Happy Birthday To Me

July 15, 2010

ა.წ. 16 ივლისს 22 წლის ვხდები.
მართალია ჯერ მთლად 16 არ არის, მაგრამ მთლად 16-ში არამგონია ამ პოსტის წერისთვის მეცალოს.
ღამის 12-ს რომ გადასცდება კი ვიქნები თბილისში, მაგრამ მალევე წავალ აეროპორტში.
დილაუთენია რიგაში ჩავფრინდები.
გავალ ძველ ქალაქში, რომელიმე პატარა კაფეში ყავას დავლევ გამოსაფხიზლებლად.
მერე პარიზში ჩავალ.
და იქ გავატარებ ჩემს 22-ე დაბადებისდღეს.

იმდენი ხანი ველოდი საფრანგეთში წასვლას და იმდენი ემოცია დავხარჯე აქამდე, ახლა მემგონი აღარ დამრჩა არაფერი.
თუ შუაღამეს კომპიუტერთან ჯდომის ბრალია.
თუ ჩემი დაბადებისდღის არსიყვარულის გამო ვარ ასე, არ ვიცი…
ან შეიძლება თავდაცვითი რეფლექსია
არ მინდა რამე განსაკუთრებულს ველოდე
რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

დაბადებისდღე ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც უბრალოდ გახსენებს, რომ კიდევ ერთი წლით დაბერდი.
მაგრამ რატომღაც მაინც ავღნიშნავთ და ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს.
წელს მეთვითონ გავუკეთე საჩუქარი ჩემ თავს.
პარიზში ვიქნები.
თუმცა უცხო ხალხთან ერთად.
ვნახოთ როგორი იქნება.

Advertisements

3 Responses to “Happy Birthday To Me”

  1. mtvareuli said

    arada siamovnebiT gavcvlidi parizs sxva sachuqarshi

    http://www.youtube.com/watch?v=7iAfo_Xpylg :mo:

  2. kuda said

    me ki mgonia,rom sauketeso sachuqaria, tumca shen uket ici 🙂
    gilocav, xval komentarebis wasakitxadac ar gecleba 🙂

  3. pelagiaa said

    ცოტა სევდიანი პოსტია,მაგრამ დაახლ.მესმის
    მაგრამ დარწმუნებული ვარ რომეხლა სევდიანი სულაც არა ხარ,პირიქიტ ევროპის შუაგულში ხარ__პარიზში!!!!
    და საერთოდაც საფრანგეთში ეს ძალიან კარგია და მაქსიმალურად “პღოფიტე”! სხვაზე არაფერზე არ იფიქრო! :*

    პ.ს. ლა ლა ლა რას ნიშნავს ეხლა გავიგე და აბა დაველოდები ლა ლა ლა–ებს :)))) შენც გისურვებ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: