ნატალიამ ფოტოაპარატი იმ პირობით მათხოვა, რომ ბევრ სურათს გადავიღებდი და ბევრს დავწერდი
მაგრამ ვხვდები, რომ ამ პირობის შესრულება ასე ადვილი არ არის
ბოლო კვირების განმავლობაში იმდენი რამე მოხდა და იმდენი რამე ვნახე, ყველაფერს ვერც გადავიღებ და მითუმეტეს, ვერც დავწერ
მართალი გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს ამის

ან რა უნდა დავწერო მაგალითად პარიზზე?

რომ საოცარი ქალაქია და მთელიდღე პირდაღებული ვუყურებდი არამარტო ყველა იმ ცნობილ ადგილს, რომელიც იქ ასე ბევრია, არამედ თითოეულ ქუჩას, სახლს, ხიდს, კაფეს, სკვერს…?

იმდენი დაწერილა, გადაღებულა, თქმულა.. მაინც ვერცერთი ვერ გამოხატავს პარიზს

ვერც მე გამოვხატავ

ეს შენი თვალით უნდა ნახო, შენი ფეხით უნდა მოიარო

თვითონვე უნდა დაჯდე შენსავე დაბადებისდღეზე რომელიმე ღია კაფეში, არაჩვეულებრივი ამინდი უნდა იყოს, კრემბრულე უნდა გედოს წინ და და თავს უბედნიერეს ადამიანად რომ იგრძნობთ, მერე მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ

აბა ასე მოყოლას რა აზრი აქვს





ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ ხმას არ ამოვიღებ… სურათებსაც დავდებ ხოლმე, დავწერ კიდეც, მაგრამ ეს იმ ყველაფრის მეათედიც კი არ იქნება 🙂

Happy Birthday To Me

July 15, 2010

ა.წ. 16 ივლისს 22 წლის ვხდები.
მართალია ჯერ მთლად 16 არ არის, მაგრამ მთლად 16-ში არამგონია ამ პოსტის წერისთვის მეცალოს.
ღამის 12-ს რომ გადასცდება კი ვიქნები თბილისში, მაგრამ მალევე წავალ აეროპორტში.
დილაუთენია რიგაში ჩავფრინდები.
გავალ ძველ ქალაქში, რომელიმე პატარა კაფეში ყავას დავლევ გამოსაფხიზლებლად.
მერე პარიზში ჩავალ.
და იქ გავატარებ ჩემს 22-ე დაბადებისდღეს.

იმდენი ხანი ველოდი საფრანგეთში წასვლას და იმდენი ემოცია დავხარჯე აქამდე, ახლა მემგონი აღარ დამრჩა არაფერი.
თუ შუაღამეს კომპიუტერთან ჯდომის ბრალია.
თუ ჩემი დაბადებისდღის არსიყვარულის გამო ვარ ასე, არ ვიცი…
ან შეიძლება თავდაცვითი რეფლექსია
არ მინდა რამე განსაკუთრებულს ველოდე
რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

დაბადებისდღე ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც უბრალოდ გახსენებს, რომ კიდევ ერთი წლით დაბერდი.
მაგრამ რატომღაც მაინც ავღნიშნავთ და ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს.
წელს მეთვითონ გავუკეთე საჩუქარი ჩემ თავს.
პარიზში ვიქნები.
თუმცა უცხო ხალხთან ერთად.
ვნახოთ როგორი იქნება.