სახლი

June 21, 2010

მე პატარა სახლი მაქვს
მყუდრო, ბუხრიანი…
ტყის პირას დგას, გზასთან
ამ გზაზე ბევრი ხალხი დადის…
დადიან, მიდიან, მოდიან…
ყველას თავისი საქმე, თავისი საფიქრალი აქვს…
ზოგი ისე ჩაუვლის ჩემ სახლს, ვერც შეამჩნევს
ზოგი შეჩერდება, შეხედავს და მერე წავა…
ზოგი ეზოში შემოვა, რომელიმე ხის ქვეშ დაჯდება, ჩრდილში დაისვენებს და გააგრძელებს გზას
ზოგი დააკაკუნებს…
გამომელაპარაება…
შეიძლება ჭიქა ჩაიზე დავპატიჟო
ვილაპარაკოთ…

ხშირად მყავს სტუმრები…
მოდიან და მიდიან…
ზოგი ძალიან ცოტა ხანი შემომივლის
ზოგი უფრო დიდხანს რჩება
და რო მიდის მერე მენატრება ხოლმე…
ბოლოს მაინც ყველა მიდის
და მარტო ვრჩები
სანამ ახალი სტუმარი არ მოვა…

ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია, ხან მზეა…
მე სულ ჩემს პატარა სახლში ვარ
გზაზე ვიყურები ფანჯრიდან
გზაზე ისევ ბევრი ხალხი დადის
ყველა თავისთვის…

/12 Jun 2007/

Advertisements

4 Responses to “სახლი”

  1. mtvareuli said

    ძველი დაწერილია და ცოტა დეპრესიულ-პათეტიკური

    მაგრამ იყოს მაინც

    არსი იგივე რჩება : )

  2. pelagiaa said

    კარგია,მართალია სევდიანია,მაგრამ კარგია! 🙂 მე მომეწონა (სევდიანივე განწყობის ბრალია ალბათ) 🙂

  3. Natalia said

    me mgonia, rom es lamazi saxli axla shens header-zea gamosaxuli ❤

  4. Mallorie said

    ნატალიას ვეთანხემები..
    შენი ჰედერი გამახსენდა, ლექსი რომ დავამთავრე.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: