წვიმით
სიცივით
ტკივილით
ავადმყოფობით
უთენია ადგომით
გამოუძინებლობით
თავზესაყრელი საქმით
ათიათასი სხვა წვრილმანი
და მსხვილმანი პრობლემით
მოკლედ საზიზღრად…
მაგრამ მთავარია რომ იწყება jump2

Advertisements

myFrenchDream

February 26, 2009

ერთი ამერიკული ოცნება მქონდა…
დაახლოებით შარშანწინ ამ დროს ნელნელა ამეკვიატა და საკმაოდ ინტენსიურადაც, თუმცა დაახლოებით შარშან ამ დროს ასევე ნელნელა გადამეკვიატა…
თუმცა ის არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს და მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას და გარემოს ელოდება გააქტივებისთვის 😀 (რემისიის პერიოდი აქვს, ან არახელსაწრელ პირობებშია და სპორა წარმოქმნა :D)

ეხლა ფრანგული ოცნება გამიჩნდა.
ამანაც თავიდან ბოლომდე მომიცვა და შემაშფოთა, თუმცა ესეც საკმაოდ გრძელვადიანია და იმედია დროთა განმავლობაში კიდე არ დამეკარგება ეს ენთუზიაზმი 😦
ყოველ შემთხვევაში, თავს უფლებას ვეღარ მივცემ ისევე გულგრილად მოვეკიდო და ისევ არაფერი გავაკეთო მისი ასრულებისთვის, როგორც წინაზე ვქენი…
ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, ისევ 24 საათი და ყველასთან ამაზე ვილაპარაკო, ამას ვიზამ, იმას ვიზამ… როცა ასე ვიქცევი, ვეღარასოდეს ვაკეთებ მერე… ჯობია ჯერ გააკეთო და მერე ილაპარაკო…

ამიტომ მოვრჩები ამაზე ლაპარაკს, ჯუსტ ორნახევარი წლის მერე არსებულ ჩემ თავს ვეტყვი, ახლანდელ მარიკას ძალიან ეწყინებოდა თუ გაიგებდა, რომ შენი დიადი გეგმები არ შეასრულე… ამიტომ ძალიან ეცადე!

Wannabe

February 23, 2009

1doc

-რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა დიდ, გემრიელ ვაშლს ჩაკბიჩავ და შიგ ჭიას აღმოაჩენ?
-ის, რომ დიდ, გემრიელ ვაშლს ჩაკბიჩავ და შიგ ნახევარ ჭიას აღმოაჩენ

-და რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა მშვენიერი სულთნურ-ესკიმოსური, ფორთოხლიან-სერიალებიანი დღის მერე კომპთან ჯდები და უამრავი სათარგმნი გაქვს დარჩენილი?
-ის, რომ კომპთან ჯდები და გარდა იმისა, რომ უამრავი სათარგმნი გაქვს დარჩენილი, ჰიგიენას გაგახსენებენ

drug

ხინკალზე გადის yes

ge-eu1

ასე თუ გავაგრძელეთ, მალე წარბების გახვრეტასაც დავიწყებთ 😛

p.s. როგორ მომნატრებია ^^

ვალენტობა

February 14, 2009

“ვალენტობა არის ქიმიური ელემენტის ატომის უნარი წარმოქმნას კოვალენტური ბმების გარკვეული რაოდენობა”

ეს არის ერთერთი გამონაკლისი წესთაგანი, რომელიც დღემდე ზეპირად მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ყოველ ვალენტინობას მახსენდება და ვიმეორებ ხოლმე, გამეორება კი ცოდნის დედაა 😛

თვითონ ვალენტინობას რაც შეეხება, კარგი მიზეზია აღნიშვნისათვის, საჩუქრების ჩუქებისათვის და ა.შ., მაგრამ ამჟამად ჩემმა საჩუქარმა ვალენტინობას ვერ მოუსწრო 😀 ორშაბათამდე შეფუთული უნდა იდოს 😦

სამაგიეროდ ვიღაცის ვიღაცის პანაშვიდზე ვიყავი დღეს :რარომანტიულია:

:ბრიყვ:

February 12, 2009

ნატალიამ ერთი ძველი სიმღერის ლინკი გამომიგზავნა, ჩვენი შუშაბანდებიდან
მერე სხვა სიმღერებიც ამოვქექეთ, ახალგაზრდობა გავიხსენეთ :უსერ:
ნოსტალჟიი 4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq
ეხლა ზუსტად ბრიყვის სახით ვზივარ და ვუსმენ და ვიხსენებ :უსერ: :ბრიყვ:

ესეც მცირე ამონარიდი შუშაბანდებიდან 4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq

Evanescence – My Immortal
Avril Lavigne-Nobody’s Home
Radiohead – Creep
Coldplay – Trouble!
Red Hot Chili Peppers – Road Trippin
Duran Duran – Come Undone
Neneh Cherry & Youssou N’Dour – 7 Seconds
Joe Cocker – N’Oubliez Jamais
Soul Ballet Am I Close Enough
Enya – Only Time

4tqhpcjywjprobrklljnhr4zqiq :ბრიყვ: :ბრიყვ:

ლიბრარყ

February 11, 2009

დღეს მთელი დღე ლიბრარყში ვიჯექი.
სამუშაო დამიგროვდა თავზესაყრელი და იქაური კომპიუტერები ასეთ დროს მისწრებაა. ჯერ ერთი, უფრო დიდი და კარგი ეკრანები აქვთ, თან თითქმის ყველა საიტი დაბლოკილია, რის გამოც ვერ ვცდები ხოლმე და იძულებული ვარ საქმე ვაკეთო 😀
თუმცა მთლად ასე იდეალურადაც არაა საქმე…
მიუხედავად ყველაფერდაბლოკილობისა, ზოგიერთი ძალიან მონდმებული ბიჭი მაინც ახერხებს “რუს ნაშებთან” ჩეთაობას, თან კოლექტიურად და თან ხმამაღლა, ყველას გასაგონად და მაქვს ბედნიერება მოვისმინო “ია სტოლბა-ტი სტოლბა” ტიპის ფრაზები 😀
იმის მოსმენაც შეიძლება, როგორი იყო გასვენება, რომელსაც წინა დღით ბიბლიოთეკარი ესწრებოდა და როგორი ჭაღები იყო იმ რესტორანში, სადაც ამ გასვენების მერე წავიდნენ 😀
კიდევ, თუ ძალიან ბოლოში დაჯდები, ტვინს აგიფეთქებს რაღაცის ბღუილი, არ ვიცი რისი.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იქ უფრო კარგად ვმუშაობ, განსაკუთრებით პიკისსაათების გავლის შემდეგ, სიწყნარე რომ დგება და ხანდახან მინდა 7 საათზე კიარა, უფრო გვიან იკეტებოდნენ. იმუშავებ, იმუშავებ, იმუშავებ, გახვალ უნიკორში, მოიმარაგებ შოკოლადებს, კიდე იმუშავებ, იმუშავებ, იმუშავებ… სანამ ტვინი არ აგიდუღდება…
მერე რომ გამოდიხარ, დაცარიელებული ლიბრარყ, დაცარიელებული ფოიე, მიყვარს სიწყნარე რომ არის ხოლმე…
და მერე სახლში რო მოდიხარ რა მაგარი გრძნობაა 😀 ადუღებულტვინიანი სუფთა ჰაერზე რო გამოხვალ, თავს ვალმოხდილად რომ გრძნობ მიუხედავად იმისა, რომ კიდე უამრავი საქმე დაგრჩა… მაგრამ მერე რა, ამ დარჩენილს ხვალ გააკეთებ, სად წავა ლიბრარყ

პ.ს. ქვემოთ იშვიათადღა ჩავდივარ ხოლმე. ეგ იმიტომ, რომ ყველა წიგნი, რაც კი მჭირდება (და რაც არ მჭირდება ისინიც) კომპში მაქვს… წელს სულ ერთიორჯერ ვიყავი, არადა შარშან სულ იქ ვეგდე 😀 მაინც მიყვარს იქაურობა თავის წიგნებიან-ბიბლიოთეკარებიანად (დაჟე :D)

:ადუღებულიტვინითდაწერილიპოსტი:

ზვეზდა

February 9, 2009

მთვარე ვიყავი, ვარსკვლავი გავხდი ფაქტიურად 😀
14 გვერდიანი თემა მომიძღვნეს bis1

* * *

update: კიდევ ორი ახალი სერია: სერია 2, სერია 3 🙂

to be continued…

სასწრაფო ყველასთვის უფასოა
მხოლოდ სტუდენტებისთვისაა ფასიანი
თუ მუშაობა გინდა, აქეთ უნდა უხადო ფული, თვეში 100 ლარი
თურმე :მო:

მინდა ეს ოხერი ელემენტარული პრაქტიკა, ელემენტარული ჩვევები, პაციენტთან მუშაობის გამოცდილება
მინდა თავი ექიმად თუარა, სამედიცინოს სტუდენტად მაინც ვიგრძნო.
ონკოლოგიურში ის ორი კვირა ძალიან კარგი იყო, ბევრი რამე ვნახეთ, პაციენტებიც, ოპერაციებიც.. დანგრეული 8 სართულის მიუხედავად ის ერთი მეცხრე სართული რაღაც გვირაბის ბოლოს სინათლესავით იყო…
სტუდენტებივით გვექცეოდნენ, თეთრი ხალათებით დავდიოდით…
ეხლაც გავრეცხე და გავაუთოვე თეთრი ხალათი, ორშაბათიდან სწავლა გვეწყება. მაგრამ სწავლის გარდა პრაქტიკაც მინდა კიდე : (
სასწრაფო ამისთვის ერთერთი საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მრავალფეროვნებაა, ბევრ რამეს ნახავ და სწრაფად მოქმედებას მიეჩვევი..
მაგრამ ეგრე სადააო, ფული უნდა გადაიხადოთო…
სხვა რამეს მოვიფიქრებ, არაუშავს :მო:

RU vol.2

February 4, 2009

დღეიდან ახალი რუ მყავს _gif

ახალი ვერსიაა, დააფდეითებული, დააფგრეიდებული, გაუმჯობესებული… _gif

სრულიად ახალი, ჯერ კიდევ შეფუთული და გაუხსნელი _gif

ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ _gif

k5bs1vrxbrust2fznuhff8zg03w1