ფორუმზე ბიჭების სეზონს გახსნილად ვაცხადებ bis აი სია bis

sia

პ.ს.ვისაც სქესი არ უწერია, არ ნიშნავს, რომ ბიჭი არ არის. არ ვიცით ჯუსტ

Advertisements

ჯამპ

April 29, 2009

image012011აი ეგრეა რა, სკუპ და ზამთრის მერე პირდაპირ ზაფხულში ვხვდებით. ნახტომისებურად.
სადაა ნორმალური გაზაფხული? არ არის
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ძალიან დამცხა.
მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ ^^
ჩემ ახალ ჯგუფელთან ვიყავით სტუმრად
2 თვის ბავშვი ყავს და მოვინახულეთ ^^
ბავშვი ძალიან მოგვეწონა ^^
ძალიან საყვარელი და წყნარი იყო
კარგი გარემო
და სახლიც დაახლოებით ისეთი, მე რო მიყვარს…
ბუხრიანი
ხის დეტალებით
დიდი ფანჯრებით
შიგა და გარე აივნებით
ეზოთი, ბაღით
აუზით ^^
მოკლედ კარგი იყო ^^ :მზე: :ცხელ: :ცხელ:

ხო ყველა ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი ადამიანი კვდება, ყველაზე ვერ იდარდებ… და მაინც, როცა ახალგაზრდა ადამიანების უეცარი სიკვდილის ამბავს ვიგებ, მითუმეტეს თუ რამენაირად იყო ჩემთან დაკავშირებული, ძალიან ვიგრუზები… 😦
დღეს “ვარსკვლავების აკადემიის” შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორიც დაშავდა. მთელი დღე ვადევნებდი იმ თემებს თვალს იპოვნიდნენ თუ არა და ა.შ. და ბოლოს აღმოჩნდა რომ ერთერთი დაღუპული ფორუმელი იყო და ერთი დაშავებულიც 😦 მანამდეც იმოქმედა ამ ამბავმა, მაგრამ ასე რაღაც უფრო თითქოს მეტად… ორივეს პოსტები მახსოვს 😦 “არადა გუშინ ვნახე იცინოდა” სასაცილო ფრაზადაა გამხდარი, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ მგრუზავს. რო ხედავ, ჯერ კიდევ გუშინ ცოცხალი იყო და აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მეორე დღეს ვეღარ მოესწრებოდა 😦 არ უნდა ხდებოდეს ასე… ეს უკვე მეორე ფორუმელი გარდაიცვალა. მისი პოსტებიც იშვიათად, მაგრამ მაინც რომ მხვდება ხოლმე ძველ თემებში, უსიამოვნო გრძნობა მაქვს.
და კიდე არასდროს დამავიწყდება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფის თითქმის მთლიანად დაღუპვის ამბავი, რომელიც მიკროავტობუსის ავარიის გამო მოხდა… 😦 არცერთს არ ვიცნობდი, მაგრამ რომ წარმოვიდგინე სტუდენტები, რომლებიდანაც სიკვდილზე არავინ ფიქრობდა, მომავლის გეგმებს აწყობდნენ და შეიძლება სიკვდილის წინ რომელიმე მეორე დღის უსწავლელ გაკვეთილზე ან ჩასაბარებელ ჩათვლაზე ნერვიულობდა… 😦 და უცებ ბრახ… რაღაც მოხდა და ყველაფერი დამთავრდა…
როგორი უაზრო ხდება ხოლმე ასეთ დროს ყველაფერი. ის გეგმებიც, ის პოსტებიც, ყველაფერი.. 😦 ხომ შეიძლებოდა მათ ადგილზე ვყოფილიყავი? ხომ შეიძლებოდა ხვალ მეც ასე დამემართოს? ბოლოს მაინც ასეთ ეგოისტურ აზრებამდე დადის ყველაფერი. და ეს კიდე უფრო მიშლის ნერვებს… მოკლედ.. ვსიო, გავჩერდი 😦

ერთკვირიანი სააღდგომო არდადეგები მაქვს და რაც უფრო უახლოვდება დასასრულს, მით უფრო მიპყრობს პანიკა.
ფაქტიურად არ დამისვენია, მაგრამ ამ საქმეს სიამოვნებით გავაგრძელებდი
ოღონდ იქ სასიარულო არ ვიყო და ის არ მქონდეს გასაკეთებელი…

ნიდ მორ რესტ
მორ სლიფ
მორ სან
ენდ მორ ოქსიჯენ
ფლიზ :user:

dsc08293

ფორუმელთაგან ალბათ ცოტა იქნება ისეთი, ვისაც ფორუმის მითოლოგია არ წაუკუთხავს და არ იცის როგორ შეიქმნა იგი (ტექნიკური მხარეები), მაგრამ ალბათ არავინ იცის თუ რატომ შეიქმნა სინამდვილეში (სულიერი მხარე :P)…
(ეს მითი თავად მითოლოგიის ავტორის შესახებ არის და მომიტევეთ თუ მასსავით მჭევრმეტყველურად ვერ გადმოვცემ ყველაფერს)

მაშასადამე ამ დღიდან ზუსტად 33 წლით ადრე დაიბადა ტიმი, რათა აღესრულებინა თავისი მისია.
6 წლის შემდეგ დაიბადა პირველი რუ, ციკლონად წოდებული
კიდევ 8 წლის შემდეგ დაიბადა მეორე რუ, ნთვარედ წოდებული
თუმცა მათ ჯერ არაფერი უწყოდნენ
და მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, მათი შეხვედრის შანსი მცირე იყო, ამიტომ ტიმმა დაიწყო მისიის აღსრულება და საჭირო გარემოს მომზადება
ასე შექმნა თბილისის ფორუმი
და ამ ფორუმზე მალევე გამოჩნდა ციკლონი
იმისათვის, რომ თავისთან უფრო ახლოს ყოლოდა და მისია უფრო ადვილად შეესრულებინა, ტიმმა მას უბოძა მოდერობა
ნთვარე არ ჩანდა
კიდევ ერთხელ უბოძა მოდერობა
ის კიდევ არ ჩანდა
ბოლოს უბოძა ხონორარობა სამუდამოდ
და აი გამოჩნდა ნთვარე
ახლა მას უბოძა მოდერობა
რუები კი ხვდებოდნენ ვირტუალურ სამყაროში ერთმანეთს, მაგრამ კატალიზატორის გარეშე რეაქცია არ შედგა
და ტიმმა თქვა: აი დადგა დრო მოქმედებისა
და ამ დღეს შეჰყარა ნადღვები საზოგადოება ერთად
და შეხვდნენ ისინი ერთმანეთს
და მოხდა რეაქცია (აქ ჭექა-ქუხილის ხმა უნდა იყოს :D)
და აღსრულდა ტიმის მისია :ბის:
ასე დაიწყო ყველაფერი

ეხლა ერთი წლის თავზე თქვენ ამ პოსტს კითხულობთ
თუმცა უკვე წაიკითხეთ, ეხლა შეგიძლიათ დაიშალოთ

Nokia

April 7, 2009

nokia_7210_supernova

nokia 7210 supernova

ამაზეა ნათქვამი
არასოდეს თქვა არასოდესო

არ მიყვარდა ნოკია მაგრამ
საბოლოოდ ეს ავარჩიე

რაც მთავარია რეკავს
და მესიჯებს გზავნის 😀

(ეგეც რო სანატრელი გაგიხდება… :D)

და კიდევ უფრო მთავარი
ჩემი ფულით ვიყიდე

მოკლედ ეგაა
აწი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ხოლმე 😀