

დიდი მაგიდა თავისი უჯრებით და გვერდზე სავარაუდოდ გამათბობლით, რომელიც ამ ზაფხულში რასაკვირველია უფუნქციოდ არის
ოღონდ ამ საშრობ ჯოხთან ფრთხილად უნდა იყოთ, ადვილად ძვრება :უსერ:

დიდი მაგიდა და პატარა მაგიდა

დიდ და პატარა მაგიდებს შორის არსებული წარმონაქმნი, რომელიც კიბის ფუნქციასაც ასრულებს, უჯრებისაც და ხანდახან-სკამისაც

საკვირო ბაზრობაზე ოც ცენტად ნაყიდი ნთვარიანი სარკე ^^ მიურატის საჩუქარი ^^

და მოვედით ისევ კარებთან

სულ ეს არის

მორჩა კინო, წადით სახლებში

მეც დავკეტე ჟალუზი და წავედი, საქმეს მივხედო

ა ტუტ ალოღ ^^

სახლი

June 21, 2010

მე პატარა სახლი მაქვს
მყუდრო, ბუხრიანი…
ტყის პირას დგას, გზასთან
ამ გზაზე ბევრი ხალხი დადის…
დადიან, მიდიან, მოდიან…
ყველას თავისი საქმე, თავისი საფიქრალი აქვს…
ზოგი ისე ჩაუვლის ჩემ სახლს, ვერც შეამჩნევს
ზოგი შეჩერდება, შეხედავს და მერე წავა…
ზოგი ეზოში შემოვა, რომელიმე ხის ქვეშ დაჯდება, ჩრდილში დაისვენებს და გააგრძელებს გზას
ზოგი დააკაკუნებს…
გამომელაპარაება…
შეიძლება ჭიქა ჩაიზე დავპატიჟო
ვილაპარაკოთ…

ხშირად მყავს სტუმრები…
მოდიან და მიდიან…
ზოგი ძალიან ცოტა ხანი შემომივლის
ზოგი უფრო დიდხანს რჩება
და რო მიდის მერე მენატრება ხოლმე…
ბოლოს მაინც ყველა მიდის
და მარტო ვრჩები
სანამ ახალი სტუმარი არ მოვა…

ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია, ხან მზეა…
მე სულ ჩემს პატარა სახლში ვარ
გზაზე ვიყურები ფანჯრიდან
გზაზე ისევ ბევრი ხალხი დადის
ყველა თავისთვის…

/12 Jun 2007/

PlaceToGo

November 28, 2009

ეხლა ვარ პატარა მყუდრო კაბინეტში, კომპიუტერით და მისი ყველა აქსესუარით (ვებკამერით და ნაუშნიკებით დაწყებული  პრინტერ-სკანერ-მქსეროქსებლით დამთავრებული), ყველანაირი საკანცელარიო ნივთით, მაგიდით, კარადებით, დივნით, სარკით, მადუღარით, ჭიქებით, გამათბობლით, ვინტილატორით და ყველაფრით, რაც შეიძლება მუშაობისას, ან მეცადინეობისას, ან დასვენებისას დაგჭირდეს.

მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ჩემი არ არის (

ჯამპ

April 29, 2009

image012011აი ეგრეა რა, სკუპ და ზამთრის მერე პირდაპირ ზაფხულში ვხვდებით. ნახტომისებურად.
სადაა ნორმალური გაზაფხული? არ არის
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ძალიან დამცხა.
მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ ^^
ჩემ ახალ ჯგუფელთან ვიყავით სტუმრად
2 თვის ბავშვი ყავს და მოვინახულეთ ^^
ბავშვი ძალიან მოგვეწონა ^^
ძალიან საყვარელი და წყნარი იყო
კარგი გარემო
და სახლიც დაახლოებით ისეთი, მე რო მიყვარს…
ბუხრიანი
ხის დეტალებით
დიდი ფანჯრებით
შიგა და გარე აივნებით
ეზოთი, ბაღით
აუზით ^^
მოკლედ კარგი იყო ^^ :მზე: :ცხელ: :ცხელ:

Clingstone Mansion

January 24, 2009

სახლ-კუნძული

clingstone-mansion

clingstone-mansion-2

clingstone-mansion-3

საცხოვრებლად არა, მაგრამ
დასასვენებლად კი წავიდოდა კაცი ერთი-ორი კვირით
:უსერ:

კინოს სათაურივით გამომივიდა : D
ისე ბავშვობაში კი მიყვარდა ეგ კინო და სულ მინდოდა მეც მარტო ვყოფილიყავი დიდ სახლში, ოღონდ ერთიორი დღით კიარა, სულ.
თუმცა მინდოდა რა, ეხლაც მინდა.
ოღონდ დიდი არა, პატარა და მყუდრო სახლი მირჩევნია.

თემიდან გადავუხვიე : D

იმის თქმა მინდოდა, რომ ეს დღეები დილაობით წასასვლელი არსად ვარ და შესაბამისად, სახლში მარტო ვრჩები ხოლმე.
არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცნაირი კარგი შეგრძნებაა.
მართალია ეს დიდხანს არ გრძელდება და არც სახლია ისეთი, მე რომ მინდა, მაგრამ მაინც.
არადა გარეთ ისეთი მზე და კარგი ამინდია, გაზაფხული გეგონება უკვე
მაგრამ გასვლა მაინც მეზარება.
ხოდა ვარ ასე მარტო სახლში.

პ.ს. ნეტა ასეთი ამინდები გაგრძელდეს და აღარ აცივდეს/ათოვდეს :უსერ:

პენსიონერა

December 15, 2008

დღეს დილით რომ გავიღვიძე, პირველი, რაც გვიფიქრე იყო: ¨ისევ დამაგვიანდა¨
პირველი, რაც გავაკეთე-მობილურს დავხედე… სულაც არ მაგვიანდებოდა, დაჟე ადრე გავიღვიძე, მგრამ საათის გარდა იქ დამხვდა ნატალიას მესიჯი: ¨მააარჩეეგ, თოვს გარეთ..ააა..¨
მხოლოდ ამის შემდეგ გვიხედე ფანჯარში და იმხელა ვიკივლე, სახლში ყველა გავაღვიძე 😀
იმის მაგირდ, რომ აუჩქარებლად გავმზადებულიყავი და წვსულიყავი ლექციაზე, ჯერ კიდევ თბილ საწოლს მივუბრუნდი…

პენსიოერულ ხასიათზე დავდექი

აი ისეთზე, ბებიები რომ დაჯდებიან ხოლმე ძველებურ სარწეველა სავარძლებში, ფეხებს ბუხარს მიფიცხეენ, ფანჯარაში თოვას უყურებენ, თან მუხლებზე საქსოვი უდევთ, ხელში ჩხირები, მხრებზე შალი აქვთ შემოხვეული და მეცხრე ჭიქა ჩაის ადუღებს ელოდებიან 😀

წავალ ეხლა, ზოგიერთ პუნქტს შევასრულებ

dsc_0049

ძალიან მიყვარს…
და საერთოდ, ყველაფერი მიყვარს ციტრუსებთან რაცაა დაკავშირებული.

recycle-citrus-peel-title-main_fullპატარაობიდანვე, ჯერ კიდე მაშინ, შეშის ფეჩი რომ გვქონდა, მანდარინის გაფრცქვნის შემდეგ ქერქებს ამ ფეჩზე ვაწყობდით და ძალიან გვიყვარდა მისი სუნი.
ეხლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაციებული ვარ და ცხვირი გაჭედილი მაქვს, გვერდითა ოთახიდან მომივიდა ეს სუნი და კარგ ხასიათზე დავდექი.

თან ლიმონიან ჩაის ვსვამ (თუ ჩაიან ლიმონს, ძნელი გასარჩევია:D).10_2

ლიმონი ჩაიშიც მიყვარს, პირდაპირ საჭმელადაც და ხეზეც. რამდენიმე წლის წინ მოიტანა მამაჩემმა ლიმნის პატარა ხე და დავხატე კიდეც. ეხლა გაიზარდა და ძალიან დიდ, ლამაზ და გემრიელ ლიმნებს ისხამს, თუმცა ცოტას.

ფორთოხალში ყველაზე მეტად გაფცქვნის პროცესი მიყვარს, და ის სუნი, ხელებზე რომ რჩება მერე. იგივე შეიძლება ითქვას გრეიფრუტზე, თუმცა მისი გარჩევის პროცესი უფრო ინტენსიურია ხოლმე, თითოეულ ლებანს ცალ-ცალკე ვაცლი იმ რაღაც თეთრ საფარს და მერე ვჭამ, მაგარია.
წავედი, კიდე ერთი ჭიქა ლიმონიანი ჩაი დავლიო იქნებ მიშველოს…

Home, Sweet Home

September 14, 2008

სახლი ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეა, ყოველთვის მინდოდა პატარა, მყუდრო, თბილი და, რაც მთავარია, ჩემი სახლი მქონოდა. მე სადაც ვცხოვრობ, ის სრულიად საწინააღმდეგო რამეა-დიდი, ხმაურიანი, ვერსად შენთვის წყნარად რომ ვერ დაჯდები ისეთი.
სულ ვიგონებდი ხოლმე როგორი სახლი მინდოდა, დიზაინის ჟურნალებიც ბლომად მქონდა და ვათვალიერებდი ხოლმე. ფანტაზიორობა არ მიჭირს ზოგადად, მაგრამ ასე კონკრეტულად შპალერის ფერის და თაროების განლაგების შერჩევა მალე მომბეზრდა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულზე ვერასდროს ვჩერდებოდი, სულ ახალახალი იდეები მაწუხებდა, ამიტომ უფრო სახლის სულიერ მხარეებზე გადავედი (ლოლ)
ერთი ღამისპერანგი მქონდა, დიდი და თბილი. გულთან ახლოს სახლი და ხეები ეხატა და გვერდზე ეწერა: Home, Sweet Home. მოკლედ ეს ტყისპირა, გულთან ახლოს მდებარე სახლი ნამეტანი გავაზღაპრე. მერე ფორუმზეც დავწერე მაგაზე რაღაც, დავხატე კიდეც. მაშინ ძალიან მარტო ვიყავი და ესენიც საკმაოდ დეპრესიული გამომივიდა.
ეხლა მარტო აღარ ვარ ჩემ სახლში, სინათლეც არის, სითბოც..
ჰედერზე რომ ხატია, ზუსტად ეგეთია:)

ოდა, რატო დავწერე ეს ყველაფერი… ზუსტადაც რომ ჰედერზე არსებული სახლის რაობასთან დაკავშირებით, დიახ (შორი გზა მოიარე შინ მშვიდობით მიდიო, თუ რაღაც ეგეთი)

ეს ისე, ლირიული გადახვევა:D