— კაცო! მართალია, შენ შვილს შენ უშლი ინტერნეტში შესვლასა?

— მართალი გახლავთ. რა მაგის საქმეა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, შენი ჭირიმე! — უპასუხა თამამად პეტრემ.

— როგორ თუ არა იყო გვარი მისი?

— ესე, შენი ჭირიმე! ჩვენ ელიავას მუშებს გვეძახიან, დღე-და-ღამ ოფლი უნდა ვიწუროთ და პური ისე ვჭამოთ. ინტერნეტი რა ჩვენი საქმეა? ის ჩვენ დამშეულ კუჭს ვერ გაგვიძღობს. ჩვენი ინტერნეტი ელიავაა, ვენაცვალე იმის მადლს! როცა ვინმე რემონტს დაიწყებს, მაშინ იმაზედა ვკითხულობთ ჩვენს ბედსაცა. ჩვენი მაუსი დაუღალავი ციკლოვკის აპარატია, ვინდოუსი კიდევ მეტალოპლასტმასისა გვაქვს. ამოვაწებთ საღებავში ფუნჯსა, შევღებავთ კედლებსა, როცა დრო მოვა — მივალთ პატრონთან — და ის დალოცვილი ისე არ გაძუნწდება, რომ ერთიორი კაპიკი არ მოგვცეს. კომპიუტერი კარგია, ვინ არ იცის? ბევრიც სხვა რამეა კარგი ამ ქვეყანაზედ, ჩვენ იქამდინ ხელი არ მიგვიწვდება… გაგიბედავთ, შენი ჭირიმე, და გეტყვით, ჯერ კუჭი უნდა გავიძღოთ, კუჭი!.. ჩვენი თავდაპირველი გულის-ტკივილი ეს არის!..

— მართალს ამბობს, მე და ჩემმა ღმერთმა, — გაიხმაურა ხალხმა, რომელიც წუთის წინად ისე თავხედად დასცინოდა პეტრესა.

— მე მესმის, ჭკვიანო პეტრევ, შენი გულის ვითარება, — უბძანა დაღონებით მღვდელმა, — მე მოზიარე ვარ შენის გულის-ტკივილისა!.. შენ კაფელი გირჩევნია ინტერნეტსა, იმიტომ რომ შენ ხელობა დღეს პურს გაჭმევს.

— მართალი ბძანებაა, შენი ჭირიმე, — მიუგო პეტრემ.

— ეხლა შენ ერთი ეს მითხარ: რომ არ გცოდნოდა, ბეტონს გაშრობა რამდენი დღე უნდა, რომ არ გცოდნოდა, როგორ უნდა გამოყვანა ოთახის კუთხეებსა, როგორ უნდა პარკეტის დაგება და ფანჯრების ჩასმა, რომ არ გცოდნოდა, რომელ კაფელს რომელი ცემენტი უნდა — რა გეშველებოდა?

— შენი მტერი იქნებოდა, მე ვიქნებოდი.

— საიდამ იცი ეს ყველაფერი?

— როგორ თუ საიდამ?.. ბიჭებისგან, შენი ჭირიმე! მადლობა ღმერთსა, თვალი მქონია — მინახავს, ყური მქონია — მსმენია. გულისყური მქონია — მივხვედრილვარ, ხსოვნა მქონია, გონებაში ჩამრჩენია.

— რაც გინახავს, გსმენია, მიხვედრილხარ, გონებაში ჩაგრჩენია, — ამას სულ ერთიანად რას ეძახი?

— ჩემ გამოცდილებას, ჭირნახულობას, ჩემ ცოდნასა, შენი ჭირიმე!

— კუჭს გიძღობს ეგ შენი ცოდნა?

— მაგას რაღა პასუხი უნდა, შენი კვნესამე? თითონ შენ კარგად იცი, რომ უმაგისოდ წყალში გადასაგდები ვიქნებოდი.

— ეხლა ერთი ეს მითხარ კიდევ: რამდენი შენზედ უფრო მცოდნე კაცია ქვეყანაზედ?

— რა ვიცი, შე დალოცვილო? მგონი, თავზედ იმოდენი ბალანიც არა მქონდეს: მჯობს მჯობი არ დაელევა.

— იმ მცოდნე კაცების ჭირნახულობა, გამოცდილება, ცოდნა რომ შენსას ზედ დაემატოს, — კარგი არ იქნება? უფრო ადვილად არ გაიძღობ კუჭს, უფრო ცოტა ოფლით ბევრს არ მოიმკი?

— ღვთის წყალობა გქონდეთ, რომ კარგი ის იქნება, მაგრამ ხათაბალა ეს არის, რომ თვალი იმათამდინ არ მიმიწვდება და ყური. საიდამ სადაო, წმინდაო საბაო: ამოდენა დედამიწის ზურგზედ სად ვეძებო მე ისინი, რომ გამოვკითხო რამე?

— მე რომ გაჩვენო იმისთანა რამ, რომ მთელის ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიან კაცების ნაცადი, ცოდნა, თუ მოინდომებ, სულ მუდამ ხელთა გქონდეს, ერთი სიტყვით, რომელ ჭკვიან კაცთანაც გინდა, შორიდამვე გაგალაპარაკო, — რას იტყვი?

— იმას ვიტყვი, რასაც მთელი ქვეყანა ამბობს: ეგ ხომ მისნობა იქნება.

— აბა მაგისთანა მისანია ინტერნეტი.

I did it

May 16, 2010

რამდენი ხანია დაწერას ვაპირებ და არ ვწერ, გადავეჩვიე ბლოგს ალბათ…
მაგრამ ამის არდაწერა არ შეიძლება…
საფრანგეთში მივდივარ!!!

ორი თვით, სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირების პროგრამით
ჩვენი უნივერსიტეტიდან

ამ პროგრამის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა საფრანგეთში წასვლა… სულ ვფიქრობდი not for me.. რატომღაც.

მერე დაახლოებით ერთი წლის წინ რაღაც მოხდა და ვიფიქრე – რატომაც არა?

მაშინვე ვერ წავიდოდი რათქმაუნდა, იმ ზაფხულს თურქეთში წავედი ასეთივე სტაჟირებაზე, რითიც საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

შემოდგომიდან ფრანგულის სწავლას შევუდექი. ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ და ჯერ კიდევ კარგად არ ვიცი ენა, მაგრამ გამოცდისთვის მართლა კარგად მოვემზადე და
გავედი!

არ ვიცი რა უფრო მიხარია, თვითონ ის, რომ საფრანგეთში გავივლი სტაჟირებას ორი თვით, თუ ის, რომ რაღაც მოვინდომე, რაც მანამდე წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, ყველაფერი გავაკეთე და გამომივიდა.
ჯერჯერობით ალბათ უფრო მეორე ფაქტი, პირველი ჯერ კარგად ვერ გამიაზრებია. ალბათ სანამ იქ არ ჩავალ ვერც გავიაზრებ ბოლომდე

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა : )

I’m going to France