2010

December 30, 2010

ბლოგზე დიდი ხანია აღარ ვწერ, მაგრამ წლის ბოლოს ერთი შემაჯამებელი პოსტი მაინც მინდა. 2010 წელი ამას ნამდვილად იმსახურებს

ახალი წელი კი გადასარევად დაიწყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი საინტერესო გაგრძელება ექნებოდა

ყველაზე მშფოთვარე, დიდი ცვლილებების მომტანი, შთაბეჭდილებებით და “იქსფერიენსებით” აღსავსე, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე ფრანგული წელი გამოვიდა ^^

ცუდიც ბლომად იყო და კარგიც, მაგრამ ყველაფერი-უკიდურესად. არაფერი საშუალო.

მთელი ამ დაღმასვლების და აღმასვლების შედეგად იმდენი ემოცია მივიღე, იმდენად “ჩავუღრმავდი” (არასწორი სიტყვაა, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე:D), თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რაღაცნაირად ჰომეოსტაზში მოვედი საკუთარ თავთან და გარემოსთან მგონი.

მგონი ამერიკელები მართლები არიან, სრულწლოვნების ასაკად 21 წელს რომ მიიჩნევენ. ან ჩემს შემთხვევაში დაემთხვა ასე ზუსტად. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მე ამ ასაკის დასასრულს ვიგრძენი ერთბაშად, რომ აი ემ ბიქამინგ ედალთ. ენდ ზის იზ სოუ ინთერესთინგ ^^

იყო მომენტები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება და ხანდახან მე თვითონვე არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ისეთი მომენტები, სიბერეში რომ გაიხსენებ, გაიღიმებ და იტყვი, ტყუილად არ მიცხოვრიაო : )

ხოდა მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო.
მეგობრებს, ძალიან ახლობლებს და ძვირფასებს, საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩენილებს, ეპიზოდური როლის შემსრულებლებს და ირიბი კავშირის მქონეებსაც

ლავ იუ ოლლ, იუ მეიდ მაი იარ