მსოფლიოსა და ამერიკის სამედიცინო კლასიფიკაციების მამებსა და მესვეურებთან შემომაქვს წინადადება, რომ ICD-11-ში, თუ გნებავთ DSM-V-შიც, ცალკე ნოზოლოგიად შეიტანოთ პტს (პათოლოგიური ტირილის სინდრომი) ან, თუ გნებავთ, პტდ (პათოლოგიური ტირილის დაავადება).
საქმე რომ გაგიმარტივოთ აქვე მეთვითონვე ჩამოვწერ მის სადიაგნოზო კრიტერიუმებს:

1-ტირილი გადაბმულად მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მინიმუმ 2 თანმიმდევრული დღე.
2-შეგრძნება, რომ არ შუძლია გაჩერდეს. მაშინაც კი, როდესაც ცოტა ხნით ჩერდება, შეგრძნება, რომ ეს პაუზა დროებითია და ტირილი ისევ გაგრძელდება.
3-თვალების, ცხვირის, ტუჩების მკვეთრად გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება.
4-ტირილის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავის, თვალებისა და ზედაყბის (კბილებიანად) აუტანელი ტკივილი, ისეთი, რომ თავად ტირილის მიზეზს გავიწყებს.
5-სახეზე და თვალებზე ძლიერი სიმხურვალის შეგრძნება, რასაც ანეიტრალებს ყინულის, სველი კომპრესების გამოყენებით.
6-ღამით ძილის დარღვევები. დაძინების შემთხვევაში მრავალჯერადი გამოღვიძებები.
7-დილით გაღვიძების შემდეგ ქუთუთოების ძლიერი შეშუპება (შესაძლოა უფრო ძლიერი, ვიდრე დაძინებამდე) ჰიპერემიის გარეშე, სიმძიმის შეგრძნება თვალებში.
8-გაღიზიანებადობა, განსაკუთრებით აღიზიანებს ზედმეტი ყურადღება, “რა გჭირს” ტიპის შეკითხვები, ერიდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.
9-მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა შემნიღბავი საშუალებების არაადექვატური გამოყენება.
10-შედეგები სახეზეა ტირილის დასრულებიდან ან გაღვიძებიდან მინიმუმ 3-4 საათის განმავლობაში.

დამატებით შეიძლება აღინიშნებოდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკა-ტაქიკარდია, უსიამოვნო შეგრძნება გულისა და ეპიგასტრიუმის არეში. ტირილის შემდგომი აპათია, ძალის გამოლევა და ა.შ.

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
* ჩვეულებრივ ტირილთან, რომელიც არ გრძელდება ამდენი ხანი, მისი შედეგები არ არის ასე მკვეთრად გამოხატული და ქრება მალევე.
* თავის, თვალების ან ზედაყბის ტკივილის გამო გამოწვეულ ტირილთან (აქ ტირილი იწვევს ტკივილს).
* მარიაჟობის, ხამობის ან სხვა მიზეზების გამო გამოწვეულ მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა საშუალებების არაადექვატურ გამოყენებასთან.

კრიტერიუმები დადგინდა ერთ პიროვნებაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად. ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევების ჩატარება და კლასიფიკაციის სისტემაში დაავადების ზუსტი ადგილისა და კოდის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

შობა

December 27, 2009

წელს ძალიან კარგი 25 დეკემბერი იყო. შარშანაც არ იყო ცუდი, მაგრამ წლევანდელი ჯობდა. ისევ ჰერასთან ავღნიშნეთ, თუმცა ამჯერად წინასწარ დაგეგმილად და უფრო ბევრნიც ვიყავით. საჩუქრების მოფიქრება-ყიდვის პროცესში რუმ დიდი მონაწილეობა მიიღო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნაკლებ სასიამოვნო იყო, ვიდრე თვითონ შობის საღამო ^^ მე ძალიან ლამაზი და თბილი ფუმფულა შარფი, ფერადი ფანქრები, მთვარის ფორმის საყურეები და ნაძვისხეზე ჩამოსაკიდებელი დათუნია მაჩუქეს. გამიხარდა ყველა )) საერთო ჯამში ძალიან ძალიან თბილი, გულისარევამდე ტკბილი (მნიამ), სიცილიანი, სიყვარულიანი, ჩილიმიანი, გაბოლილი და გაბრუებული საღამო იყო ^^

ფორუმელთაგან ალბათ ცოტა იქნება ისეთი, ვისაც ფორუმის მითოლოგია არ წაუკუთხავს და არ იცის როგორ შეიქმნა იგი (ტექნიკური მხარეები), მაგრამ ალბათ არავინ იცის თუ რატომ შეიქმნა სინამდვილეში (სულიერი მხარე :P)…
(ეს მითი თავად მითოლოგიის ავტორის შესახებ არის და მომიტევეთ თუ მასსავით მჭევრმეტყველურად ვერ გადმოვცემ ყველაფერს)

მაშასადამე ამ დღიდან ზუსტად 33 წლით ადრე დაიბადა ტიმი, რათა აღესრულებინა თავისი მისია.
6 წლის შემდეგ დაიბადა პირველი რუ, ციკლონად წოდებული
კიდევ 8 წლის შემდეგ დაიბადა მეორე რუ, ნთვარედ წოდებული
თუმცა მათ ჯერ არაფერი უწყოდნენ
და მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, მათი შეხვედრის შანსი მცირე იყო, ამიტომ ტიმმა დაიწყო მისიის აღსრულება და საჭირო გარემოს მომზადება
ასე შექმნა თბილისის ფორუმი
და ამ ფორუმზე მალევე გამოჩნდა ციკლონი
იმისათვის, რომ თავისთან უფრო ახლოს ყოლოდა და მისია უფრო ადვილად შეესრულებინა, ტიმმა მას უბოძა მოდერობა
ნთვარე არ ჩანდა
კიდევ ერთხელ უბოძა მოდერობა
ის კიდევ არ ჩანდა
ბოლოს უბოძა ხონორარობა სამუდამოდ
და აი გამოჩნდა ნთვარე
ახლა მას უბოძა მოდერობა
რუები კი ხვდებოდნენ ვირტუალურ სამყაროში ერთმანეთს, მაგრამ კატალიზატორის გარეშე რეაქცია არ შედგა
და ტიმმა თქვა: აი დადგა დრო მოქმედებისა
და ამ დღეს შეჰყარა ნადღვები საზოგადოება ერთად
და შეხვდნენ ისინი ერთმანეთს
და მოხდა რეაქცია (აქ ჭექა-ქუხილის ხმა უნდა იყოს :D)
და აღსრულდა ტიმის მისია :ბის:
ასე დაიწყო ყველაფერი

ეხლა ერთი წლის თავზე თქვენ ამ პოსტს კითხულობთ
თუმცა უკვე წაიკითხეთ, ეხლა შეგიძლიათ დაიშალოთ

-რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა დიდ, გემრიელ ვაშლს ჩაკბიჩავ და შიგ ჭიას აღმოაჩენ?
-ის, რომ დიდ, გემრიელ ვაშლს ჩაკბიჩავ და შიგ ნახევარ ჭიას აღმოაჩენ

-და რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა მშვენიერი სულთნურ-ესკიმოსური, ფორთოხლიან-სერიალებიანი დღის მერე კომპთან ჯდები და უამრავი სათარგმნი გაქვს დარჩენილი?
-ის, რომ კომპთან ჯდები და გარდა იმისა, რომ უამრავი სათარგმნი გაქვს დარჩენილი, ჰიგიენას გაგახსენებენ

drug

ხინკალზე გადის yes

ge-eu1

ასე თუ გავაგრძელეთ, მალე წარბების გახვრეტასაც დავიწყებთ 😛

p.s. როგორ მომნატრებია ^^

ვალენტობა

February 14, 2009

“ვალენტობა არის ქიმიური ელემენტის ატომის უნარი წარმოქმნას კოვალენტური ბმების გარკვეული რაოდენობა”

ეს არის ერთერთი გამონაკლისი წესთაგანი, რომელიც დღემდე ზეპირად მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ყოველ ვალენტინობას მახსენდება და ვიმეორებ ხოლმე, გამეორება კი ცოდნის დედაა 😛

თვითონ ვალენტინობას რაც შეეხება, კარგი მიზეზია აღნიშვნისათვის, საჩუქრების ჩუქებისათვის და ა.შ., მაგრამ ამჟამად ჩემმა საჩუქარმა ვალენტინობას ვერ მოუსწრო 😀 ორშაბათამდე შეფუთული უნდა იდოს 😦

სამაგიეროდ ვიღაცის ვიღაცის პანაშვიდზე ვიყავი დღეს :რარომანტიულია:

RU vol.2

February 4, 2009

დღეიდან ახალი რუ მყავს _gif

ახალი ვერსიაა, დააფდეითებული, დააფგრეიდებული, გაუმჯობესებული… _gif

სრულიად ახალი, ჯერ კიდევ შეფუთული და გაუხსნელი _gif

ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ _gif

k5bs1vrxbrust2fznuhff8zg03w1

ბლოგზე თოვა შეწყდა (უკვე რამდენიმე დღეა), საახალწლო განწყობამაც გადამიარა (ეგეც უკვე რამდენიმე დღეა) ოდა დროა ძველ ჰედერს და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე:)

მუშაობა გავაგრძელე, დღეს დილით ადრე ადგომაც მომიწია:D
ნატალიამ დამიბარა თავისთან მორალური მხარდაჭერისთვის. ორკები დაპატიჟა და სათანადოდ ხო უნდა გამასპინძლებოდა:P ცოტა ვიოჯახისქალეთ მოკლედ.

კარგი დღე იყო, მზიანი. თან დიდ ფანჯრებიან ოთახში ვიჯექით საყვარლად, სადაც კარგად შემოდიოდა სინათლე. მართალია ეს სინათლე სითბოს სულაც არ ნიშნავდა, მაგრამ ეგ გარეთ:D შიგნით მშვენივრადაც თბილოდა.. ხოდა გაზაფხული მომენატრა, გარეთაც რო თბილა უკვე და ძალიანაც რო არ ცხელა. კომბოსტოსავით შეფუთული რო აღარ დადიხარ… უF ახალი წლების მერე უკვე მოსაბეზრებელია ზამთარი:(

თუმცა თუ კიდე მოვიდა კარგი თოვლი ან მოვახერხეთ ბაკურიანში წასვლა, ამ ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ :ნეტამოვახერხოთ: 😀

პ.ს. ეს კიდე უკვე ყოფილი ჰედერი 🙂

christmas3

რუმ გაცნობისთანავე გააღვიძა ჩემში მიძინებული რაღაცეები, მაგრამ არც მე დავრჩი ვალში :თუკაია: 😀

პირველად პარიკმახერი გავაღვიძე მასში. თავიდანვე დაადგა თვალი ჩემ თმას და ხან რას უპირებდა, ხან რას. ბოლოს შემაბა და ლეგენდარული თმის შეჭრის პროცესიც შედგა, თან საკმაოდ წარმატებით.
ეს ისე ვახსენე, ეხლა მთავარს ვიტყვი.

დიალოგი:
რუ – ნეტა შემეძლოს ხატვა
მე – ცადე მერე
– არ გამომივა
– ცადე
– არ გამომივა
– რა იცი
– ვიცი
– არ იცი
– ვიცი
– მაინც ცადე

ასეთი დიალოგი ხშირად მეორდებოდა ხოლმე და ბოლოს ცადა. ზამთრის ერთ ყინვიან და თოვლიან დღეს ვიყიდეთ ფანქარი და საშლელი (ფურცლები გვქონდა), წავედით ვაკის პარკში და დაიწყო ხატვა
გამოუვიდა
თან იმაზე უკეთესად, ვიდრე თვითონ მოელოდა და იმაზე უკეთესადაც, ვიდრე მე მოველოდიru1
მერე სახლში გააგრძელა მცდელობები
კიდევ უფრო უკეთესები გამოუვიდა
ავტოპორტრეტებიც დახატა (ჩემი და თავისი)
გამაკვირვა ^^
ჰერამ თქვა ვან გოგ დვა არისო 😀

კიდე აღმოვაჩინეთ, რომ სნაიპერობის ნიჭიც აქვს, კიდე სხვადასხვა ახალი მისწრაფებები, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ეხლა ბევრი უნდა წერო და ხატო რუ

მე კი შეკვეთებს ვიღებ: ვაღვიძებ ნიჭებს შეღავათიან ფასად 😀

SaturdayNightFever

December 27, 2008

dance2;

ბევრი რამის დაწერა მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნებაზე, 25 დეკემბერს სადმე ევროპის ქალაქში მენახა შობა, გუშინდელ დღეზე, ჰერასთან ჩვენ სტუმრობაზე, საჩუქრებზე და ჯადოსნურ ჯემზე მაგრამ რაღაც ისე ვერ გადმოვეცი, როგორც მინდოდა და გადავიფიქრე, ჩემთვის დავიტოვე:)

კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ რუსთან დაკავშირებით:) გუშინ გვანახა. მერე გუშინ ღამე და დღეს დილით გათიშული მქონდა ინტერნეტი, რუმ კიდე გამომიგზავნა მეილზე და ისე მაინტერესებდა, სამედიცინოს ბიბლიოთეკაში წავედი სანახავად:D მაგაზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე და ეგეც ჩემთვის დავიტოვე^^
საშობაო პოსტის მაგივრად გამომივიდა ჩემთვის დატოვებული პოსტი:D

christmas-lights1

მძეგლავთან

November 24, 2008

კოკას სახელოსნოში, ბევრ რკინებში, ბუკის ხმაზე და სვარკის სუნზე

dsc008541

p.s. ჰოთდოგი მაინც ვერ ვჭამე :user:

meow…

October 27, 2008

Giv some mor JAdO liquid from your vessel plz…

am thirsty.

ova da rainbow

October 23, 2008

ma dreem iz to fly

ova da rainbow

so hi

/dance /dance /dance /jump /jump /jump

coz i try to  fly a while so hi

direction’z moon

i try to fly  so hi

direction’z noon

ma dreem iz to fly

ova da rainbow

so hi

/whoooooomp