szj155169

დღეს დილით რვის ნახევარზე გამეღვიძა. ვიფიქრე, ძლივს არდადეგები მაქვს, ასე ადრე რამ გამაღვიძათქო და შევეცადე გამეგრძელებინა ძილი, მაგრამ არ გამომივიდა. ვიწექი ასე თვალდახუჭული, მერე მომბეზრდა და ავდექი.

ისეთი დილაა, მზიანი, ზამთრისთვის არც ისე ცივი, კარგ ხასიათზე რო დაგაყენებს ^^ თავს მხნედ და freshად რო გაგრძნობინებს, ვარჯიშსაც მოგანდომებს, საუზმობასაც და ყველაფერს, რასაც ნორმალური ადამიანი დილით უნდა აკეთებდეს.

როცა მინდა ხოლმე, მაშინ არ გამომდის. დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ გამომივიდა.
ხოდა ღუდ მორნინგ ევრივან ^^

Advertisements

რამდენი ხანია კინოში არ ვყოფილვარ… ერთ წელზე მეტიც იქნება…
ოდა ბლოგერები დაგვპატიჟეს კინოზე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”.
წავედი იმასთან ერთად, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს და ფრიად კმაყოფილი დავრჩი.

კინოს განხილვას დაწვრილებით არ დავიწყებ, კინოკრიტიკოსი არ ვარ და თან ისედაც გავსებული იქნება ბლოგები ამ შინაარსის პოსტებით. საერთოდაც არ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ მომეწონა და უბრალოდ ავღნიშნე.

მსუბუქი და ნორმალური საახალწლო კომედია, განათებულ-გალამაზებული რუსთაველის გამზირი და სხვა დეტალები მომენტებში ისეთ შთბეჭდილებას ტოვებდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

კარგ ხასიათზე დავდექი : )

SaturdayNightFever

December 27, 2008

dance2;

ბევრი რამის დაწერა მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნებაზე, 25 დეკემბერს სადმე ევროპის ქალაქში მენახა შობა, გუშინდელ დღეზე, ჰერასთან ჩვენ სტუმრობაზე, საჩუქრებზე და ჯადოსნურ ჯემზე მაგრამ რაღაც ისე ვერ გადმოვეცი, როგორც მინდოდა და გადავიფიქრე, ჩემთვის დავიტოვე:)

კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ რუსთან დაკავშირებით:) გუშინ გვანახა. მერე გუშინ ღამე და დღეს დილით გათიშული მქონდა ინტერნეტი, რუმ კიდე გამომიგზავნა მეილზე და ისე მაინტერესებდა, სამედიცინოს ბიბლიოთეკაში წავედი სანახავად:D მაგაზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე და ეგეც ჩემთვის დავიტოვე^^
საშობაო პოსტის მაგივრად გამომივიდა ჩემთვის დატოვებული პოსტი:D

არდადეგები

December 24, 2008

დღეს ახალი კურაცია დაგვეწყო, ყელ-ყურის. ჯგუფელებმა დეკანატში გაარკვიეს, რომ 31 დეკემბრამდე ვსწავლობდით, მერე დასვენება, მერე 10 იანვარს გვეწყებოდა ისევ და 18-ში გამოცდა.

ოდა მივედით ჩვენს ნაცნობ კონსტიტუციის ქუჩაზე დილის 10 საათზე. ვიჯექით და ველოდებოდით, თან ვლაპარაკობდით და გავიგეთ, რომ გვერდითა ჯგუფი გაუთავისუფლებიათ 12 იანვრამდე.

ლექტორი 11-ზე მოვიდა, სია დაგვაწერინა, მაგრამ არც ამოუკითხია. ჩემმა ჯგუფელებმა უთხრეს გვერდითა ჯგუფზე და ამ ლექტორმაც კაიო, თქვენც 12 იანვარს მოდითო, ეხლა კი თავისუფლები ხართო, დენი არ არის, გათბობა არ გვაქვს და ხო არ გაგყინავთ აქო.

დავრჩი გაღიმებული.

მერე გავაცნობიერე რომ თავისუფალი ვარ თითქმის მთელი 20 დღე, 12 იანვრამდე მთელი საუკუნეა, ასეთი საახალწლო არდადეგები მეცხრე კლასის მერე არ მქონია და მოკლედ

მაგრამ… ეგ 12 აღმოჩნდა შაბათი დღე. შაბათს ეგენი არ მუშაობენ, კვირას მითუმეტეს… ანუ მივალთ 14-ში… და 18-ში გამოცდა გვაქვს… ეგეც შენი კურაცია… და ჩაითვლება რომ საგანი გავიარეთ…
რა საყვარლობაა

კოლეჯი

December 23, 2008

მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი. სხვა ალტერნატივა არასდროს სერიოზულად არ განმიხილია და როდესაც მეცხრე კლასში გავიგე სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის არსებობის შესახებ, დაუფიქრებლად დავიწყე მომზადება იქ ჩასაბარებლად. კოლეჯს თვითონ უნივერსიტეტთან შედარებით ის უპირატესობა ქონდა, რომ ერთ წელს იგებდი, ეს კი არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტია, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე ხანგრძლივია სწავლა.

Read the rest of this entry »

christmas-lights1

მაკულატურა

December 20, 2008

გუშინ საღამოს დედაჩემი რაღაც ძველ წიგნებს და რვეულებს ახარისხებდა. მერე დამიძახა, რაღაცეები მაჩვენა. ერთი ტონა ჩვენი რვეულები იყო, პირველი კლასიდან მოყოლებული 😀 მენანება გადაყრაო… მეც ვნახე. ზოგი რა სასაცილო რამეები ეწერა 😀 ჯერ წერას რო ვსწავლობდი და აჩხა-ბაჩხა ასოებით ვწერდი, მერე დაწყებითი კლასების თავისუფალი თემები 😀 “როგორ გავატარე ზაფხული” “დედა” “ჩემი მასწავლებელი” “რა მინდა რო გამოვიდე” და რაღაც ეგეთები 😀

499987_waste-paperმერე გაფორმებები….უFF, განსაკუთრებით დემირელში ვაფორმებდი ხოლმე საშინაო დავალებებს, სულ ფერად-ფერადი პასტებით და ფანქრებით 😀 რაც უფრო ფერადი და ლამაზი იყო დავალება, მით უფრო მაგარი იყავი და მეც ვსარგებლობდი ამით.. ზოგჯერ სტაფილოსფერ-ყვითელი პასტით ვწერდი ხოლმე მთელ ტექსტს, რო ვერ წაეკითხათ და დამეფარა ჩემი საშინელი ახალნასწავლი და ჯერვერდამუღამებული ინგლისური 😀 მათემატიკის რვეულიც კი ისეთი შედევრებით მქონდა სავსე 😀

თან ყოველთვის ასეთი ღამურა ვიყავიდა რამდენი რამე მითენებია მაგათ წერაში, რა მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე :უსერ: ეხლა უბრალო მაკულატურა გახდა. დედაჩემს კი ენანება გადაყრა, მაგრამ მაინც 🙂

პენსიონერა

December 15, 2008

დღეს დილით რომ გავიღვიძე, პირველი, რაც გვიფიქრე იყო: ¨ისევ დამაგვიანდა¨
პირველი, რაც გავაკეთე-მობილურს დავხედე… სულაც არ მაგვიანდებოდა, დაჟე ადრე გავიღვიძე, მგრამ საათის გარდა იქ დამხვდა ნატალიას მესიჯი: ¨მააარჩეეგ, თოვს გარეთ..ააა..¨
მხოლოდ ამის შემდეგ გვიხედე ფანჯარში და იმხელა ვიკივლე, სახლში ყველა გავაღვიძე 😀
იმის მაგირდ, რომ აუჩქარებლად გავმზადებულიყავი და წვსულიყავი ლექციაზე, ჯერ კიდევ თბილ საწოლს მივუბრუნდი…

პენსიოერულ ხასიათზე დავდექი

აი ისეთზე, ბებიები რომ დაჯდებიან ხოლმე ძველებურ სარწეველა სავარძლებში, ფეხებს ბუხარს მიფიცხეენ, ფანჯარაში თოვას უყურებენ, თან მუხლებზე საქსოვი უდევთ, ხელში ჩხირები, მხრებზე შალი აქვთ შემოხვეული და მეცხრე ჭიქა ჩაის ადუღებს ელოდებიან 😀

წავალ ეხლა, ზოგიერთ პუნქტს შევასრულებ

dsc_0049

ძალიან მიყვარს…
და საერთოდ, ყველაფერი მიყვარს ციტრუსებთან რაცაა დაკავშირებული.

recycle-citrus-peel-title-main_fullპატარაობიდანვე, ჯერ კიდე მაშინ, შეშის ფეჩი რომ გვქონდა, მანდარინის გაფრცქვნის შემდეგ ქერქებს ამ ფეჩზე ვაწყობდით და ძალიან გვიყვარდა მისი სუნი.
ეხლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაციებული ვარ და ცხვირი გაჭედილი მაქვს, გვერდითა ოთახიდან მომივიდა ეს სუნი და კარგ ხასიათზე დავდექი.

თან ლიმონიან ჩაის ვსვამ (თუ ჩაიან ლიმონს, ძნელი გასარჩევია:D).10_2

ლიმონი ჩაიშიც მიყვარს, პირდაპირ საჭმელადაც და ხეზეც. რამდენიმე წლის წინ მოიტანა მამაჩემმა ლიმნის პატარა ხე და დავხატე კიდეც. ეხლა გაიზარდა და ძალიან დიდ, ლამაზ და გემრიელ ლიმნებს ისხამს, თუმცა ცოტას.

ფორთოხალში ყველაზე მეტად გაფცქვნის პროცესი მიყვარს, და ის სუნი, ხელებზე რომ რჩება მერე. იგივე შეიძლება ითქვას გრეიფრუტზე, თუმცა მისი გარჩევის პროცესი უფრო ინტენსიურია ხოლმე, თითოეულ ლებანს ცალ-ცალკე ვაცლი იმ რაღაც თეთრ საფარს და მერე ვჭამ, მაგარია.
წავედი, კიდე ერთი ჭიქა ლიმონიანი ჩაი დავლიო იქნებ მიშველოს…

არ წახვიდე საყიდლებზე დედასთან ერთად!

ეს მთავარი წესია.

კიდევ მეორე წესი ისაა, რომ საყიდლებზე არ უნდა წახვიდე სანზონაში (), მითუმეტეს მთელი ქალაქის მოვლის შემდეგ, მითუმეტეს ვაკიდან და მითუმეტეს ავტობუსით, რომელშიც დასაჯდომი ადგილი არ არის და რომელშიც საათნახევარი ფეხზე უნდა იდგე.

საერთოდ ვინ თქვა, რომ შოფინგი კარგი რამეა, დეპრესიიდან გამოყავხარ და ა.შ. ჭორია ეგ ყველაფერი…. სინამდვილეში საკმაოდ დამღლელი და მოსაბეზრებელი პროცესია
თან ბოლოს შეიძლება პირიქით, უფრო დიდ დეპრესიაში ჩაგაგდოს
უFF…

კომპენსაციის სახით წავალ ამ დღეებში საახალწლო ნივთების დასათვალიერებლად/საყიდლად. ეგ ერთერთია იმ იშვიათ გამონაკლისთაგან, რომელთა თვალიერება/ყიდვა საშინლად მიყვარს

AFB064დიდი ხნის წინ შეპირებულ პიცაზე დავპატიჟე ბუბლიკი, ისტორიული დღეა ფაქტიურად :D

შარშან ზაფხულის მერე ვიყავი შეპირებული 😀

ეხლა ნატალიას ჯერია 😛

Just a Perfect Day

December 8, 2008

ჯუსტ ამ ხეპპი
დღეს ხელფასი ავიღე და მე და ნატალიამ გადავწყვიტეთ, ნაშები აგვეყარა
მე ჩემს რუს დავურეკე, იმან თავისას და მოკლედ ესეიგი ავღნიშნეთ ეს ამბავი. მოვიარეთ მთელი კაFეები, რესტორნები, სახინკლეები, პარკები დაა ზოოპარკები:D
მშვენიერი გასეირნება გამოგვივიდა ვაჟადან რუსთაველამდე:D

მერე რა, რომ ხვალინდელი გამოცდისთვის მზადება ჯერ არ დამიწყია, მერე რა, რომ დაკარგული რაღაცეები ვერ ვიპოვე, მერე რა, რომ აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ამ Fაკინ ხეპპი, ვერი ვერი

ამასობაში საახალწლო განწყობაც გამიძლიერდა და ბლოგზე აპდეიტები გავაკეთე, ჰედერი შევცვალე და თოვლი მოვიყვანე
იმედია მოგეწონებათ…

Shit Happens

December 7, 2008

* Taoism: Shit happens.
* Buddhism: If shit happens, it isn’t really shit.
* Zen Buddhism: Shit is, and is not.
* Zen Buddhism #2: What is the sound of shit happening?
* Hinduism: This shit has happened before.
* Islam: If shit happens, it is the will of Allah.
* Islam #2: If shit happens, kill the person responsible.
* Islam #3: If shit happens, blame Israel.
* Catholicism: If shit happens, you deserve it.
* Protestantism: Let shit happen to someone else.
* Presbyterian: This shit was bound to happen.
* Congregationalist: Shit that happens to one person is just as good as shit that happens to another.
* Unitarian: Shit that happens to one person is just as bad as shit that happens to another.
* Lutheran: If shit happens, don’t talk about it.
* Fundamentalism: Shit must be born again.
* Judaism: Why does this shit always happen to us?
* Calvinism: Shit happens because you don’t work.
* Seventh Day Adventism: No shit shall happen on Saturday.
* Creationism: God made all shit.
* Secular Humanism: Shit evolves.
* Darwinism: This shit was once food.
* Christian Science: When shit happens, don’t call a doctor – pray!
* Christian Science #2: Shit happening is all in your mind.
* Quakers: Let us not fight over this shit.
* Utopianism: This shit does not stink.
* Capitalism: That’s MY shit.
* Communism: It’s everybody’s shit.
* Feminism: Men are shit.
* Chauvinism: We may be shit, but you can’t live without us…
* Commercialism: Let’s package this shit.
* Impressionism: From a distance, shit looks like a garden.
* Idolism: Let’s bronze this shit.
* Existentialism: Shit doesn’t happen; shit IS.
* Existentialism #2: What is shit, anyway?
* Stoicism: This shit is good for me.
* Hedonism: There is nothing like a good shit happening!
* Mormonism: God sent us this shit.
* Mormonism #2: This shit is going to happen again.
* Scientology: If shit happens, see “Dianetics”, p.157.
* Jehovah’s Witnesses: >KnockKnock< Shit happens.
* Jehovah’s Witnesses #2: May we have a moment of your time to show you some of our shit?
* Jehovah’s Witnesses #3: Shit has been prophesied and is imminent; only the righteous shall survive its happening.
* Hare Krishna: Shit happens, rama rama.
* Rastafarianism: Let’s smoke this shit!
* Zoroastrianism: Shit happens half on the time.
* Practical: Deal with shit one day at a time.
* Agnostic: Shit might have happened; then again, maybe not.
* Agnostic #2: Did someone shit?
* Agnostic #3: What is this shit?
* Satanism: SNEPPAH TIHS.
* Atheism: What shit?
* Atheism #2: I can’t believe this shit!
* Nihilism: No shit.

გუშინ ჰაუს ემდეს ვუყურებდი და ვფიქრობდი. კი ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მაგრამ რატომაა პოპულარულია არამედიკ ხალხშიც?
ადამიანური ურთიერთობები და ა.შ. ყველგანაა, მაგრამ აქ საკმაოდ დიდი და მთავარი ნაწილი მოდის დაავადებების დიაგნოზირებაზე. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესოა და აზარტულიც, მათთან ერთად მეც ვფიქრობ და მთელი ამბები:D მაგრამ რატომ უყურებს ის ხალხი, რომლებიც ვერ გაიგებენ იმ დაავადებების, სიმპტომების და პროცედურების ნახევარსაც, რაც იქ იქნება ნახსენები?

მერე გამახსენდა გრეის ანატომია, რომელსაც ამ ზაფხულს ვუყურებდი, და სასწრაფო, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ გადიოდა და მახსოვს, იმასაც ბევრი მაყურებელი ჰყავდა.

რატომ არ იღებენ სერიალებს ეკონომისტებზე, სოციოლოგებზე, რავიცი… ბანკის თანამშრომლებზე, უცხო ენების სპეციალისტებზე, ფილოლოგებზე…:D

როგორც ჩანს, მარტო მე არ ვთვლი რომ ექიმობა საინტერესო პროფესიაა :ევილ: