პირველად მეტროს ვაგონში შევხვდი ამოკაწრულ წარწერას “საქართველო”. სამწუხაროდ მარტო ვიყავი და ვერავის დავანახე, ვერც სურათი გადავუღე, უბრალოდ სიცილი ამიტყდა, გვერდზე მჯდომებმა უცნაურად შემომხედეს, თავები გააქნიეს და სულ ეგ იყო.

მერე ჟან ჟოღესის მეტროს გვერდზე ვიჯექი, ქრისტინას ველოდებოდი უკნიდან რომ მომესმა ქართული ხმა, ზუსტად აღარ მახსოვს რას ამბობდნენ, მაგრამ ის ის იყო მოტრიალება და მისალმება დავაპირე, ისეთი გემრიელი გინება დააყოლეს, რომ მაშინვე გადავიფიქრე და ასე დამჯდარი თავჩაღუნული დავრჩი, არც შემიხედია გვერდით რომ ჩამიარეს.

მესამე შეხვედრა გაცილებით უკეთესი იყო. მე თვითონ დავურეკე, თბილისიდან გამომატანეს რაღაცეები ერთ აქ მცხოვრებ ქართულ ოჯახთან. კარგი ხალხია და ხშირადაც ვსტუმრობთ ხოლმე.

ყველა შემთხვევას დაწვრილებით აღარ დავწერ, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მართლა არის რაღაცეები, რასაც ვერსად გაექცევი..:)
ადრე მეგონა ასეთი მარტო საკუთარი თავი, ფიქრები და სიზმრები იყო
ეხლა ამ სიას ქართველებსაც ვამატებ
ვერც მათ გაექცევი..:)
თუნდაც ორიათასი კილომეტრით იყვნენ დაშორებული

Home

August 17, 2010

ჩემი ძვირფასი სახლი, მშობლიური, ყველაზე კომპაქტური და ყველაზე მყუდრო
ამის არჩვენება არ შეიძლება
წარმოიდგინეთ 8 კვ.მ ფართობის ოთახი
ტუალეტით, აბაზანით, სამზარეულოთი, საწოლით, ორი მაგიდით და იმდენი თაროებით, რომ ორი წლის სამყოფ ნივთებს დაატევთ
ასევე ოთხი სხვადასხვა სიძლიერის და ლოკალიზაციის ნათურით, რვა შტეფცელით და რავიცი კიდე რითი აღარ

გარედან ასე გამოიყურება:

სიტე უნივერსიტერ, ტრიპოდ ბე

ჩემი დერეფანი

ჩემი ოთახი შიგნიდან ^^
აბაზანა, კარები სარკით (სარკეში მე ფოტოაპარატით) და გარდერობი

აბაზანა, სამზარეულო და საძინებლის ნაწილი

შემოვბრუნდეთ

ვუალა! ფანჯარა, მაგიდა, თაროები და საწოლი

რა

რამე ვერ გაიგეთ?

რა საწოლი?

სად არის საწოლი?

ააახლავე

სლიოხკიმ დვიჟენიამ რუკი

ბრიუკი პრივრაშაიუტსია…

კიარადა

პჟჟჟ

პჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ

ე ვუალა :ბის:

ესეც ჩემი ყველაზე ელექტრონული საწოლი მსოფლიოში ^^

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის ჩამოწევის შემთხვევაში

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის აწევის შემთხვევაში

დიდი მაგიდა თავისი უჯრებით და გვერდზე სავარაუდოდ გამათბობლით, რომელიც ამ ზაფხულში რასაკვირველია უფუნქციოდ არის
ოღონდ ამ საშრობ ჯოხთან ფრთხილად უნდა იყოთ, ადვილად ძვრება :უსერ:

დიდი მაგიდა და პატარა მაგიდა

დიდ და პატარა მაგიდებს შორის არსებული წარმონაქმნი, რომელიც კიბის ფუნქციასაც ასრულებს, უჯრებისაც და ხანდახან-სკამისაც

საკვირო ბაზრობაზე ოც ცენტად ნაყიდი ნთვარიანი სარკე ^^ მიურატის საჩუქარი ^^

და მოვედით ისევ კარებთან

სულ ეს არის

მორჩა კინო, წადით სახლებში

მეც დავკეტე ჟალუზი და წავედი, საქმეს მივხედო

ა ტუტ ალოღ ^^

არამედ მიურატი

ჩვენი ძვირფასი მამა და მარჩენალი, ძალიან მაგარი კაცი ^^

რომელიც საუბრობს (და ხუმრობს:D) მრავალ ენაზე (მათ შორის რუსულად:D)

რომელიც ტულუზაში ჩასვლისთანავე დაგვხვდა სადგურში, დაგვაბინავა საერთო საცხოვრებელში
ყველაფერი მოგვცა, რაც ახალჩამოსულ, ჯერ ბევრ რამეში გაურკვეველ სტუდენტებს სჭირდებათ
მეტროს რამენიმეჩაჯდომიანი ბილეთებიდან, რუკებიდან და მაღაზიების კატალოგებიდან დაწყებული, სურსათის მცირე მარაგით დამთავრებული

რომელმაც იმავე საღამოს წაგვიყვანა თავის მეგობარ არაჩვეულებრივ ქალთან, რომელსაც არაჩვეულებრივი ეზოიან-ბაღიანი სახლი აქვს და რომელიც არაჩვეულებრივი მზარეულია

რამოდენიმე სახის კერძით და ღვინით გაგვიმასპინძლდნენ ^^


ოღონდ ამ ხორცს ასე ეჭვის თვალით რატომ ვუყურებთ, აღარ მახსოვს 😀

არა რა მთვრალები, უბრლოდ დესერტი გაგვიხარდა 😀

მე ქრისტინა და ბატონი მიურატი არაჩვეულებრივი ქალის არაჩვეულებრივ ეზოში
სამწუხაროდ ბაღი კარგად არ ჩანს, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ

მეორე დღეს კვირა იყო და ბატონმა მიურატმა კვლავ არ დაგვტოვა უყურადღებოდ

ბაზრობაზე წაგვიყვანა მეზობელ ქალაქში



უამრავი საინტერესო თუ უინტერესო, ძველი თუ ახალი, იაფი თუ ძვირი ნივთი ვნახეთ

ზოგი ვიყიდე

ზოგი მიყიდეს ^^

და აი ნავაჭრით ხელში, კმაყოფილი სახეებით სახლში ვბრუნდებით 😀

გზაზე უამრავი ლამაზი რამ შეგვხვდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მზესუმზირის ყანები იყო

ხოდა ვერ მოვითმინეთ, გავაჩერეთ, გადმოვედით, ახლოდან ვნახეთ და სურათებიც გადავიღეთ


ერთი პატარა მზესუმზირაც წამოვიღეთ სამახსოვროთ :user:

ტულუზაში დაბრუნებულებმა კაპიტოლის მოედანზე გავიარეთ

აქაც გადავიღეთ სურათი, ოღონდ კაპიტოლი ჩვენს წინაა და სურათში არ ჩანს 😀 მაგრამ მთავარია ჩვენ ხომ ვხედავთ 😀

შიგნითაც დავათვალიერეთ

და მერე ასე მთელი დღის ნასიარულები და დაღლილები წავედით საჭმელად

კრეპები და სალათი

მიურატის მიერ თავისივე სალათის ფოთლით გაფორმებული ჩემი ნახევრადშეჭმული კრეპი 😀

დესერტად ნაყინი, რომელიც ბოლომდე ვერ შევჭამეთ სირისტიანებმა

მაგრამ რაც ჩვენ ვერ შევჭამეთ, მიურატმა მიირთვა მშვენივრად

ასე რომ ყველა კმაყოფილი დარჩა :bis:

აი ასეთი დახვედრა მოგვიწყვეს ფრანგებმა პირველ შაბათ-კვირას
ორშაბათს დილით ისევ გამოგვიარა და წაგვიყვანა კლინიკაში, სადაც ჩვენი თავი გადააბარა არნოდს (ოღონდ არა შვარცნეგერს) 😀

თუმცა კლინიკა უკვე სხვა თემაა და აღარ გავაგრძელებ

მიურატსაც ისევ მივუბრუნდებით შემდეგში

ამჯერად სულ ეს იყო :bis:

La ville des reves

August 9, 2010

ტულუზას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც la ville rose ან la ville des violettes. ჩემთვის უფრო la ville des reves არის.
ქალაქი, სადაც სიმოვნებით ვიცხოვრებდი.
დიახ ვიცხოვრებდი სადმე ცენტრში, ტულუზურ აგურებიან პატარა სახლში, ფანჯრებზე დარაბებით და ყვავილებით.
მექნებოდა ეზო, ეზოში-ბაღი.
ძველებური სახლის მიუხედავად მექნებოდა კარები, რომელიც თითის ანაბეჭდით იღება და ელექტრონული საწოლი.
ინტერნეტიც მექნებოდა, ტელეფონიც, რომლითაც ევროპის ყველ ქვეყანაში უფასოდ შემეძლებოდა დარეკვა და ტელევიიზიაც, სადაც ფრიად საინტერესო შოუებს ვნახავდი.
ვიმუშავებდი ტულუზის რომელიმე საავადმყოფოში, ვიქნებოდი კარგი ექიმი, მექნებოდა იმდენი ხელფასი, რომ შაბათკვირას წავსულიყავი ან ზღვაზე, ან მთაში, ან რომელიმე ლამაზ ახლომახლო ქალაქში.
თუ ეს სამხრეთული მზე და სიცხე მომბერდებოდა, ავიღებდი ბილეთებს და ვესტუმრებოდი ჩრდილოეთის ერთერთ ქალაქს.
ხან მე ჩამომივიდოდნენ სტუმრები.
ბევრს ვისეირნებდი ლამაზ ვიწრო ქუჩებში, დიდ პარკებში, დაჭმუჭნულრელსებიან პარკში ტანგოსაც ვიცეკვებდი.
ხშირად დავჯდებოდი გარონის პირას, საღამოობით გავიდოდი კინოში, ან ქალაქის რომელიმე ღია კაფეში, გავეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს.
ხანდახან ჩემს ეზოში ვივახშმებდი ფრანგული კერძებით, დავლევდი ფრანგულ ღვინოს.
ბევრს ვივარჯიშებდი დილა-საღამოს, ხშირად დავჭყლეტდი ესპანურ ატმებს.
კვირაობით ბაზრობაზე ვიყიდდი ძველებურ ნივთებს.
ვივლიდი ტულუზის მეტროს ვიწრო, ყვითელი, უმძღოლო ვაგონებით, ესკალატორის მაგივრად ყოველთვის კიბით ვისარგებლებდი.
ქოლგაც მექნებოდა და აღარ შემეშინდებოდა, რომ წვიმაში დავსველდები და გავცივდები.
ველოსიპედის ტარებასაც ვისწავლიდი.
არასდროს გავუღებდი კარს დამლაგებელს და აღარასდროს ვიყიდდი უმარილო ბაგეტს.
და ამ ყველაფრის ფონზე
არასდროს დავბერდებოდი
:მო:

***

ძალიან აბდაუბდად დავწერე, ოცნება და სინამდვილე გავაერთიენე, სიტყვების, განსაკუთრებით ზმნების დროები და ფორმები სულ ერთმანეთში ავურიე, მაგრამ არაუშავს, მეპატიება, ცოტა არ იყოს გამოუძინებელი ვარ… დღეს ნორმალურად დავიძინებ და ხვალიდან ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელებ ყველაფერს 🙂