My childhood dreams

June 19, 2010

ბავშვობაში მინდოდა:

  • გავმხდარიყავი ექიმი და მხატვარი (მეორე პუნქტზე მალევე ვთქვი უარი შესაბამისი ნიჭის არარსებობის გამო, პირველს ვასრულებ ჯერჯერობით)
  • ვყოფილიყავი “უძინარი”, ანუ არ დამჭირვებოდა ძილი ძალების აღსადგენად. ყოველთვის მომწონდა ღამე თავისი სიწყნარით და ყველაფრით (ეხლაც სიამოვნებით გამოვიყენებდი ძილში დახარჯულ დროს სხვა საქმეებში, რომ შეიძლებოდეს)
  • შემძლებოდა სიზმრების მართვა (ერთი პერიოდი ვიყავი დაინტერესებული, მერე დავიკიდე. ეხლა საერთოდ იშვიათად ვნახულობ სიზმრებს და თან ეს ცალკე თემაა, აქ არ დავწერ)
  • მქონოდა ტელესკოპი და შემესწავლა კოსმოსი (ეხლა ისე ძალიან აღარ მაინტერესებს, თუმცა მაინც სიამოვნებით წავიდოდი ობსერვატორიაში ერთხელ მაინც)
  • მენახა ჩრდილოეთის ციალი (ეხლაც მინდა და ერთხელ მაინც აუცილებლად ვნახავ)
  • დამეთვალიერებინა წყალქვეშა სამყარო (თუ საშუალება მომეცემა, ახლაც სიამოვნებით დავათვალიერებ)
  • შევხვედროდი შობას რომელიმე ევროპულ ქალაქში (ისეთი შობა მინდოდა, კინოებში რომ იყო ხოლმე. ნაწილობრივ აქაც მქონია ეგეთი შობა, მაგრამ ევროპაშიც შევხვდები)
  • მესწავლა ციგურებზე სრიალი (ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადავიფიქრე და ეხლა აღარ მინდა)
  • მეფრინა რაიმე საშუალებით (არა თვითმფრინავით) (პარაპლანით ვიფრინე ერთხელ)
  • მყოლოდა ცხენი და მესეირნა მასთან ერთად (ეს დღის წესრიგში აღარ დგას დიდი ხანია, თუმცა თუ ოდესმე საშუალება მომეცემა, შეიძლება კვლავ დავფიქრდე)
  • მქონოდა ხის სახლი, დიდი ეზოთი და ბუხრით, სადაც ვიცხოვრებდი მხოლოდ მე, პეპი გრძელიწინდასავით (პეპის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი სახლი დღესაც ჩემი მთავარი სურვილია, რასაც აუცილებლად ავისრულებ)
  • მქონოდა ბაღი, რომელსაც ჩემი ხელით მოვუვლიდი (ნაწილობრივ ეხლაც მაქვს, მაგრამ ისეთი არაა როგორიც მინდა)
  • ვყოფილიყავი დედაჩემივით ქერა და ცისფერთვალება (ამჟამად ეს აღარ მინდა, თუმცა ზოგიერთ რამეს მაინც შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში)

ზოგის პრიორიტეტულობა იცვლება, ზოგი ემატება, ზოგი აკლდება, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება.. : )

Advertisements

3 Responses to “My childhood dreams”

  1. pelagiaa said

    ჰეჰჰე საინტერესო მარ! :*

    კარგია ბავშვობის ოცნებების გახსენება და გადახედო რა აგისრულდა რა ჯერ არა და რა საერთოდ უკვე აღარცაა ოცნება :))))

  2. რა საინტერესოა და ბავშვური ❤ მიყვარს ბავშვურ ფანტაზიებს რო ვუსმენ ხოლმე ❤ ეხლა თვალწინ წარმომიდგა მთელი შენი ოცნებები ❤ და ბავშვის თვალით დანახული რეალობა.

    მხატვრობა მეც მინდოდა ბავშვობაში და ფრენაც ❤

    სიზმრების მართვა კი არ მომსვლია აზრად, მაგრამ სიზმრებზე ძალიან დაინტერესებული ვიყავი, მახსოვს როგორ ვიკვლევდი ხოლმე და მათ ამოცანებს ვხსნიდი : ))

  3. arada xatvis nichi gaqvs!!

    gesmis ra sakitxi , rogor sheizleba zilshi drois xarjva ee h , neta gadamachvia magas da 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: