მსოფლიოსა და ამერიკის სამედიცინო კლასიფიკაციების მამებსა და მესვეურებთან შემომაქვს წინადადება, რომ ICD-11-ში, თუ გნებავთ DSM-V-შიც, ცალკე ნოზოლოგიად შეიტანოთ პტს (პათოლოგიური ტირილის სინდრომი) ან, თუ გნებავთ, პტდ (პათოლოგიური ტირილის დაავადება).
საქმე რომ გაგიმარტივოთ აქვე მეთვითონვე ჩამოვწერ მის სადიაგნოზო კრიტერიუმებს:

1-ტირილი გადაბმულად მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მინიმუმ 2 თანმიმდევრული დღე.
2-შეგრძნება, რომ არ შუძლია გაჩერდეს. მაშინაც კი, როდესაც ცოტა ხნით ჩერდება, შეგრძნება, რომ ეს პაუზა დროებითია და ტირილი ისევ გაგრძელდება.
3-თვალების, ცხვირის, ტუჩების მკვეთრად გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება.
4-ტირილის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავის, თვალებისა და ზედაყბის (კბილებიანად) აუტანელი ტკივილი, ისეთი, რომ თავად ტირილის მიზეზს გავიწყებს.
5-სახეზე და თვალებზე ძლიერი სიმხურვალის შეგრძნება, რასაც ანეიტრალებს ყინულის, სველი კომპრესების გამოყენებით.
6-ღამით ძილის დარღვევები. დაძინების შემთხვევაში მრავალჯერადი გამოღვიძებები.
7-დილით გაღვიძების შემდეგ ქუთუთოების ძლიერი შეშუპება (შესაძლოა უფრო ძლიერი, ვიდრე დაძინებამდე) ჰიპერემიის გარეშე, სიმძიმის შეგრძნება თვალებში.
8-გაღიზიანებადობა, განსაკუთრებით აღიზიანებს ზედმეტი ყურადღება, “რა გჭირს” ტიპის შეკითხვები, ერიდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.
9-მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა შემნიღბავი საშუალებების არაადექვატური გამოყენება.
10-შედეგები სახეზეა ტირილის დასრულებიდან ან გაღვიძებიდან მინიმუმ 3-4 საათის განმავლობაში.

დამატებით შეიძლება აღინიშნებოდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკა-ტაქიკარდია, უსიამოვნო შეგრძნება გულისა და ეპიგასტრიუმის არეში. ტირილის შემდგომი აპათია, ძალის გამოლევა და ა.შ.

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
* ჩვეულებრივ ტირილთან, რომელიც არ გრძელდება ამდენი ხანი, მისი შედეგები არ არის ასე მკვეთრად გამოხატული და ქრება მალევე.
* თავის, თვალების ან ზედაყბის ტკივილის გამო გამოწვეულ ტირილთან (აქ ტირილი იწვევს ტკივილს).
* მარიაჟობის, ხამობის ან სხვა მიზეზების გამო გამოწვეულ მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა საშუალებების არაადექვატურ გამოყენებასთან.

კრიტერიუმები დადგინდა ერთ პიროვნებაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად. ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევების ჩატარება და კლასიფიკაციის სისტემაში დაავადების ზუსტი ადგილისა და კოდის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

Fღანგული

September 25, 2009

დიპლომი უკვე მაქვს, სწავლა ეხლა დავიწყე 😀 ოღონდ ამჯერად სერიოზულად და დიდი ენთუზიაზმით. პირველი გაკვეთილი უკვე მქონდა დიუმას ცენტრში, საკმაოდ მომეწონა გარემოც და მასწავლებელიც. გული მიგრძნობს კარგად ვისწავლი 😀 ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ.

კიდევ გასაკეთებელი საქმეების რიგში დგას სამედიცინოზე ნორმალურად სწავლა, გინეკოლოგიის-კარგად.
კიდევ აღნიშნულ საგანზე რომელიმე კლინიკაში სიარული და თემის დამუშავება კონფერენციებისთვის.

და პროგრამა მაქსიმუმი-ზაფხულში სტუდენტურ სტაჟირებაზე წასვლა საფრანგეთში.
აი ეს ბოლო ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ აქაც მაქსიმუმს გავაკეთებ.

მოკლედ პატარა თუ-დუ ლისთი გამომივიდა 😀
მერე რა, ბევრი ახალი წლის მოსვლისას წერს ხოლმე გასაკეთებელი საქმეების სიას, მე ახალი სასწავლო წლის მოსვლისას დავწერე. იქნებ აქ დაწერის მერე უფრო შევასრულო 😀

სხვა

September 16, 2009

იმ ფენომენზე მინდა დავწერო, შარვლის საყიდლად რომ გახვალ და სულ მაიკებს უყურებ და მოგწონს, არადა მაიკის საყიდლად რომ ყოფილიყავი გამოსული, კაბებზე დაგრჩებოდა თვალები… და საბოლოოდ სულ სხვა რამეს ყიდულობ : (
ტანსაცმელი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, ბევრ რამეში ვარ ეგრე.
განსაკუთრებით მომავალ რეზიდენტურასთან დაკავშირებით.
სულ მგონია, რომ “სხვა” უფრო კარგი იქნება, “სხვაგან” უფრო კარგი პირობებია.
ამიტომ მუდმივად მივედ-მოვედები ათას რამეს. იმედია ბოლოს სწორ ადგილას გავჩერდები.. : (

უკანასკნელ პერიოდში აღმოვაჩინე:

  • ავტობუსში დაჯდომისა და დაწოლის ათასი სხვადასხვა პოზა როგორც ერთ, ისე ორ სკამზე.
  • სკოჩის ათასი სხვადასხვა დანიშნულება და მისი გამოყენების ამდენივე მეთოდი.
  • უცხოელთან ხელებითა და ფეხებით საუბრის ათასი ხერხი, როცა ერთმანეთის ენა არ იცით.
  • რომ ქირურგობა არც ისე ბუა ყოფილა და ხანდახან საინტერესო და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს.
  • რომ ოპერაციის ყურებისას უფრო იღლები, ვიდრე კეთებისას
  • რომ “გლორია ჯინსი” შარვლების კიარა, ყავის ბრენდია 😀
  • რომ ძალიან მომწონს უცხო ქვეყანაში ყოფნა როგორც ტურისტის, ისე სტუდენტის სტატუსით.
  • რომ გაგანია ზაფხულში შეიძლება შეგცივდეს და გაიყინო კიდეც.
  • რომ როცა აქციები არ არის, არც ისე ცხელა, არც ისე ბევრი ხალხი და მანქანებია და ხეებიც ისეა გაფოთლილი, რომ სახლთა უმეტესობას ფარავს, თბილისი ნორმალურ ქალაქს ემსგავსება.
  • რომ უმობილუროდ და უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება (ოღონდ ცოტა ხნით).
  • დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია, არ მეწერინებოდა.
  • პირველ ივნისს ისევ მზიურში ვიყავი, ისევ ყვითელი მაიკა მეცვა და მზეებს ვხატავდი.
  • mar

  • პედიატრიას გავდივარ ისევ. ვნახე უამრავი დაავადებული ბავშვი, მოვისმინე უამრავი ტირილი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს გავხდები პედიატრი.
  • სამაგიეროდ ვნახე აგრეთვე ორი ქალი, რომელთა შემყურე მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეიძლება კარგი და წარმატებული ექიმი გახდე.
  • სწავლა სამშაბათს მიმთავრდება, მერე ორი გამოცდა მაქვს და მეოთხე კურსს დავამთავრებ (მეხუთე და მეექვსე ჯერ წინაა).
  • ზაფხულში თურქეთში მივდივართ მე და ნატალია სამი კვირით (ოღონდ სადმე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში კიარა, საავადმყოფოში).
  • მორიგეობებზე ისევ დავდივარ.
  • ისევ ვთარგმნი, ხელფასს ისევ არ მაძლევენ.
  • ერთერთი ჯანმედელი თანაფორუმელის დასახმარებლად ანგარიში გავხსენით და ძვირადღირებული გამოკვლევებისთვის ფულს ვუგროვებთ, ოღონდ ჯერ თვითონ არ იცის (იმედია ჩემ ბლოგს არ კითხულობს, ან თუ კითხულობს, ვერ მიხვდება).
  • Fეისბუქზე დავრეგისტრირდი.
  • უკვე საკმაოდ დაცხა, მაგრამ საღამოობით ხშირად წვიმს. დღეს საღამოს ძლიერი ქარი, წვიმა, ელვა და ჭექა-ქუხილი იყო (ჭექა-ქუხილი და წვიმა მიყვარს, ქარი არა).
  • მეტი მგონი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. თუ არ მახსენდება, ე.ი. არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. ესეც პატარა ლოგიკური დასკვნა 😀

ეს სათაური ირონიულად ან გადატანითი მნიშვნელობით არ დამირქმევია, თურმე საავადმყოფოში, ასაკოვან ადამიანებშიც შეიძლება რომანტიკის აღმოჩენა და გაცილებით უფრო მეტის, ვიდრე რომელიმე ბანალურ რომანტიულ ადგილას, რაც არ უნდა კარგი ახალგაზრდა წყვილი იყოს იქ. ალბათ უფრო ბუნებრივია ადრეულ ასაკში სიყვარული, ისინი ხომ ასეთი “სრულყოფილები” არიან ერთმანეთის თვალში, ისეთი ლამაზები, ისეთი კარგები. მაგრამ ზოგისთვის საკმარისია მისმა საოცნებო ადამიანმა ეს გამოგონილი სრულყოფილება დაკარგოს, მისი თანდასწრებით ხინკალი შეჭამოს, გააკუოს, და ამის გამო შეიძლება გადაუყვარდეს.
სულ სხვაა, როცა ასაკოვანი ადამიანი ავადმყოფ მეუღლეს უვლის, ისედაც უკვე დროის მიერ საკმაოდ შეცვლილს კიდე ტაშტებს აწოდებს ღებინების დროს ან სუდნოს უცვლის და მიუხედავად მთელი ამ არაესთეტიურობისა, სიყვარულით უყურებს და ამხნევებს და გული უსკდება მონიტორის ყოველ დაწრიპინებაზე, ან როცა ინფარქტიან კაცსა და მის ცოლს ორსაწოლიან პალატაში ერთ საწოლში სძინავთ, ან როცა ავადმყოფი გეუბნებათ, რომ მისთვის უკვე სულერთია გამოჯანმრთელდება თუ არა, რადგან მისი ცოლი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და რაც მალე წავა მასთან, მით უკეთესი. ყველა ასე არ არის რათქმაუნდა, ზოგი სულ მარტო წევს ხოლმე, ან მნახველები ხანდახან გამოუვლიან, მაგრამ ყველა “რომანტიული” შემთხვევა კარგად მახსოვს და მიხარია, რომ ასეც ხდება ხოლმე 🙂

ესეც ლინკი პო წემუ: არაფერია მუდმივი, მითუმეტეს სილამაზე. იხ.თემა

11032009015
:ძილ: :ძილ: -_-

დიახ, გუშინ პირველად გავატარე მთელი ღამე საავადმყოფოში ^^ კარდიოლოგიურ განყოფილებაში.
ოთხნი ვიყავით ჩვენი ჯგუფიდან. როგორც თქვეს, მანამდე უფრო კარგ და ყურადღებიან ექიმებთან იყვნენ, ეხლა უფრო ჩვენთვის ვიყავით, მაგრამ მაინც კარგი იყო 🙂
მომწონს საავადმყოფოს სიტუაცია, განსაკუთრებით ღამით ^^
შემოვლაზეც გაგვიშვეს, დავიარეთ პაციენტები, წნევები, პულსები დავზომეთ, ერთიორს გულზე და ფილტვებზეც მოვუსმინეთ, ველაპარაკეთ, გამოვკითხეთ, ისტორიები წავიკითხეთ, კარდიოგრამები გავარჩიეთ. კორონაროგრაფიას და სტენტირებასაც დავესწარით… თან ბევრი პაციენტები იყვნენ, თავისუფალი ადგილი არ ჰქონდათ არც ინტენსიურში, არც პალატებში. და დავქროდით ფონენდოსკოპებით 😛
მერე ვინაიდან ყველა პალატა დაკავებული იყო, ექოსკოპიის კაბინეტში გაგვიშვეს ჩვენი ბარგიანად, წადით დაიძინეთო 😛 იქ ცოტა ვიქეიფეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და ჩექმებიან-ხალათებიანა მიგვეძინა გამოსაკვლევ საწოლებზე 😀
მშვენიერი ოთახი იყო, სკამებით, საწოლებით, მაგიდებით, ონკანით და რაც მთავარია სითბოთი. და კიდევ უფრო მთავარია ლექციაზე წასასვლელად დილით ჩაცმა-გამზადება, გამოსვლა, ტრანსპორტში ჯაყჯაყი და სირბილი არ გიწევს. გახვალ იქვე მეორე ოთახში 😀
უF კიდე მინდა 😀

crossroadექიმობა რო მინდოდა, ეგ ორი წლიდან ვიცოდი, მაგრამ ზუსტად რა და სად-ეგ არა. კარგა ხანი უბრალოდ მივყვებოდი დინებას, ყველაფერს მივედ-მოვედებოდი. ეხლა კი მგონი ვიპოვე ჩემი მიმართულება.

ნუ მთლად ეხლა არა, დაახლოებით ერთი წელია დავიწყე მაგაზე ფიქრი, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ინტენსიურად ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები :ყეს:

როგორც გარდიანმა თქვა, რაღაც მხრივ ცუდიც არის როცა ერთ რამეზე ხარ ჩაციკლული, სხვებს ყურადღებას ნაკლებად აქცევ და შეიძლება ძალიან საინტერესო და უკეთესი რამე გამოგრჩეს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. გაურკვევლობას ვერ ვიტან, მითუმეტეს საკუთარ თავში. როცა ვიცი რა მინდა, შემიძლია მშვიდად და ნელნელა ვიარო მიზნისკენ

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება
მაგრამ მაინც
აი ჩუზ –> Reproductology.fr

myFrenchDream

February 26, 2009

ერთი ამერიკული ოცნება მქონდა…
დაახლოებით შარშანწინ ამ დროს ნელნელა ამეკვიატა და საკმაოდ ინტენსიურადაც, თუმცა დაახლოებით შარშან ამ დროს ასევე ნელნელა გადამეკვიატა…
თუმცა ის არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს და მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას და გარემოს ელოდება გააქტივებისთვის 😀 (რემისიის პერიოდი აქვს, ან არახელსაწრელ პირობებშია და სპორა წარმოქმნა :D)

ეხლა ფრანგული ოცნება გამიჩნდა.
ამანაც თავიდან ბოლომდე მომიცვა და შემაშფოთა, თუმცა ესეც საკმაოდ გრძელვადიანია და იმედია დროთა განმავლობაში კიდე არ დამეკარგება ეს ენთუზიაზმი 😦
ყოველ შემთხვევაში, თავს უფლებას ვეღარ მივცემ ისევე გულგრილად მოვეკიდო და ისევ არაფერი გავაკეთო მისი ასრულებისთვის, როგორც წინაზე ვქენი…
ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, ისევ 24 საათი და ყველასთან ამაზე ვილაპარაკო, ამას ვიზამ, იმას ვიზამ… როცა ასე ვიქცევი, ვეღარასოდეს ვაკეთებ მერე… ჯობია ჯერ გააკეთო და მერე ილაპარაკო…

ამიტომ მოვრჩები ამაზე ლაპარაკს, ჯუსტ ორნახევარი წლის მერე არსებულ ჩემ თავს ვეტყვი, ახლანდელ მარიკას ძალიან ეწყინებოდა თუ გაიგებდა, რომ შენი დიადი გეგმები არ შეასრულე… ამიტომ ძალიან ეცადე!

Wannabe

February 23, 2009

1doc

ლიბრარყ

February 11, 2009

დღეს მთელი დღე ლიბრარყში ვიჯექი.
სამუშაო დამიგროვდა თავზესაყრელი და იქაური კომპიუტერები ასეთ დროს მისწრებაა. ჯერ ერთი, უფრო დიდი და კარგი ეკრანები აქვთ, თან თითქმის ყველა საიტი დაბლოკილია, რის გამოც ვერ ვცდები ხოლმე და იძულებული ვარ საქმე ვაკეთო 😀
თუმცა მთლად ასე იდეალურადაც არაა საქმე…
მიუხედავად ყველაფერდაბლოკილობისა, ზოგიერთი ძალიან მონდმებული ბიჭი მაინც ახერხებს “რუს ნაშებთან” ჩეთაობას, თან კოლექტიურად და თან ხმამაღლა, ყველას გასაგონად და მაქვს ბედნიერება მოვისმინო “ია სტოლბა-ტი სტოლბა” ტიპის ფრაზები 😀
იმის მოსმენაც შეიძლება, როგორი იყო გასვენება, რომელსაც წინა დღით ბიბლიოთეკარი ესწრებოდა და როგორი ჭაღები იყო იმ რესტორანში, სადაც ამ გასვენების მერე წავიდნენ 😀
კიდევ, თუ ძალიან ბოლოში დაჯდები, ტვინს აგიფეთქებს რაღაცის ბღუილი, არ ვიცი რისი.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იქ უფრო კარგად ვმუშაობ, განსაკუთრებით პიკისსაათების გავლის შემდეგ, სიწყნარე რომ დგება და ხანდახან მინდა 7 საათზე კიარა, უფრო გვიან იკეტებოდნენ. იმუშავებ, იმუშავებ, იმუშავებ, გახვალ უნიკორში, მოიმარაგებ შოკოლადებს, კიდე იმუშავებ, იმუშავებ, იმუშავებ… სანამ ტვინი არ აგიდუღდება…
მერე რომ გამოდიხარ, დაცარიელებული ლიბრარყ, დაცარიელებული ფოიე, მიყვარს სიწყნარე რომ არის ხოლმე…
და მერე სახლში რო მოდიხარ რა მაგარი გრძნობაა 😀 ადუღებულტვინიანი სუფთა ჰაერზე რო გამოხვალ, თავს ვალმოხდილად რომ გრძნობ მიუხედავად იმისა, რომ კიდე უამრავი საქმე დაგრჩა… მაგრამ მერე რა, ამ დარჩენილს ხვალ გააკეთებ, სად წავა ლიბრარყ

პ.ს. ქვემოთ იშვიათადღა ჩავდივარ ხოლმე. ეგ იმიტომ, რომ ყველა წიგნი, რაც კი მჭირდება (და რაც არ მჭირდება ისინიც) კომპში მაქვს… წელს სულ ერთიორჯერ ვიყავი, არადა შარშან სულ იქ ვეგდე 😀 მაინც მიყვარს იქაურობა თავის წიგნებიან-ბიბლიოთეკარებიანად (დაჟე :D)

:ადუღებულიტვინითდაწერილიპოსტი:

სასწრაფო ყველასთვის უფასოა
მხოლოდ სტუდენტებისთვისაა ფასიანი
თუ მუშაობა გინდა, აქეთ უნდა უხადო ფული, თვეში 100 ლარი
თურმე :მო:

მინდა ეს ოხერი ელემენტარული პრაქტიკა, ელემენტარული ჩვევები, პაციენტთან მუშაობის გამოცდილება
მინდა თავი ექიმად თუარა, სამედიცინოს სტუდენტად მაინც ვიგრძნო.
ონკოლოგიურში ის ორი კვირა ძალიან კარგი იყო, ბევრი რამე ვნახეთ, პაციენტებიც, ოპერაციებიც.. დანგრეული 8 სართულის მიუხედავად ის ერთი მეცხრე სართული რაღაც გვირაბის ბოლოს სინათლესავით იყო…
სტუდენტებივით გვექცეოდნენ, თეთრი ხალათებით დავდიოდით…
ეხლაც გავრეცხე და გავაუთოვე თეთრი ხალათი, ორშაბათიდან სწავლა გვეწყება. მაგრამ სწავლის გარდა პრაქტიკაც მინდა კიდე : (
სასწრაფო ამისთვის ერთერთი საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მრავალფეროვნებაა, ბევრ რამეს ნახავ და სწრაფად მოქმედებას მიეჩვევი..
მაგრამ ეგრე სადააო, ფული უნდა გადაიხადოთო…
სხვა რამეს მოვიფიქრებ, არაუშავს :მო:

თავკისერი

January 26, 2009

ჯერ არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებები მარტო პირველი დღის შემდეგ რჩება და ამის არაღნიშვნა არ შეიძლება 😛

ჯერ ონკოლოგიურამდე ავედით, მერე იქ მეცხრე სართულამდე, მოკლედ თბილისის მწვერვალზე აღმოვჩნდით ფაქტიურად.

იქაური ხედები ცალკე თემაა და ერთიორი სიტყვა უნდა ვთქვა. გზაში უამრავი გაურკვეველი წარმოშობის ბეტონის კონსტრუქცია ხო არის, მაგრამ მაგას კიდე აიტან, იტყვი ქალაქისგან მოშორებითააო, მაგრამ ზემოდან რომ გადმოიხედავ, მთელი ქალაქი ეგეთია… ბეტონიანი, ნაცრისფერი და კუთხოვანი:(

თვითონ იქაურობას რაც შეეხება, შესასვლელში მართლა ციოდა და მართლა იდგა რაღაც საჭმლის სუნი, რომელიც გვიწინასწარმეტყველეს 😀
ძალიან მოგვეწონა წარწერა “ჯანმრთელობა”, რომლის ქვეშაც ისარი ეხატა. ეს ისარი რას ნიშნავდა ვერ გეტყვით, ალბათ ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, იმ მიმართულებით უნდა ეძიოს 😀
არ ვიცი შეიძლება ცუდი იუმორია, მაგრამ ასევე ძალიან გამეცინა სამლოცველო კუთხეებზე, რომლებიც მრავლად იყო :უსერ: “ტალახის აბაზანები” გამახსენდა :უსერ: :უსერ:

ბოლოს ავედით მეცხრე სართულზე, სადაც ფრიად კარგი სიტუაცია დაგვხვდა. ხალათები ჩავიცვით, ნორმალურ და თბილ კაბინეტში შევედით, ძალიან კარგ და ჭკვიან კაცთან.
ქირურგიის ნათარგმნი ოთხი თავიდან ერთი იყო “ონკოლოგია”, ერთი “თავი და კისერი”, ოდა ონკოლოგიურის თავისა და კისრის განყოფილებაში მოვხვდით 😀
უამრავი პაციენტი ვნახეთ, რომლებიც არ ილეოდნენ, ერთი გადიოდა, მეორე შემოდიოდა… ორ ოპერაციასაც დავესწარით. ძალიან საინტერესო იყო, საოპერაციოც-კარგი, ის კაციც გვიხსნიდა რაღაცეებს. ხვალ სამი ოპერაცია იქნება, სხვა განყოფილებებსაც დაგვათვალიერებინებენ (სარძევე ჯირკვალიც ვთარგმნე :P). მოკლედ ლამის გულიც კი დამწყდა ქირურგობა რო არ მინდა 😀

მაგრამ ერთერთი მიზეზი რის გამოც არ მინდა, ისაა, რომ ფეხზე დიდხანს დგომა საშინლად არ მიყვარს, მალე მტკივდება ხოლმე წელი 😦 ამ ორი ოპერაციის განმავლობაშიც საკმაოდ დავიღალე. მაინც კარგ ხასიათზე დავდექი და კმაყოფილი დავრჩი 🙂 ნეტა სხვა საგნებშიც ეგრე ყოფილიყო

post-43-11784719791

ხვალიდან ონკოლოგიურში უნდა ვიარო ორი კვირა “კლინიკურ პრაქტიკებზე”. ზუსტად რა იგულისხმება ამაში არ ვიცი, ანუ არ ვიცი დღეში რამდენი ხანი უნდა ვიყოთ იქ, რა უნდა ვაკეთოთ და ა.შ. მაგრამ მაინც ინტერესით ველოდები.

ვცდილობ კარგი განწყობით მივიდე : ) დღეს ხალათი გავამზადე, გავრეცხე, გავაუთოვე. ძალიან მიყვარს თეთრი ხალათი და მისი გაუთოვება ^^ თუმცა ისიც არ ვიცი ხალათით უნდა ვიაროთ, ფორმით თუ შუბებით.

რაც არ უნდა იყოს, პირველი კლინიკური პრაქტიკა იქნება და ბევრი რამე იქნება ამაზე დამოკიდებული. უფრო ჩემ თავში გარკვევის მხრივ. ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც.. : )

ვნახოთ ორი კვირის მერე რა განწყობით და შთაბეჭდილებებით ვიქნები და რას დავწერ ბლოგზე… ყველაზე მეტად თვითონ მე მაინტერესებს : )