2010

December 30, 2010

ბლოგზე დიდი ხანია აღარ ვწერ, მაგრამ წლის ბოლოს ერთი შემაჯამებელი პოსტი მაინც მინდა. 2010 წელი ამას ნამდვილად იმსახურებს

ახალი წელი კი გადასარევად დაიწყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი საინტერესო გაგრძელება ექნებოდა

ყველაზე მშფოთვარე, დიდი ცვლილებების მომტანი, შთაბეჭდილებებით და “იქსფერიენსებით” აღსავსე, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე ფრანგული წელი გამოვიდა ^^

ცუდიც ბლომად იყო და კარგიც, მაგრამ ყველაფერი-უკიდურესად. არაფერი საშუალო.

მთელი ამ დაღმასვლების და აღმასვლების შედეგად იმდენი ემოცია მივიღე, იმდენად “ჩავუღრმავდი” (არასწორი სიტყვაა, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე:D), თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რაღაცნაირად ჰომეოსტაზში მოვედი საკუთარ თავთან და გარემოსთან მგონი.

მგონი ამერიკელები მართლები არიან, სრულწლოვნების ასაკად 21 წელს რომ მიიჩნევენ. ან ჩემს შემთხვევაში დაემთხვა ასე ზუსტად. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მე ამ ასაკის დასასრულს ვიგრძენი ერთბაშად, რომ აი ემ ბიქამინგ ედალთ. ენდ ზის იზ სოუ ინთერესთინგ ^^

იყო მომენტები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება და ხანდახან მე თვითონვე არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ისეთი მომენტები, სიბერეში რომ გაიხსენებ, გაიღიმებ და იტყვი, ტყუილად არ მიცხოვრიაო : )

ხოდა მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო.
მეგობრებს, ძალიან ახლობლებს და ძვირფასებს, საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩენილებს, ეპიზოდური როლის შემსრულებლებს და ირიბი კავშირის მქონეებსაც

ლავ იუ ოლლ, იუ მეიდ მაი იარ

Advertisements

3 Responses to “2010”

  1. Kate said

    ძალიან მიხარია, რომ ასეთი ემოციურად დატვირთული წელი გქონდა და გისურვებდი, რომ 2011 არანაკლებ სასიამოვნო და შთამბეჭდავი ყოფილიყოს.

  2. Mallorie said

    გისურვებ 2011 წელი არანაკლებ პროტონებით გაღჟენთილი აღმოჩნდეს.. ^^
    ძალიან კარგი პოსტი იყო..
    წლის შემაჯამებელი მესამე სტატიაა, რომლის წაკითხვის შემდეგ დადებითად დავიმუხტე.. ^^

  3. mtvareuli said

    madloba orives :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: