ჟან-კლოდი, ოღონდ არა ვანდამი

August 13, 2010

არამედ მიურატი

ჩვენი ძვირფასი მამა და მარჩენალი, ძალიან მაგარი კაცი ^^

რომელიც საუბრობს (და ხუმრობს:D) მრავალ ენაზე (მათ შორის რუსულად:D)

რომელიც ტულუზაში ჩასვლისთანავე დაგვხვდა სადგურში, დაგვაბინავა საერთო საცხოვრებელში
ყველაფერი მოგვცა, რაც ახალჩამოსულ, ჯერ ბევრ რამეში გაურკვეველ სტუდენტებს სჭირდებათ
მეტროს რამენიმეჩაჯდომიანი ბილეთებიდან, რუკებიდან და მაღაზიების კატალოგებიდან დაწყებული, სურსათის მცირე მარაგით დამთავრებული

რომელმაც იმავე საღამოს წაგვიყვანა თავის მეგობარ არაჩვეულებრივ ქალთან, რომელსაც არაჩვეულებრივი ეზოიან-ბაღიანი სახლი აქვს და რომელიც არაჩვეულებრივი მზარეულია

რამოდენიმე სახის კერძით და ღვინით გაგვიმასპინძლდნენ ^^


ოღონდ ამ ხორცს ასე ეჭვის თვალით რატომ ვუყურებთ, აღარ მახსოვს 😀

არა რა მთვრალები, უბრლოდ დესერტი გაგვიხარდა 😀

მე ქრისტინა და ბატონი მიურატი არაჩვეულებრივი ქალის არაჩვეულებრივ ეზოში
სამწუხაროდ ბაღი კარგად არ ჩანს, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ

მეორე დღეს კვირა იყო და ბატონმა მიურატმა კვლავ არ დაგვტოვა უყურადღებოდ

ბაზრობაზე წაგვიყვანა მეზობელ ქალაქში



უამრავი საინტერესო თუ უინტერესო, ძველი თუ ახალი, იაფი თუ ძვირი ნივთი ვნახეთ

ზოგი ვიყიდე

ზოგი მიყიდეს ^^

და აი ნავაჭრით ხელში, კმაყოფილი სახეებით სახლში ვბრუნდებით 😀

გზაზე უამრავი ლამაზი რამ შეგვხვდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მზესუმზირის ყანები იყო

ხოდა ვერ მოვითმინეთ, გავაჩერეთ, გადმოვედით, ახლოდან ვნახეთ და სურათებიც გადავიღეთ


ერთი პატარა მზესუმზირაც წამოვიღეთ სამახსოვროთ :user:

ტულუზაში დაბრუნებულებმა კაპიტოლის მოედანზე გავიარეთ

აქაც გადავიღეთ სურათი, ოღონდ კაპიტოლი ჩვენს წინაა და სურათში არ ჩანს 😀 მაგრამ მთავარია ჩვენ ხომ ვხედავთ 😀

შიგნითაც დავათვალიერეთ

და მერე ასე მთელი დღის ნასიარულები და დაღლილები წავედით საჭმელად

კრეპები და სალათი

მიურატის მიერ თავისივე სალათის ფოთლით გაფორმებული ჩემი ნახევრადშეჭმული კრეპი 😀

დესერტად ნაყინი, რომელიც ბოლომდე ვერ შევჭამეთ სირისტიანებმა

მაგრამ რაც ჩვენ ვერ შევჭამეთ, მიურატმა მიირთვა მშვენივრად

ასე რომ ყველა კმაყოფილი დარჩა :bis:

აი ასეთი დახვედრა მოგვიწყვეს ფრანგებმა პირველ შაბათ-კვირას
ორშაბათს დილით ისევ გამოგვიარა და წაგვიყვანა კლინიკაში, სადაც ჩვენი თავი გადააბარა არნოდს (ოღონდ არა შვარცნეგერს) 😀

თუმცა კლინიკა უკვე სხვა თემაა და აღარ გავაგრძელებ

მიურატსაც ისევ მივუბრუნდებით შემდეგში

ამჯერად სულ ეს იყო :bis:

Advertisements

4 Responses to “ჟან-კლოდი, ოღონდ არა ვანდამი”

  1. aaaaaaaauuu ra magariaa
    ra magaria ra magariaaa
    bevri fotoebi dade ra yvelaferi gadaige da vafshe moyevi ra xdeba da rogoria

  2. Toma said

    vaime ra magariaa 🙂
    klinikis ambebic dacere ra 🙂

  3. pelagiaa said

    ჟან-კლოდა მაგარი კაცია მართლაც მისი ქალიც, ძალიან გულთბილად მიგვიღო ჩვენც და მთელი საღამო ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში გავატარეთ, თვაი ფრანგულ რესტორანში მეგონა, ფრანგული რესტორნის მთელი ეტიკეტი დაცული იყო 🙂
    ქალიშვილებ-სიძეებიც გაგვაცნო

    მოკლედ ჩემგან მოკითხვა გადაეცი მიურატს 🙂
    ეგ ყურადღებას არ მოგაკლებთ მთელი სტაჟის განმავლობაში და მერეც
    პ.ს. იქ იმ მზესუმზირების ყანასთან, სიმინდების ყანაც არის და ახლოს სადღაც ძალიან ლამაზი და მყუდრო ტბაა; არც ისე გაბაზრებული ადგილია ეს “ჩემი ტბა”, მარტო ადგილობრივი მეთევზეები არიან, ერთი-ორი დარბის სანაპიროზე და ჩემი და მონ შეღის მსგავსი მოტრფიალენი არიან განმარტოებულები და მზის ჩასვლას ელოდებიან
    პ.ს.ს. ველოდები მომდევნო პოსტს კლინიკაზე, არნოზე, დეკრამერზე; ტრიპოდზეეეე
    ბიზუუუუ

  4. Kate said

    აუ რა მაგარია მართლა.
    აბა შენ იცი, გაერთე.
    კლინიკის ამბებიც დაწერე, ველოდები.
    მზესუმზირის ყანები რა მაგარია!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: