YourPersonalMoon

January 31, 2009

ოლვეიზ ვიზ იუ

bnm

3ec8b8d7-c7ff-42f5-ae7e-37d2d39c380a

24_09_2007_0253603001190637954_leonid_tishkov_i_boris_bendikov

personalmoon

1196810612_0939e0cd55_o

კი უნდა გქონდეს ადამიანს ერთიორი ასეთი მთვარე… კარგი რამეა… განსაკუთრებით როცა ადამიანები ნერვებს გიშლიან :მო:

ReFresh

January 29, 2009

საერთოდ ცვლილებებს ძნელად ვეგუები, რაღაცას რო მივეჩვევი, მერე კარგა ხანი მაქვს ხოლმე და არ ვცვლი. ეს ეხება ვირტუალურ სამყაროსაც. ფორუმზე ავატარი ბოლოს როდის შევცვალე, აღარც მახსოვს, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ყველაფერი შეიძლება მოგბეზრდეს, ყველაფერს ჭირდება განახლება :ყეს:

zzz-copy ერთი სურათი ვნახე, რომელიც ძალიან მგავს. გარეგნულად არა, შინაგანად 😀 ან შეიძლება ითქვას-განწყობით. ძალიან “მე” სურათია, ოდა დავიყენე ავატარად, ჯერ მესინჯერებში, მერე ფორუმზეც 😀 თან თეთრ ფონზეა, თეთრი საროჩკით… ხოდა თუ ძალიან მოინდომებ მაგ საროჩკის მაგივრად თეთრი ხალათიც შეიძლება იგულისხმო 😛 ისე თეთრი ფერი ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს.

დღეს დილით (თუ გუშინ ღამე) ჩემი ძმა წავიდა უკრაინაში 10 დღით.
ჩვენ გავაცილეთ.
აეროპორტში ერთიორჯერ ვარ ნამყოფი,მაგრამ ყოველთვის სხვის გასაცილებელ-დასახვედრად.
ძალიან მომწონს იქაურობა და მიმავალი გზაც. თან თუ ღამეა.
ღამე ქალაქში სიმშვიდეა, ქუჩაში ხალხი არაა, სამაგიეროდ ყველაფერი განათებული და დაწყნარებულია, შენ კი კომფორტულად ზიხარ მანქანაში, მიდიხარ და ამ ყველაფერს უყურებ^^
აეროპორტის აურა მიყვარს.. ბევრი ხალხი რო ფუსფუსებს, ყველას თავისი საქმე და გზა რომ აქვს. უნდა დაჯდე, უყურო და გამოიცნო ვინ სად მიდის და რა საქმეზე.
ვუყურებ ხოლმე ამ ხალხს და მეც მინდება მქონდეს დიდი ჩანთა, ბილეთი და წასასვლელი.
საქართველოს გარეთ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ იმედია ამ ზაფხულს მაინც წავალ ცოტა ხნით :

თავკისერი

January 26, 2009

ჯერ არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებები მარტო პირველი დღის შემდეგ რჩება და ამის არაღნიშვნა არ შეიძლება 😛

ჯერ ონკოლოგიურამდე ავედით, მერე იქ მეცხრე სართულამდე, მოკლედ თბილისის მწვერვალზე აღმოვჩნდით ფაქტიურად.

იქაური ხედები ცალკე თემაა და ერთიორი სიტყვა უნდა ვთქვა. გზაში უამრავი გაურკვეველი წარმოშობის ბეტონის კონსტრუქცია ხო არის, მაგრამ მაგას კიდე აიტან, იტყვი ქალაქისგან მოშორებითააო, მაგრამ ზემოდან რომ გადმოიხედავ, მთელი ქალაქი ეგეთია… ბეტონიანი, ნაცრისფერი და კუთხოვანი:(

თვითონ იქაურობას რაც შეეხება, შესასვლელში მართლა ციოდა და მართლა იდგა რაღაც საჭმლის სუნი, რომელიც გვიწინასწარმეტყველეს 😀
ძალიან მოგვეწონა წარწერა “ჯანმრთელობა”, რომლის ქვეშაც ისარი ეხატა. ეს ისარი რას ნიშნავდა ვერ გეტყვით, ალბათ ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, იმ მიმართულებით უნდა ეძიოს 😀
არ ვიცი შეიძლება ცუდი იუმორია, მაგრამ ასევე ძალიან გამეცინა სამლოცველო კუთხეებზე, რომლებიც მრავლად იყო :უსერ: “ტალახის აბაზანები” გამახსენდა :უსერ: :უსერ:

ბოლოს ავედით მეცხრე სართულზე, სადაც ფრიად კარგი სიტუაცია დაგვხვდა. ხალათები ჩავიცვით, ნორმალურ და თბილ კაბინეტში შევედით, ძალიან კარგ და ჭკვიან კაცთან.
ქირურგიის ნათარგმნი ოთხი თავიდან ერთი იყო “ონკოლოგია”, ერთი “თავი და კისერი”, ოდა ონკოლოგიურის თავისა და კისრის განყოფილებაში მოვხვდით 😀
უამრავი პაციენტი ვნახეთ, რომლებიც არ ილეოდნენ, ერთი გადიოდა, მეორე შემოდიოდა… ორ ოპერაციასაც დავესწარით. ძალიან საინტერესო იყო, საოპერაციოც-კარგი, ის კაციც გვიხსნიდა რაღაცეებს. ხვალ სამი ოპერაცია იქნება, სხვა განყოფილებებსაც დაგვათვალიერებინებენ (სარძევე ჯირკვალიც ვთარგმნე :P). მოკლედ ლამის გულიც კი დამწყდა ქირურგობა რო არ მინდა 😀

მაგრამ ერთერთი მიზეზი რის გამოც არ მინდა, ისაა, რომ ფეხზე დიდხანს დგომა საშინლად არ მიყვარს, მალე მტკივდება ხოლმე წელი 😦 ამ ორი ოპერაციის განმავლობაშიც საკმაოდ დავიღალე. მაინც კარგ ხასიათზე დავდექი და კმაყოფილი დავრჩი 🙂 ნეტა სხვა საგნებშიც ეგრე ყოფილიყო

post-43-11784719791

ხვალიდან ონკოლოგიურში უნდა ვიარო ორი კვირა “კლინიკურ პრაქტიკებზე”. ზუსტად რა იგულისხმება ამაში არ ვიცი, ანუ არ ვიცი დღეში რამდენი ხანი უნდა ვიყოთ იქ, რა უნდა ვაკეთოთ და ა.შ. მაგრამ მაინც ინტერესით ველოდები.

ვცდილობ კარგი განწყობით მივიდე : ) დღეს ხალათი გავამზადე, გავრეცხე, გავაუთოვე. ძალიან მიყვარს თეთრი ხალათი და მისი გაუთოვება ^^ თუმცა ისიც არ ვიცი ხალათით უნდა ვიაროთ, ფორმით თუ შუბებით.

რაც არ უნდა იყოს, პირველი კლინიკური პრაქტიკა იქნება და ბევრი რამე იქნება ამაზე დამოკიდებული. უფრო ჩემ თავში გარკვევის მხრივ. ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც.. : )

ვნახოთ ორი კვირის მერე რა განწყობით და შთაბეჭდილებებით ვიქნები და რას დავწერ ბლოგზე… ყველაზე მეტად თვითონ მე მაინტერესებს : )

Clingstone Mansion

January 24, 2009

სახლ-კუნძული

clingstone-mansion

clingstone-mansion-2

clingstone-mansion-3

საცხოვრებლად არა, მაგრამ
დასასვენებლად კი წავიდოდა კაცი ერთი-ორი კვირით
:უსერ:

კინოს სათაურივით გამომივიდა : D
ისე ბავშვობაში კი მიყვარდა ეგ კინო და სულ მინდოდა მეც მარტო ვყოფილიყავი დიდ სახლში, ოღონდ ერთიორი დღით კიარა, სულ.
თუმცა მინდოდა რა, ეხლაც მინდა.
ოღონდ დიდი არა, პატარა და მყუდრო სახლი მირჩევნია.

თემიდან გადავუხვიე : D

იმის თქმა მინდოდა, რომ ეს დღეები დილაობით წასასვლელი არსად ვარ და შესაბამისად, სახლში მარტო ვრჩები ხოლმე.
არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცნაირი კარგი შეგრძნებაა.
მართალია ეს დიდხანს არ გრძელდება და არც სახლია ისეთი, მე რომ მინდა, მაგრამ მაინც.
არადა გარეთ ისეთი მზე და კარგი ამინდია, გაზაფხული გეგონება უკვე
მაგრამ გასვლა მაინც მეზარება.
ხოდა ვარ ასე მარტო სახლში.

პ.ს. ნეტა ასეთი ამინდები გაგრძელდეს და აღარ აცივდეს/ათოვდეს :უსერ:

1-ით ნაკლები გამოცდა

2 კილოთი ნაკლები წონა

რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე თმა

ფაქტიურად 😀

picture-0301

To-Day

January 17, 2009

დღეს მთელი დღეა გასული ვარ…

დილით სამედიცინოზე გავედი, ყელ-ყურის დასაქსეროქსებლად.
ნატალიაც უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა.
მერე ნანასთან ვიყავი კარგა ხანი. ნატალიაც მოვიდა.
იქიდან ქირურგიის უზარმაზარი წიგნით დატვირთული წამოვედი.
წავედი ვაკის პარკში, რუს და ნათიას სანახავად.
ნათია სულ მწვანე იყო ^^
იქ ბევრი სურათები გადავიღეთ.
ძალიან კარგები ^^
მერე კიდე დაგვემატა ხალხი. ჯერ ლოლა, მერე კოკა და ცუგა.
ვაკის პარკიდან ელდეპოში ჩამოვედით (სახინკლეში).
ხინკლები არ მიჭამია ოღონდ.
მერე რუ ლოლასთან და ლილიანთან ავიდა.
მე სახლში წამოვედი.
და უკვე მომენატრა.

ორ დღეში გამოცდა მაქვს.
კიდე ორი სათარგმნი მაქვს.
მაგრამ მეზარებიან.
თან ცოტა მშია ისევ.
ვზივარ ეხლა და სურათებს ველოდები.

-რა სარგებლობა მოაქვს ფორუმელობას?

-ტაქსების კომპანიაში რეკავენ სრულიად უცხო ადამიანები და გკითხულობენ
(ალო, საშას თხოვეთ )

-რა სარგებლობა მოაქვს მოდერატორობას?

-ტიმი წელიწადში ერთხელ უფასოდ გკვებავს (და რუ გაცილებს )
-როცა რამე საქმე (სათარგმნი) აქვთ, პირველად შენ მოგმართავენ…

^^

დაიწყო

January 12, 2009

დღეს ისევ დაიწყო სწავლა (თუმცა დროებით). რაღაცნაირად ძალიან ხალისით და კარგ ხასიათზე წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათი გვალოდინეს და ა.შ, მაინც გადასარევად ვიყავი. ბიბლიოთეკაშიც წავედი და აღმოვაჩინე, რომ იქაურობაც მომნატრებია (რა არის მაინც ეს გაწმენდილი აურა )

რას ერჩი ბიბლიოთეკას, სითბოა, ბიბლიოთეკარებმა ღიმილით მომიკითხეს, შვარციც მათხოვესცოტა ხნით.. მშვენიერი კომპიუტერებია და თან ყველა არასაჭირო (ზოგი საჭიროც, მაგრამ რას ვიმზამთ) საიტი დაბლოკილია და ვერ მოცდები.. ერთი ის აკლიათ, იმ კომპიუტერებთან სკამების მაგივრად სავარძლები დადგან და კიდე ისა, ცოტა დამენანა დიეტაზე რომ ვარ, ბიბლიოთეკაში დიდხანს მუშაობის დროს თავის ფსიქოლოგიური გამხნევების სახით რაღაც სასუსნავებს ვყიდულობდი და ვჭამდი ხოლმე ადრე

ხო, დიეტა… დიახ დიეტა დავიწყეთ მე და ნატალიამ
დღეს მეოთხე დღეა. უფრო ხანგრძლივ დროზეა გათვლილი, ფაქტიურად კვების რეჟიმია და არა წონაში დასაკლები უეცარი დიეტა, მაგრამ სამაგიეროდ შედარებით ადვილია, ნევროზებს არ ავიკიდებ, ორგანიზმს არ გამოვიფიტავ და იმედია გაზაფხულისთვის კარგ ფორმაში ვიქნები

კიდე კარინამ ხელთათმანები მაჩუქა (დაგვიანებული საახალწლო საჩუქარი)

ერთადერთი ცუდი ისაა, რომ რუც ფრიად დატვირთულია ეს დღეები და ვერ ვნახულობ

მოკლედ, რაც გამახსენდა ყველაფერი ჩამოვწერე, მაგრამ პოსტის მთავარი სულისკვეთებაა: დაიწყო
რაღაც ენთუზიაზმით ვარ გამსჭვალული და მგონია რომ ბევრ ახალ რამეს გავაკეთებ და ბევრი ახალი რამე მოხდება… ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები ^^

პ.ს.

Notebook needed

January 11, 2009

დიდი ხანია მინდა, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან ამოვიდა ყელში ჩემი კომპიუტერი, ზედმეტად ბევრი ნაკლი აქვს (საერთო კომპიუტერია და ამით ბევრი რამეა ნათქვამი, მაგრამ მაინც განვავრცობ)

  • ნაკლი #1: no privacy
  • სულაც არ მინდა, რომ ჩემი დოკუმენტები და ყველაფერი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასევე საიტები, რომლებსაც ვსტუმრობ, მაგალითად ეს ბლოგი, სასურველია მათ არ ნახონ.

  • ნაკლი #2: დროში შეზღუდულობა
  • კომპიუტერი მარტო ჩემი არაა, შესაბამისად, როცა მე დიადი საქმეები მაქვს გასაკეთებელი, შეიძლება ამ დროს ჩემი და იჯდეს და რამე საყვარელ კინოს უყურებდეს, ან ჩემი ძმა აკეთებდეს თავის არანაკლებ დიად საქმეებს. ამას დესერტად დამატებული პერიოდულად დედაჩემის ან მამაჩემის აფეთქება საკითხზე “სულ კომპიუტერთან ხომ არ უნდა იჯდე” ან “ირგვლივ აღარავინ გაინტერესებს”.

  • ნაკლი#3 ფიქსირებულობა
  • ზემოთაღნიშნული აფეთქებების დროს დიდი სურვილი მაქვს ხოლმე სადმე უფრო მყუდრო ადგილას გადავიდე, მაგრამ კომპიუტერის ფიქსირებულობა ამის საშუალებას არ იძლევა. იმ ოთახში, სადაც დგას, სითბო ცუდად აღწევს და ზამთარში ხელები სულ გაყინული მაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მრავალსაათიანი სამუშაო მაქვს ხოლმე და სულ სკამზე ჯდომა საკმაოდ მოუხერხებელია.

  • ნაკლი#4 სიძველე
  • 2001 წელს ნაყიდი კომპიუტერია და საკმაოდ დაძველდა უკვე, ხშირად ჭედავს. ხშირ-ხშირად ჭირდება ვინდოუსის გადაყენება.

  • ნაკლი#5 მცირე მეხსიერება
  • ჯერ ისედაც ცოტა აქვს, 40გბ და მერე გატენილია მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები მასალით. ნახევარი ალბათ ჩემი დის სურათებია, ყველა ექსკურსიაზე, შატალოზე, გავლა-გამოვლაზე, სტუმრობაზე და ა.შ, ტონობით სურათებს იღებენ. ჩემთვის მაქსიმუმ 7-8 გბ-მდე ადგილი რჩება, არადა 16 გბ-ის მარტო წიგნები მაქვს ჩასაწერი.

  • ნაკლი#5 მონიტორი
  • ზომაში კი დიდია, მაგრამ ჩვეულებრივია, ხანდახან ციმციმებს და თვალებს მატკივებს. ხოდა კიდე, ოდნავ ჩაბნელებულია. ბრაითნესი, კონტრასტი და ყველაფერი მაქსიმუმზეა, მაგრამ მაინც არ ნათდება ბოლომდე

    . . .

    გამოსავალი:
    მინი ლეპტოპი

    ამას დავადგი თვალი.
    მემგონი საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს თავის
    ფასთან შედარებით.

    ჩემი ფულით უნდა ვიყიდო,
    იმედია ზაფხულამდე მოვახერხებ…

    და მერე ჩავუჯდები ხოლმე გემრიელად, იF, იF ^^

    ბლოგზე თოვა შეწყდა (უკვე რამდენიმე დღეა), საახალწლო განწყობამაც გადამიარა (ეგეც უკვე რამდენიმე დღეა) ოდა დროა ძველ ჰედერს და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე:)

    მუშაობა გავაგრძელე, დღეს დილით ადრე ადგომაც მომიწია:D
    ნატალიამ დამიბარა თავისთან მორალური მხარდაჭერისთვის. ორკები დაპატიჟა და სათანადოდ ხო უნდა გამასპინძლებოდა:P ცოტა ვიოჯახისქალეთ მოკლედ.

    კარგი დღე იყო, მზიანი. თან დიდ ფანჯრებიან ოთახში ვიჯექით საყვარლად, სადაც კარგად შემოდიოდა სინათლე. მართალია ეს სინათლე სითბოს სულაც არ ნიშნავდა, მაგრამ ეგ გარეთ:D შიგნით მშვენივრადაც თბილოდა.. ხოდა გაზაფხული მომენატრა, გარეთაც რო თბილა უკვე და ძალიანაც რო არ ცხელა. კომბოსტოსავით შეფუთული რო აღარ დადიხარ… უF ახალი წლების მერე უკვე მოსაბეზრებელია ზამთარი:(

    თუმცა თუ კიდე მოვიდა კარგი თოვლი ან მოვახერხეთ ბაკურიანში წასვლა, ამ ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ :ნეტამოვახერხოთ: 😀

    პ.ს. ეს კიდე უკვე ყოფილი ჰედერი 🙂

    christmas3

    ყოველთვის “ღამურა” ვიყავი, მაგრამ ამ ახალმა წელმა სულ ამრია. ღამე 3-4-5 საათამდე ვერ ვიძინებ და დღისითაც სადღაც მაგ დროისთვის ვდგები… ქაშმარ

    თან მაგას დამატებული გაუთავებელი სტუმრიანობა და სმა-ჭამა

    თუმცა ეს აუცილებლად წასასვლელი და აუცილებლად მოსასვლელი ნათესავების სია მგონი ამოიწურა, ტელევიზორშიც რაც კი კინოები ქონდათ, ყველას ვუყურე მგონი, მეც ნელნელა მბეზრდება ეს უსაქმურობა და შევეცდები ცოტა რეჟიმს დავუბრუნდე.

    ნუ ძილ-ღვიძილის ამბავი ასე ადვილად მოსაგვარებელი არ არის, მაგას ნელნელა გამოვასწორებ. სამაგიეროდ კვებას მივხედავ რადიკალურად. და კიდე, მუშაობას დავუბრუნდები ხვალიდან, თორე ნამეტანი დიდი შესვენება გამომივა.
    აბა მე ვიცი, წარმატებები