სიბრძნე

March 26, 2009

თარგმნის ძირი მწარე არის

კენწეროში გატკბილდებისო

:ტან:

Advertisements

11032009015
:ძილ: :ძილ: -_-

ქართული ინტ-სივრცე რომ პატარაა და რომ გაივსო ბლოგებით, ეგ ხო
მაგრამ გლობალური ბლოგერიზაციის პროცესიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება
რამეს მოძებნა რომ მინდა, გუგლში საიტების უმეტესობა ბლოგებია
ადრეც ასე იყო თუ
მე შევამჩნიე ეხლა
რაც გავბლოგერდი
?
თუმცა რაღა გავბლოგერდი
როგორც გავბლოგერდი ისე გამოვბლოგერდი
მომბეზრდა ეს
როგორც ყველა დღიური ადრე თუ გვიან მბეზრდებოდა
რაც არ უნდა დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდი და გამორჩეული რვეული ყოფილიყო
(თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ მაინც ახალს ვყიდულობდი და თავიდან ვიწყებდი)
ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კიარადა
ამ გლობალური გაბლოგერების ფონზე მივხვდი რო
არც წერაა ჩემი საქმე
და არც ჩემი ნაწერის კითხვა სხვისი
თან მეძინება ეხლა
წავედი
(სულ კი არა, დასაძინებლად)

[color=red][/color]

March 15, 2009

arrrrrrrrr

დიახ, გუშინ პირველად გავატარე მთელი ღამე საავადმყოფოში ^^ კარდიოლოგიურ განყოფილებაში.
ოთხნი ვიყავით ჩვენი ჯგუფიდან. როგორც თქვეს, მანამდე უფრო კარგ და ყურადღებიან ექიმებთან იყვნენ, ეხლა უფრო ჩვენთვის ვიყავით, მაგრამ მაინც კარგი იყო 🙂
მომწონს საავადმყოფოს სიტუაცია, განსაკუთრებით ღამით ^^
შემოვლაზეც გაგვიშვეს, დავიარეთ პაციენტები, წნევები, პულსები დავზომეთ, ერთიორს გულზე და ფილტვებზეც მოვუსმინეთ, ველაპარაკეთ, გამოვკითხეთ, ისტორიები წავიკითხეთ, კარდიოგრამები გავარჩიეთ. კორონაროგრაფიას და სტენტირებასაც დავესწარით… თან ბევრი პაციენტები იყვნენ, თავისუფალი ადგილი არ ჰქონდათ არც ინტენსიურში, არც პალატებში. და დავქროდით ფონენდოსკოპებით 😛
მერე ვინაიდან ყველა პალატა დაკავებული იყო, ექოსკოპიის კაბინეტში გაგვიშვეს ჩვენი ბარგიანად, წადით დაიძინეთო 😛 იქ ცოტა ვიქეიფეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და ჩექმებიან-ხალათებიანა მიგვეძინა გამოსაკვლევ საწოლებზე 😀
მშვენიერი ოთახი იყო, სკამებით, საწოლებით, მაგიდებით, ონკანით და რაც მთავარია სითბოთი. და კიდევ უფრო მთავარია ლექციაზე წასასვლელად დილით ჩაცმა-გამზადება, გამოსვლა, ტრანსპორტში ჯაყჯაყი და სირბილი არ გიწევს. გახვალ იქვე მეორე ოთახში 😀
უF კიდე მინდა 😀

dvs0915511
დღეს დილიდან წვიმდა, აი ისე, საწოლიდან ადგომა რომ დაგეზარება კაცს… მიუხედავად სიცივისა, ტალახისა და უამრავი გუბეებისა, მაინც მიყვარს ასეთი წვიმა, რაღაცნაირად რომანტიულ-ფილოსოფიურ ხასიათზე მაყენებს 😀

ამიტომაც იყო მთელი დღევანდელი ორსაათიანი “ინფარქტის რისკფაქტორების” შემდეგ მე და ნატალიამ კიდე ორი საათი ქოლგით რომ ვიარეთ და ვიფილოსოფოსეთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე და იმაზე, რა დიდი სიამოვნებით ვივლიდი ასეთ წვიმაში პარიზში, ან დავჯდებოდი რომელიმე პატარა კაფეში, ჩაის დავლევდი და მშვიდად დაველოდებოდი როდის მოვიდოდა საავადმყოფოში ჩემი წასვლის დრო…

წასვლით კი უნდა წავსულიყავით დღეს მე და კარინა მორიგეობაზე, მაგრამ წეღან დამირეკა ვერ წამოვალო და მე კიდე მარტო წასვლა არ მინდა… არადა კარგი იქნებოდა 😦

დღეს თბილოდა

და ჩემი ნუში

აყვავდა

nushi

კიდე უფრო დათბება და

კომშიც აყვავდება

komsh

:ყვავ: :ყვავ:

პ.ს. სურათები გადაღებულია ჩემს ეზოში…

პ.პ.ს. ისე ეს აყვავება რა ცუდი სიტყვაა 😀

crossroadექიმობა რო მინდოდა, ეგ ორი წლიდან ვიცოდი, მაგრამ ზუსტად რა და სად-ეგ არა. კარგა ხანი უბრალოდ მივყვებოდი დინებას, ყველაფერს მივედ-მოვედებოდი. ეხლა კი მგონი ვიპოვე ჩემი მიმართულება.

ნუ მთლად ეხლა არა, დაახლოებით ერთი წელია დავიწყე მაგაზე ფიქრი, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ინტენსიურად ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები :ყეს:

როგორც გარდიანმა თქვა, რაღაც მხრივ ცუდიც არის როცა ერთ რამეზე ხარ ჩაციკლული, სხვებს ყურადღებას ნაკლებად აქცევ და შეიძლება ძალიან საინტერესო და უკეთესი რამე გამოგრჩეს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. გაურკვევლობას ვერ ვიტან, მითუმეტეს საკუთარ თავში. როცა ვიცი რა მინდა, შემიძლია მშვიდად და ნელნელა ვიარო მიზნისკენ

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება
მაგრამ მაინც
აი ჩუზ –> Reproductology.fr