მაქვს პერიოდები, როცა აქტიურად ვხმარობ კომპიუტერს 😀 მაგრამ პერიოდულად მბეზდება და ვეღარ ვხვდები ხოლმე რა მინდოდა და რას ვაკეთებდი საათობით ინტერნეტში… ეხლა კარგა ხანია ეს მობეზრება დამეწყო. ამას დაემატა ის, რომ გამოცდები მაქვს და კომპიუტერი გამიფუჭდა. რაღაცეების შემოწმებას და პასიუდ დაკვირვებას კი ვახერხებ ხოლმე მაინც, მგრამ აქტიური მოღვაწეობის და მოდერაციის სურვილი არ მაქვს 🙂 შეიძლება ითქვას, პატარა შვებულება ავიღე ინტერნეტისგან და ფრიად ბედნიერი ვარ, თუმცა გამოცდისთვის მზადების პროცესს რამდენად შეიძლება შვებულება ეწოდოს, არ ვიცი 😀

Advertisements

Partly Cloudly

June 14, 2009

ეს დღეები (უფრო სწორად ღამეები) სულ წვიმს.
თან უბრალოდ კი არ წვიმს, ცა ინგრევა ^^
მიყვარს ელვიანი, ჭექა-ქუხილიანი, ხმაურიანი ძლიერი წვიმა :love:
ექსტრიმია თავისებური 😛

ხოდა წვიმასთან არა, მაგრამ ღრუბლებთან დაკავშირებული ერთი ძალიან საყვარელი ვიდეო მინდა დავდო.

Partly Cloudly

p.s. პიქსარის ფანი ვარ ^^

  • დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია, არ მეწერინებოდა.
  • პირველ ივნისს ისევ მზიურში ვიყავი, ისევ ყვითელი მაიკა მეცვა და მზეებს ვხატავდი.
  • mar

  • პედიატრიას გავდივარ ისევ. ვნახე უამრავი დაავადებული ბავშვი, მოვისმინე უამრავი ტირილი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს გავხდები პედიატრი.
  • სამაგიეროდ ვნახე აგრეთვე ორი ქალი, რომელთა შემყურე მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეიძლება კარგი და წარმატებული ექიმი გახდე.
  • სწავლა სამშაბათს მიმთავრდება, მერე ორი გამოცდა მაქვს და მეოთხე კურსს დავამთავრებ (მეხუთე და მეექვსე ჯერ წინაა).
  • ზაფხულში თურქეთში მივდივართ მე და ნატალია სამი კვირით (ოღონდ სადმე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში კიარა, საავადმყოფოში).
  • მორიგეობებზე ისევ დავდივარ.
  • ისევ ვთარგმნი, ხელფასს ისევ არ მაძლევენ.
  • ერთერთი ჯანმედელი თანაფორუმელის დასახმარებლად ანგარიში გავხსენით და ძვირადღირებული გამოკვლევებისთვის ფულს ვუგროვებთ, ოღონდ ჯერ თვითონ არ იცის (იმედია ჩემ ბლოგს არ კითხულობს, ან თუ კითხულობს, ვერ მიხვდება).
  • Fეისბუქზე დავრეგისტრირდი.
  • უკვე საკმაოდ დაცხა, მაგრამ საღამოობით ხშირად წვიმს. დღეს საღამოს ძლიერი ქარი, წვიმა, ელვა და ჭექა-ქუხილი იყო (ჭექა-ქუხილი და წვიმა მიყვარს, ქარი არა).
  • მეტი მგონი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება. თუ არ მახსენდება, ე.ი. არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. ესეც პატარა ლოგიკური დასკვნა 😀