22 მაისი

May 22, 2009

დღეს ჩემი დის დაბადების დღეა.
ამ დღეს ყოველთვის მზიანი ამინდია ხოლმე, ჩვენ ეზოში ბალი დამწიფებულია, სახლში ბევრი სტუმრები არიან-ნათესავები და ჩემი დის მეგობრები, ბევრი საჩუქრებია, ბევრი მხიარულება და რაც მთავარია-მარწყვის ტორტი 🙂
დღეს მარტო მე ვარ სახლში, გარეთ წვიმს, არც ბალი დამწიფებულა, თუმცა საჩუქრებიც იქნება, მხიარულებაც და მარწყვის ტორტიც. ამ ყველაფერთან ერთად ასევე იქნება აჭრელებული თეთრი საროჩკები (მთავარი ნახატი მე დავუხატე ^^ ), მანტიები, ქუდები… ოღონდ აქ არა, სკოლაში. დაბადების დღესთან ერთად სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ, ხუმრობა ხომ არაა, 12 წელი ისწავლეს 😀
მე არც დაბადების დღეებს ვიხდიდი (შუა ზაფხულში მაქვს და ვერავის ვპატიჟებდი ხოლმე. ღრმა ბავშვობაში ძალიან განვიცდიდი ამას, მაგრამ მერე ისე გადავეჩვიე, რომ ბოლო წლებში ერთიორჯერ რომ დავაპირე გადახდა, მივხვდი რომ ჯობდა არც დამეპირებინა :D) და არც გამოსაშვები საღამო მქონია (კოლეჯის გამო, თუმცა ამაზე ნამდვილად არასდროს მიდარდია, უკვე გადაჩვეული ვიყავი :D).
მოკლედ არ მიყვარს დღესასწაულები და განსაკუთრებული დღეები, იმიტომ, რომ სულაც არ არიან განსაკუთრებულები და უფრო კარგები, ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი რიგითი დღეები არიან, როგორც ყველა სხვა 🙂
მაგრამ ჩემი და არამგონია ამ აზრს ეთანხმებოდეს, ოდა ვულოცავ დაბადების დღესაც, სკოლის დამთავრებასაც, სრულწლოვნებასაც და ვუსურვებ დამოუკიდებელი, ბედნიერი ადამიანი ყოფილიყოს

ეს სათაური ირონიულად ან გადატანითი მნიშვნელობით არ დამირქმევია, თურმე საავადმყოფოში, ასაკოვან ადამიანებშიც შეიძლება რომანტიკის აღმოჩენა და გაცილებით უფრო მეტის, ვიდრე რომელიმე ბანალურ რომანტიულ ადგილას, რაც არ უნდა კარგი ახალგაზრდა წყვილი იყოს იქ. ალბათ უფრო ბუნებრივია ადრეულ ასაკში სიყვარული, ისინი ხომ ასეთი “სრულყოფილები” არიან ერთმანეთის თვალში, ისეთი ლამაზები, ისეთი კარგები. მაგრამ ზოგისთვის საკმარისია მისმა საოცნებო ადამიანმა ეს გამოგონილი სრულყოფილება დაკარგოს, მისი თანდასწრებით ხინკალი შეჭამოს, გააკუოს, და ამის გამო შეიძლება გადაუყვარდეს.
სულ სხვაა, როცა ასაკოვანი ადამიანი ავადმყოფ მეუღლეს უვლის, ისედაც უკვე დროის მიერ საკმაოდ შეცვლილს კიდე ტაშტებს აწოდებს ღებინების დროს ან სუდნოს უცვლის და მიუხედავად მთელი ამ არაესთეტიურობისა, სიყვარულით უყურებს და ამხნევებს და გული უსკდება მონიტორის ყოველ დაწრიპინებაზე, ან როცა ინფარქტიან კაცსა და მის ცოლს ორსაწოლიან პალატაში ერთ საწოლში სძინავთ, ან როცა ავადმყოფი გეუბნებათ, რომ მისთვის უკვე სულერთია გამოჯანმრთელდება თუ არა, რადგან მისი ცოლი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და რაც მალე წავა მასთან, მით უკეთესი. ყველა ასე არ არის რათქმაუნდა, ზოგი სულ მარტო წევს ხოლმე, ან მნახველები ხანდახან გამოუვლიან, მაგრამ ყველა “რომანტიული” შემთხვევა კარგად მახსოვს და მიხარია, რომ ასეც ხდება ხოლმე 🙂

ესეც ლინკი პო წემუ: არაფერია მუდმივი, მითუმეტეს სილამაზე. იხ.თემა

წწწ

May 11, 2009

Image0188 ითლად დამიფდა მარყვი

ჩემს ეზოში დამწიფდა.. :ტან: თან უჯიშო მარწყვია, ეხლა რო დაიწყო დამწიფება, ნოემბრამდე არ გაჩერდება ^^ ყოველდღე რამდენიმე დამხვდება ხოლმე ^^

წითელი პალტოს სეზონი გავიდა მგონი უკვე, საკმაოდ დათბა,
მაგრამ სამაგიეროდ წითელი ჭიამაიის სეზონი დადგა ^^
ჰერამ მაჩუქა ახალ წელს და ძალიან მომწონს, აწი სულ მეკეთება ^^
თავიდან ბოლომდე წითელ განწყობაზე ვარ :ტან:

p.s. მალე თეთრი სეზონი მოვა… თეთრი თუთა, თეთრი ბალი, თეთრი ლეღვი და ბევრი თ 😀

საქართველოს გაუვალობა სჭირს და ერთი დიდი ოყნა უნდაო, ასე ჰსთქვა ერთმა ბრძენმა ლექტორმა ჯერ კიდევ შარშან. და ეხლა სულ უფრო ხშირად მახსენდება ეს დიაგნოზი.

მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა სამწუხაროდ. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე, მით უარესი…

მაგრამ სიმპტომური მკურნალობა გამოსავალი არაა, თუ მიზეზს არ აღმოვფხვრით. ოყნა მკურნალობის ჩვეულ წესად კი არ უნდა ვაქციოთ, მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებისას უნდა გამოვიყენოთ, როგორიც იყო ერთი დიდი ვარდების ოყნა არც ისე დიდი ხნის წინ.
მაგრამ სამწუხაროდ მისმა ეფექტმა დიდხანს ვერ გასტანა, იმიტომ, რომ სწორად კვება და სწორად ცხოვრება ვერა და ვერ ვისწავლეთ. არადა მთავარი სწორედ ესაა… საჭიროა პრევენცია და არა ყველაფრის ფეხებზე დაკიდება იმ იმედით, რომ არსებობს რადიკალური მკურნალობის მეთოდები.

დაავადებას შეიძლება ერთხელ უმკურნალო, ორჯერ, მაგრამ მერე ქრონიკულში თუ გადავიდა და მუდმივი რეციდივები მოგცა, ერთერთი მორიგი გამწვავებისას შეიძლება ვეღარ გამოასწორო მდგომარეობა და ხელში ჩაგაკვდეს პაციენტი…

მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ორგანიზმში უამრავი გადაგვარებული უჯრედი და ორგანოა და ერთად შეთანხმებულად ვერ ფუნქციონირებენ. ძნელია ამ დროს დაავადებასტან ბრძოლა, ერთს დაამარცხებ, სხვა გამოჩნდება… სანამ ყველა უჯრედი ჩვენ-ჩვენი საქმის კეთებას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება.

ეხ, ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრება მინდა 😦