Fღანგული

September 25, 2009

დიპლომი უკვე მაქვს, სწავლა ეხლა დავიწყე 😀 ოღონდ ამჯერად სერიოზულად და დიდი ენთუზიაზმით. პირველი გაკვეთილი უკვე მქონდა დიუმას ცენტრში, საკმაოდ მომეწონა გარემოც და მასწავლებელიც. გული მიგრძნობს კარგად ვისწავლი 😀 ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ.

კიდევ გასაკეთებელი საქმეების რიგში დგას სამედიცინოზე ნორმალურად სწავლა, გინეკოლოგიის-კარგად.
კიდევ აღნიშნულ საგანზე რომელიმე კლინიკაში სიარული და თემის დამუშავება კონფერენციებისთვის.

და პროგრამა მაქსიმუმი-ზაფხულში სტუდენტურ სტაჟირებაზე წასვლა საფრანგეთში.
აი ეს ბოლო ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ აქაც მაქსიმუმს გავაკეთებ.

მოკლედ პატარა თუ-დუ ლისთი გამომივიდა 😀
მერე რა, ბევრი ახალი წლის მოსვლისას წერს ხოლმე გასაკეთებელი საქმეების სიას, მე ახალი სასწავლო წლის მოსვლისას დავწერე. იქნებ აქ დაწერის მერე უფრო შევასრულო 😀

სხვა

September 16, 2009

იმ ფენომენზე მინდა დავწერო, შარვლის საყიდლად რომ გახვალ და სულ მაიკებს უყურებ და მოგწონს, არადა მაიკის საყიდლად რომ ყოფილიყავი გამოსული, კაბებზე დაგრჩებოდა თვალები… და საბოლოოდ სულ სხვა რამეს ყიდულობ : (
ტანსაცმელი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, ბევრ რამეში ვარ ეგრე.
განსაკუთრებით მომავალ რეზიდენტურასთან დაკავშირებით.
სულ მგონია, რომ “სხვა” უფრო კარგი იქნება, “სხვაგან” უფრო კარგი პირობებია.
ამიტომ მუდმივად მივედ-მოვედები ათას რამეს. იმედია ბოლოს სწორ ადგილას გავჩერდები.. : (