იხ. სურათები

პერიოდულად ვამატებ ახლებს

(ამას ქვია წერა მეზარება)

Turkey part I

July 27, 2009

გზა

მგზავრობა იმაზე კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. გვყავდა გამცილებელი ხათუნა, ნატოდ წოდებული, რომელიც პერიოდულად გვირიგებდა წყალს, წვენს, ჩაის ან ყავას და გარდა ამისა, თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებდა. გვქონდა გემრიელი პეჩენიები, რომლებსაც მთელი გზა ხელით ვაკავებდი, რადგან რამდენჯერმე გადმოცვივდა სკამის ზურგიდან. გვქონდა აგრეთვე აიპოდი, რომელიც ავტობუსში ჩართული თურქული რადიოს ხმას ვერ ახშობდა, მაგრამ მაინც. რაც მთავარია, ავტობუსში არ ცხელოდა და ღამე იმის საშუალებაც გვქონდა, ორ-ორ სკამზე გადავნაწილებულიყავით. საკმაოდ ხშირადაც ვჩერდებოდით. ყველაზე არასასიამოვნო გაჩერება საბაჟოზე იყო. მართალია მხოლოდ პასპორტები შეგვიმოწმეს და საკმაოდ ადვილად გამოვედით, მაგრამ მაინც ძალიან დაგვცხა. ყველაზე სასიამოვნო გაჩერება ზღვის პირას იყო. მართალია მხოლოდ კოჭებამდე შევედით წყალში, მაგრამ მაინც ნეტარება იყო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე 12 საათიანი მგზავრობის თითქმის ნახევარი ზღვის პირას მივდიოდით და სულ იმაზე ვფიქრობდი, ნეტა ცოტა ხანი მაინც გავჩერდეთთქო. მთლიანობაში 22 საათი გამოვიდა გზა. საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ არა აუტანელი. ანკარაში დილის 6 საათზე შემოვედით და მალევე მოვედით ჰაჯეტეპეს საერთო საცხოვრებელში, იგივე დორმიტორიში, იგივე იურტში.

02 03 06

იურტი

საერთო საცხოვრებელიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ორკაციან ოთახებში გადაგვანაწილეს. ამდენხნიანი მგზავრობის შემდეგ ისე მშობლიურად მოგვეჩვენა იქაურობა, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, რომ უცხო ადგილას ვიყავი. პატარა ოთახი გვაქვს ორი საწოლით, ორი თაროიანი მაგიდით, კარადით და პატარა მაცივრით. მართალია ეს მაცივარი პერიოდულად დოლგარმონის ხმაზე მღერის, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. არ მაწუხებს აგრეთვე მეზობელი მეჩეთის მოლას პერიოდული ყვირილი. პირველ ორ ღამეს გამაღვიძა, მაგრამ მერე უკვე შევეჩვიე და ეხლა ძირითადად ჭამის მოახლოების მაუწყებელი ფუნქცია აქვს. სამაგიეროდ ზოგჯერ, როცა ბევრნი მოვგროვდებით ხოლმე ეზოში, ჩვენ ვაწუხებთ იურტის სხვა პატიოსან სტუდენტებს ჩვენი ხმაურით და ხანდახან სიმღერით.

5291_1174856378848_1451235837_30471863_5651148_n 5291_1174856498851_1451235837_30471866_6271069_n 5291_1174845178568_1451235837_30471814_2550563_n

კლინიკა

ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი საკმაოდ ბევრი სხვადასხვა შენობისა და კლინიკისაგან შედგება და საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. ჩვენ კლინიკაში მეორე დღეს მიგვიყვანეს, ბევრი ბოდიალის შემდეგ. მეგონა მარტო ვეღარ მივაგნებდი იქაურობას, მაგრამ მშვენივრადაც მივაგენი. მე მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილებაში ვარ, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სამშობიარო და საოპერაციო ბლოკი. სამშობიაროში ბევრი არაფერი ხდება, შეიძლება მთელი დღე ისე იჯდე, ერთი მშობიარობა არ იყოს, საოპერაციოში კი პირიქით, კონვეირივით მუშაობენ. ორი ოთახია გინეკოლოგიის და ორივეში დილის 8 საათიდან ერთი პაციენტი გამოდის, მეორე შედის, მეორე გამოდის, მესამე შედის, და ასე მთელი დღე. უკვე ძალიან ბევრი რამე ვნახე, თუმცა ძირითადად რამოდენიმე ტიპის ოპერაცია კეთდება. კლინკის მოწყობილობა-აღჭურვილობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი-სუპერ.

MyBirthday

July 16, 2009


Your Birthday Predicts You’re Independent


Ever since you were born, you’ve loved doing your own thing.
You enjoy puzzles and games. Anything that stretches your mind interests you.

You are a quiet person – often lost in your own thoughts. Others find you completely mysterious.
You have so much fun thinking, dreaming, and planing. You hardly have time for friends.

What Does Your Birthday Predict About You?