one day

October 31, 2009

ფრანგულში დავალება გვქონდა-ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა. ეგ კი დავწერე, მაგრამ იმის დაწერაც მომინდა, როგორი არის კიარა, როგორი მინდა იყოს ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე. უფრო სწორად დაწერა არა, ჩვენება. სურათებით. ყოველგვარი კომენტარის გარეშე. რათქმაუნდა ძალიან მოკლედ და ზოგადად.

სინდრომი 1: ჰიპერმეცადინეობის სინდრომი

ეს სინდრომი ვლინდება მაშინ, როცა ორი ან მეტი ადამიანი ერთდროულად დიდი ხნის მანძილზე დაჟინებული კითხულობს და სწავლობს დიდი მოცულობის მასალას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ ეწყებათ უმიზეზო და უზომო სიცილი ყველა ფრაზასა და მოქმედებაზე. ეს მხიარულება და ეიფორია შეიძლება შევადაროთ ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეულ მხიარულებას.

სინდრომი 2: გუგლდამოკიდებულების სინდრომი

ეს სინდრომი ინტერნეტდამოკიდებულების სინდრომისა და ტრაკისაწევისდაზარების სინდრომების გაერთიანებით მიიღება და გამოიხატება შემდეგში: როცა ადამიანი კომპიუტერთან ზის და მოშივდება, იმის მაგივრად, რომ წავიდეს და ჭამოს, იწყებს გუგლში საჭმელების სურათების ძებნას. ან ეძინება, და იწყებს ბალიშებისა და ფუმფულა ლოგინების სურათების თვალიერებას. და ა.შ. დაუსრულებლად ყველაფერზე.

ფართომასშტაბიან საზოგადოებაზე დაკვირვების ბედნიერება არ მქონია, მხოლოდდამხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დავწერე.
თუმცა შეიძლება უკვე ცნობილი და აღწერილი სინდრომებია, ავტორობის პრეტენზია არ მაქვს 😀