პტს ან, თუ გნებავთ, პტდ

June 11, 2010

მსოფლიოსა და ამერიკის სამედიცინო კლასიფიკაციების მამებსა და მესვეურებთან შემომაქვს წინადადება, რომ ICD-11-ში, თუ გნებავთ DSM-V-შიც, ცალკე ნოზოლოგიად შეიტანოთ პტს (პათოლოგიური ტირილის სინდრომი) ან, თუ გნებავთ, პტდ (პათოლოგიური ტირილის დაავადება).
საქმე რომ გაგიმარტივოთ აქვე მეთვითონვე ჩამოვწერ მის სადიაგნოზო კრიტერიუმებს:

1-ტირილი გადაბმულად მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მინიმუმ 2 თანმიმდევრული დღე.
2-შეგრძნება, რომ არ შუძლია გაჩერდეს. მაშინაც კი, როდესაც ცოტა ხნით ჩერდება, შეგრძნება, რომ ეს პაუზა დროებითია და ტირილი ისევ გაგრძელდება.
3-თვალების, ცხვირის, ტუჩების მკვეთრად გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება.
4-ტირილის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავის, თვალებისა და ზედაყბის (კბილებიანად) აუტანელი ტკივილი, ისეთი, რომ თავად ტირილის მიზეზს გავიწყებს.
5-სახეზე და თვალებზე ძლიერი სიმხურვალის შეგრძნება, რასაც ანეიტრალებს ყინულის, სველი კომპრესების გამოყენებით.
6-ღამით ძილის დარღვევები. დაძინების შემთხვევაში მრავალჯერადი გამოღვიძებები.
7-დილით გაღვიძების შემდეგ ქუთუთოების ძლიერი შეშუპება (შესაძლოა უფრო ძლიერი, ვიდრე დაძინებამდე) ჰიპერემიის გარეშე, სიმძიმის შეგრძნება თვალებში.
8-გაღიზიანებადობა, განსაკუთრებით აღიზიანებს ზედმეტი ყურადღება, “რა გჭირს” ტიპის შეკითხვები, ერიდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.
9-მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა შემნიღბავი საშუალებების არაადექვატური გამოყენება.
10-შედეგები სახეზეა ტირილის დასრულებიდან ან გაღვიძებიდან მინიმუმ 3-4 საათის განმავლობაში.

დამატებით შეიძლება აღინიშნებოდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკა-ტაქიკარდია, უსიამოვნო შეგრძნება გულისა და ეპიგასტრიუმის არეში. ტირილის შემდგომი აპათია, ძალის გამოლევა და ა.შ.

დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
* ჩვეულებრივ ტირილთან, რომელიც არ გრძელდება ამდენი ხანი, მისი შედეგები არ არის ასე მკვეთრად გამოხატული და ქრება მალევე.
* თავის, თვალების ან ზედაყბის ტკივილის გამო გამოწვეულ ტირილთან (აქ ტირილი იწვევს ტკივილს).
* მარიაჟობის, ხამობის ან სხვა მიზეზების გამო გამოწვეულ მზის სათვალეების, ტონალური კრემისა და სხვა საშუალებების არაადექვატურ გამოყენებასთან.

კრიტერიუმები დადგინდა ერთ პიროვნებაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად. ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევების ჩატარება და კლასიფიკაციის სისტემაში დაავადების ზუსტი ადგილისა და კოდის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

5 Responses to “პტს ან, თუ გნებავთ, პტდ”

  1. herr said

    mar, ti prosta Chuda
    :*

  2. mtvareuli said

    herr ჩუდა კიარა, ია ვაააბშე ნიჩივო 🙂

  3. ბაბისა said

    hehe
    da wamali iqneba mere magari ^_^
    hoda mivesalmebi am daavadebis oficialurad siashi shetanas

  4. pelagiaa said

    ხოოოო მძიმე შემთხვევაა! მადლობა ღმერთს პედიატრიაში ესეთი ნოზოლოგია ჯერ არ გამოვლენილა, ნუ ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე :)))
    თუმცა აუცილებლად შესატანია კლასიფიკაციაში, მეც ვუერთდები წინადადებას

    შეგვიძლია who–ს მივწეროთ ოფიციალურ წერილი 🙂

  5. Kate said

    მეც მივესალმები.

    კიდევ ერთი სიმპტომი, რაც მას ახასიათებს, ესაა ტყუილი. მაგ:
    – რა გჭირს? ტირი?
    – არა, ლინზებმა თვალები მატკინა უბრალოდ.

    ან
    – არა, ვამთქნარებდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: