მაშინ შენ უნდა მიხვიდე განწყობასთან…

ძიახ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ^^

წინა დღეებში საშინლად არასაახალწლო და არასადღესასწაულო განწყობა მქონდა და ალბათ ამ წელს ხვრინვით შევხვდებოდი, ან მაშხლების ბათქა-ბუთქის გამო ვიბუზღუნებდი ნეტა რა უხარიათთქო, რომ არ მცოდნოდა, რომ ჰერასთან უნდა წავსულიყავით და აღგვენიშნა.

და კიდე კარგი წავედით და აღვნიშნეთ ^^

წელს საუკეთესო ახალი წელი მქონდა. უფრო სწორად, გვქონდა ^^ იმის დაწვილებით აღწერას არ დავიწყებ, თუ რა ბედნიერი იყო ჰერა და როგორ გადმოგვდო ჩვენც, რა ლამაზი სუფრა იყო, როგორ გახსნა შამპნური რუმ, როგორ ვიცეკვეთ სპაის გერლზის სიმღერებზე, როგორ მივეყარეთ დილისკენ, რამდენი სურათი გადავიღეთ… უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, ძალიან კარგი იყო ^^

სურათებს რო მოგვაწვდის ჰერა, შეიძლება დავდო ერთიორი : D

იმედია ისეთივე კარგი წელი იქნება, როგორიც დასაწყისი იყო : )

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დილამშვიდობისა და ძილინებისა ^^

შობა

December 27, 2009

წელს ძალიან კარგი 25 დეკემბერი იყო. შარშანაც არ იყო ცუდი, მაგრამ წლევანდელი ჯობდა. ისევ ჰერასთან ავღნიშნეთ, თუმცა ამჯერად წინასწარ დაგეგმილად და უფრო ბევრნიც ვიყავით. საჩუქრების მოფიქრება-ყიდვის პროცესში რუმ დიდი მონაწილეობა მიიღო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნაკლებ სასიამოვნო იყო, ვიდრე თვითონ შობის საღამო ^^ მე ძალიან ლამაზი და თბილი ფუმფულა შარფი, ფერადი ფანქრები, მთვარის ფორმის საყურეები და ნაძვისხეზე ჩამოსაკიდებელი დათუნია მაჩუქეს. გამიხარდა ყველა )) საერთო ჯამში ძალიან ძალიან თბილი, გულისარევამდე ტკბილი (მნიამ), სიცილიანი, სიყვარულიანი, ჩილიმიანი, გაბოლილი და გაბრუებული საღამო იყო ^^

ზამთარში

December 5, 2009

მიყვარს:

ზამთრის ფერები და სიმყუდროვე;
თოვის პროცესი და თოვლი-ოღონდ ბევრი;
სიცივე-როცა მე თბილად ვარ;
ბუხარი-რომელიც ჯერჯერობით არ მაქვს;
შობა და ახალი წელი-თავისი განწყობით, გაფორმებებით, განათებებით, საჩუქრებით, ახალი გეგმებით და ყველაფრით;
პატარა არდადეგები;
ცხელი ჩაი და ცხელი აბაზანა;
რუსთან ჩახუტება.

არ მიყვარს:

სიცივე-როცა მე მცივა;
თოვლ-ჭყაპი და თოვლის დნობის პროცესი;
ბევრი ტანსაცმელი და კომბოსტოსავით შეფუთული სიარული;
პატარ-პატარა ასაფეთქებლები;
დილით ადრე ადგომა და გარეთ გასვლა;
ადრე დაღამება;
გამომშრალი კანი;
გაზაფხულის ლოდინის პროცესი.

პ.ს. კიდე მიყვარს ბლოგზე თოვლის წამოსვლა და ჰედერის შეცვლა ^^
გამოდის, რომ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე არ მიყვარს 😀

ბლოგზე თოვა შეწყდა (უკვე რამდენიმე დღეა), საახალწლო განწყობამაც გადამიარა (ეგეც უკვე რამდენიმე დღეა) ოდა დროა ძველ ჰედერს და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე:)

მუშაობა გავაგრძელე, დღეს დილით ადრე ადგომაც მომიწია:D
ნატალიამ დამიბარა თავისთან მორალური მხარდაჭერისთვის. ორკები დაპატიჟა და სათანადოდ ხო უნდა გამასპინძლებოდა:P ცოტა ვიოჯახისქალეთ მოკლედ.

კარგი დღე იყო, მზიანი. თან დიდ ფანჯრებიან ოთახში ვიჯექით საყვარლად, სადაც კარგად შემოდიოდა სინათლე. მართალია ეს სინათლე სითბოს სულაც არ ნიშნავდა, მაგრამ ეგ გარეთ:D შიგნით მშვენივრადაც თბილოდა.. ხოდა გაზაფხული მომენატრა, გარეთაც რო თბილა უკვე და ძალიანაც რო არ ცხელა. კომბოსტოსავით შეფუთული რო აღარ დადიხარ… უF ახალი წლების მერე უკვე მოსაბეზრებელია ზამთარი:(

თუმცა თუ კიდე მოვიდა კარგი თოვლი ან მოვახერხეთ ბაკურიანში წასვლა, ამ ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ :ნეტამოვახერხოთ: 😀

პ.ს. ეს კიდე უკვე ყოფილი ჰედერი 🙂

christmas3

WinterWindoW

January 4, 2009

200806160035483პატარაობიდან გამომყვა ჩვევა

ზამთრის დაორთქლილ ფანჯრებზე სხვადასხვა ფიგურების ხატვა : )

თან ჩემ სახლში ბევრი ფანჯრებია :ევილ:

. . .
p.s. ისევ თოვს

უკვე 2009 წელია, ყველას გილოცავთ (თუმცა არის თუ არა მოსალოცი ახალი წლები, დაბადების დღეები და ზოგადად ის, რომ დრო ასე სწრაფად გადის, შეიძლება ცოტა სადავო საკითხი იყოს)(რა დროს ფილოსოფოსობაა).

შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ახალი წელი იყო:) ყველაზე კარგი, ყველაზე სიყვარულიანი და თოვლიან-მზიანი… მთლიანად წელიც.

ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე: 2008 წელს ბევრი რამე მოხდა, თუმცა მთავარი (კარგი) ისაა, რომ რუ გავიცანი და მუშაობა დავიწყე. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია (მათ შორის მთელი ამ ზაფხულის ნერვიულობებიც).

ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე: ეს დღეები ინტერნეტი არ მქონდა, თორე ალბათ უფრო დაწვრილებით დავწერდი ჩემი წინასაახალწლო მზადების შესახებ. განწყობა ძალიან კარგი მქონდა. ჯერ ეს განათებულ-გაბდღვიალებული ქალაქი, მერე ორდღიანი საახალწლო შოპინგი, ნაძვისხის მორთვა, სახლში ფუსფუსი და ბოლოს ამ ყველაფრის თოვლით დაგვირგვინება…იF,იF…

ახალ წელს: მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარემოება თითქმის იდეალურად იყო, დღის განმავლობაში მაინც რაღაც უაზრო ხასიათზე ვიყავი. ისეთზე, რომ 12 საათამდე სიამოვნებით დავწვებოდი და დავიძინებდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო. თუმცა ასეარ მოვიქეცი, პატიოსნად შევხვდი ახალ წელს სახლში, მაშხალებიც ვისროლე, სუფრასთანაც დავჯექი, ერთი ჭიქა ღვინოც დავლიე, უამრავი მილცვაც მივიღ-გავაგზავნე და ბოლოს რუსთან ერთად ჰერასთანაც წავედი.

იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც წარმომედგინა, ძალიან საახალწლოდ, ლამაზად და მყუდროდ. თვითონ ჰერაც კი ნაძვისხის ფერებში იყო. კიდე ერთი ნათია გავიცანით და მშვენივრად ვიმუსაიფეთ. ერთი ჭიქა შამპანურიც დავლიე და ჩართული მუსიკის ფონზე ისე რაღაცნაირად მოვითენთე, კინაღამ რუს კალთაში ჩამეძინა და მოუწევდა მერე სახლში ჩემი ხელით მოტანა:D. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ამის გამო ადრე წამოვედი, თუმცა მაინც ძალიან კარგი იყო ყველაფერი და ძალიან მიყვარხართ

ვნახოთ როგორი იქნება 2009, იმედია კიდევ უფრო უკეთესი:)

szj155169

დღეს დილით რვის ნახევარზე გამეღვიძა. ვიფიქრე, ძლივს არდადეგები მაქვს, ასე ადრე რამ გამაღვიძათქო და შევეცადე გამეგრძელებინა ძილი, მაგრამ არ გამომივიდა. ვიწექი ასე თვალდახუჭული, მერე მომბეზრდა და ავდექი.

ისეთი დილაა, მზიანი, ზამთრისთვის არც ისე ცივი, კარგ ხასიათზე რო დაგაყენებს ^^ თავს მხნედ და freshად რო გაგრძნობინებს, ვარჯიშსაც მოგანდომებს, საუზმობასაც და ყველაფერს, რასაც ნორმალური ადამიანი დილით უნდა აკეთებდეს.

როცა მინდა ხოლმე, მაშინ არ გამომდის. დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ გამომივიდა.
ხოდა ღუდ მორნინგ ევრივან ^^

ბევრი რამის დაწერა მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნებაზე, 25 დეკემბერს სადმე ევროპის ქალაქში მენახა შობა, გუშინდელ დღეზე, ჰერასთან ჩვენ სტუმრობაზე, საჩუქრებზე და ჯადოსნურ ჯემზე მაგრამ რაღაც ისე ვერ გადმოვეცი, როგორც მინდოდა და გადავიფიქრე, ჩემთვის დავიტოვე:)

კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ რუსთან დაკავშირებით:) გუშინ გვანახა. მერე გუშინ ღამე და დღეს დილით გათიშული მქონდა ინტერნეტი, რუმ კიდე გამომიგზავნა მეილზე და ისე მაინტერესებდა, სამედიცინოს ბიბლიოთეკაში წავედი სანახავად:D მაგაზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე და ეგეც ჩემთვის დავიტოვე^^
საშობაო პოსტის მაგივრად გამომივიდა ჩემთვის დატოვებული პოსტი:D

christmas-lights1

პენსიონერა

December 15, 2008

დღეს დილით რომ გავიღვიძე, პირველი, რაც გვიფიქრე იყო: ¨ისევ დამაგვიანდა¨
პირველი, რაც გავაკეთე-მობილურს დავხედე… სულაც არ მაგვიანდებოდა, დაჟე ადრე გავიღვიძე, მგრამ საათის გარდა იქ დამხვდა ნატალიას მესიჯი: ¨მააარჩეეგ, თოვს გარეთ..ააა..¨
მხოლოდ ამის შემდეგ გვიხედე ფანჯარში და იმხელა ვიკივლე, სახლში ყველა გავაღვიძე 😀
იმის მაგირდ, რომ აუჩქარებლად გავმზადებულიყავი და წვსულიყავი ლექციაზე, ჯერ კიდევ თბილ საწოლს მივუბრუნდი…

პენსიოერულ ხასიათზე დავდექი

აი ისეთზე, ბებიები რომ დაჯდებიან ხოლმე ძველებურ სარწეველა სავარძლებში, ფეხებს ბუხარს მიფიცხეენ, ფანჯარაში თოვას უყურებენ, თან მუხლებზე საქსოვი უდევთ, ხელში ჩხირები, მხრებზე შალი აქვთ შემოხვეული და მეცხრე ჭიქა ჩაის ადუღებს ელოდებიან 😀

წავალ ეხლა, ზოგიერთ პუნქტს შევასრულებ

dsc_0049

მართალია ისეთი თბილი დღე იყო, ნამდვილად არ გეგონებოდა თავი ზამთარში, მაგრამ მაინც დაიწყო

პირველივე დღეს დერმატოლოგიაში გამოცდა ფრიად წარმატებით ჩავაბარე და იმედია ასევე წარმატებულად გაგრძელდება მთელი ზამთარი… მარტო გამოცდებს არ ვგულისხმობ, ზოგადად…:)
პირველ რიგში, იმედია კარგი თოვლი მოვა და ისეთი ახალი წელი მექნება, მე რომ მინდა

საახალწლო განწყობა ნელნელა შემოდის… მაღაზიებიდან, რეკლამებიდან, ქუჩიდან… ჯერ ცოტ-ცოტაა, მაგრამ მალე ყველაფერს მოედება.
სხვათაშორის წელს პირველი საახალწლო (უფრო სწორად საშობაო) შინაარსის ტექსტები და სურათები ინტერნეტ-მაღაზიების პირველ გვერდებზე შემომეფეთა, სადაც აქტიურად არეკლამებენ თავიანთ პროდუქციას, როგორც პოტენციურ საახალწლო საჩუქრებს და მეც ნელნელა დავიწყე ამაზე ფიქრი.

თუმცა ახალ წლამდე მთელი ერთი თვეა და მანამდე უამრავი საქმე მაქვს კიდე გასაკეთებელი… ეხლა წავედი, იმათ მივხედო…