დილით ადრე ადგომა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი 😀 განსაკუთრებით როცა გვიან ვიძინებ და როცა გარეთ ცივა. საშინელებაა, მაგრამ გარდაუვალი საშინელება 😀 მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

უფრო დიდი საშინელებაა, როცა მაინც იღვიძებ, როგორღაც დგები და საათს რომ შეხედავ, გული გისკდება…ისევ გაგვიანდება, მაღვიძარამ კიდევ არ გაგაღვიძა.
რა ხერხს არ მივმართე, ხან ბალიშის ქვეშ მედო ტელეფონი, რომ მაღვიძარას დარეკვასთან ერთად კარგად შევეჯანჯღარებინე, ხან საწოლის გვერდით, ხან საწოლისგან მოშორებით, რომ გამოსართავად ადგომა დამჭირდეს, მაგრამ ხან ავტომატურად ვრთავ, ხან უბრალოდ არ მესმის ან სიზმარში ჩამესმის მისი ხმა და ვაგრძელებ ძილს. თან რო ვიღვიძებ, თითქოს არც არაფერი ყოფილა…არც ის მახსოვს როგორ გამოვრთე, არც ის, რომ რეკავდა… რეზისტენტობა გამომიმუშავდა 😀 არადა ყოველ დილით დაგვიანება არ შეიძლება

. . . . . . . . . . . . . . . მფრინავი მაღვიძარა – აი რა მჭირდება მე 😀 flying-alarm1 გარდა საათისა, მას აქვს პროპელერი, რომელიც, მაღვიძარის რეკვასთან ერთად შორდება საათს და ოთახში ფრენას იწყებს 😀 რეკვა მანამდე არ გაჩერდება, სანამ პროპელერს არ დაიჭერ და თავის ადგილას არ დააბრუნებ… ამ სირბილში გამოფხიზლდები კიდეც და დილის გამამხნევებელი ვარჯიშიც გამოვა 😛 ერთი ისაა, რომ ამ დროს ოთახში ფანჯრები ღია არ უნდა იყოს…
13831631_79_b1
კიდე მაგის ბიძაშვილი არის მორბენალი მაღვიძარა რომელიც, სასურველი დროის დადგომისთანავე, რეკვასთან ერთად, მიგორავს მაგიდის კუთხემდე, ხტება იქიდან და იწყებს ოთახში წინ და უკან სირბილს 😀 მისი გაჩუმებისთვის უნდა ადგე,დაიჭირო და გამორთო.

გაღვიძება კი გარანტირებული გაქვს, მაგრამ ყოველ დილას ასეთი მარათონების შემდეგ ნერვული სისტემის მდგომარეობა საკმაოდ ეჭვქვეშ დადგება და არც კი ვიცი რა უფრო უარესია, ყოველდღე დააგვიანო, თუ დროზე მიხვიდე და ისეთ ხასიათზე, რომ ყველა მიხვდეს-ამას სახლში მფრინავი მაღვიძარა ქონიაო 😀

გამოსავალი ადრე დაძინება და მშვიდად გაღვიძებაა… იმედია მოვახერხებ როდესმე ასეთ ადამიანურ რეჟიმში ცხოვრებასაც 🙂

Advertisements

მძეგლავთან

November 24, 2008

კოკას სახელოსნოში, ბევრ რკინებში, ბუკის ხმაზე და სვარკის სუნზე

dsc008541

p.s. ჰოთდოგი მაინც ვერ ვჭამე :user:

High Heels

November 15, 2008

ქუსლების გამოგონება თურმე ცხენოსნობას უკავშირდება. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ უზანგიდან ფეხი წინ არ გაცურებულიყო, 1500-იან წლებში დაიწყეს ფეხსაცმელებზე ქუსლების დამაგრება.
შემდეგ საცხენოსნო ფეხსაცმელის უფრო დახვეწის შედეგად საფრანგეთში წარმოიშვა ჩვეულებრივი სასიარულო ქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლებსაც თავდაპირველად მამაკაცები იცვამდნენ იმისათვის, რომ უფრო მაღლები და გამხდრები გამოჩენილიყვნენ. შემდეგ ქალებმა აითვისეს და დაისაკუთრეს.

მაღალი ქუსლები ძალიან ლამაზია, ქალური, სიმაღლეს მატებს ადამიანს, ვიზუალურად ფეხებს უფრო გრძელს აჩენს, ტერფს-უფრო პატარას და თხელს, სიარულიც უფრო დახვეწილი ხდება (ყველაზე ვერ ვიტყვი) და ა.შ. თუმცა ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები და ზომიერებაა საჭირო

:user: pe0060232 :love: :love:

მე პირველად მაღალქუსლიანები მაშინ ჩავიცვი, როცა ცეკვაზე დავიწყე სიარული და მივხვდი, რომ ჩექმებით ცეკვა ცოტაარიყოსდა მოუხერხებელი იყო 😀 ყოველდღიურ ჩაცმულობაში მაღალ ქუსლებს უფრო იშვიათად ვიყენებდი, თუმცა ამ ზაფხულში ვიყიდე ერთი ბასანოშკი ერთერთ საიტზე. ზუსტად ისეთი ლამაზი იყო, როგორც სურათზე, მაგრამ იმაზე ბევრად მაღალი ქუსლი აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა 😀 სულ რაღაც 12 სმ 😛
თავიდან ცოტა გამიჭირდა სიარული (განსაკუთრებით ჩემ ქუჩაზე), მაგრამ ისე მომწონდა, სულ ის მეცვა და მალე მივეჩვიე 😀

ზაფხული გავიდა, აცივდა, ბასანოშკების დრო წავიდა და მეც ჩამოვქვეითდი, თუმცა მთლად ქუსლების გარეშე ვერ გავძელი და კიდევ ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევმატე ჩემ გარდერობს 😀 ნუ საშემოდგომო რათქმაუნდა. ესეც ძალიან მომწონს ^^ და ვნახოთ როგორ შევეგუები.

კონკრეტულად კი მაუსიდან.
იწყება მარჯვენა ხელში, შემდეგ მარცხენაშიც გადადის, მერე ფეხები იყინება და სიცივე მთელ ტანში გიჯდება. თან რაღაცნაირი სიცივეა, ჩუმი, შემპარავი, მაგრამ როგორ ნელაც მოდის, ისევე ნელა გადის. კომპიუტერიდან ადგომის შემდეგაც კარგა ხანია საჭირო იმისთვის, რომ ნორმალური ტემპერატურა და მგრძნობელობა აღიდგინო კიდურებში (და შორსწასულ შემთხვევებში, მთელ სხეულში).

შემოდგომის მოსვლას კომპიუტერთან ვიგებ ხოლმე. სანამ გარეთ ჯერ კიდევ კარგი ამინდებია, მაუსზე ხელი ნელნელა იყწყებს გაყინვას. ჯერ მარტო კომპიუტერთან ძალიან დიდხანს ჯდომის დროს ხდება ეს, თან მარტო მარჯვენა ხელზე და ნაკლები ინტენსივობით… მერე ინტენსივობა იმატებს, სხვა ადგილებშიც ვრცელდება და დროც ნაკლები ჭირდება… მერე უბრალოდ ადგომა და გავლა-გამოვლა აღარ შველის, არც თბილი ნასკების ჩახმა და არც კანის დაზელვა.

ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არის ადგომა და დასაძინებლად წასვლა… ბრრრრ… გაყინული ფეხებით ცივ ლოგინში ჩაწოლაზე უარესი რა შეიძლება იყოს (მხოლოდ და მხოლოდ თბილი ლოგინიდან დილით სიცივეში ადგომა)

ხვალიდან გათბობას ვრთავთ :მო:

p.s. ცაციები რომელი ხელით ხმარობენ მაუსს?

* სადაც არ იქნება ომი, ან ომის დროს მხოლოდ სხვისი დახმარების იმედზე არ ვიქნებით და მშვიდად არ ვუყურებთ როგორ მიაქვთ და ანგრევენ ჩვენს ქონებას
* სადაც წელიწადში ცხრაჯერ არ იმართება ფართომასშტაბიანი აქციები მთელი მთავრობის გადაყენების მოთხოვნით (ან თუ იმართება, მხოლოდ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების აქციები)
* სადაც ყოველ გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში არ იმართება არჩევნები
* სადაც პრეზიდენტის შეცვლა ხდება არჩევნებით
* სადაც არ მეცოდინება ყველა პოლიტიკოსის სახელი და გვარი
* სადაც არასდროს წამართმევენ პირად ქონებას და დამიხურავენ სამუშაო ადგილს უკანონოდ, არასდროს შემიზღუდავენ გადაადგილებას უცხო ქვეყნის ჯარები
* სადაც გავაკეთებ ჩემ საქმეს მშვიდად და მეცოდინება, რომ ჩემი შრომა დაფასდება
* სადაც არ იქნება ყველგან და ყველაფერში ჩაწყობა
* სადაც არ იქნება ყველა ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი
* სადაც ყველა თავისთვის იცხოვრებს და არა სხვის დასანახად

უსასრულოდ შეიძლება წერა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი

მინდა ვიცხოვრო ნორმალურ ქვეყანაში!!!!

და თუ მთა არ მიდის მუჰამედთან… კიარადა… თუ ეს ქვეყანა არ გახდება ნორმალური, მე წავალ ნორმალურ ქვეყანაში… დიახ

ასე მგონია ყველას ეხლა მოუნდა დაბადება-სიკვდილი-ქორწილი-ნათლობა და სხვადასხვა კულტურული თუ არაკულტურული დღესასწაულები და მოვლენები… გავგიჟდი!

28-ში კარინას დაბადებისდღე იყო (ამაზე და ჩემ ლოთობაზე ცოტა ვრცლად მინდოდა დამეწერა, მაგრამ იყოს), 30-ში ნინოს მამა მოკვდა (თავისი შემდგომი რამდენიმე დღის პანაშვიდებით, გასვენებებით და ა.შ.), 31-ში ჰელოუინი იყო (იხ. ამის ქვედა პოსტი), 1-ში ნინიკოს ქორწილი (შაბათს იყო და კვირაც გადავაბით)(იმავე შაბათკვირას რუც ქეიფობდა), დღეს კიდე ჩემი ძმის დაბადებისდღეა (და +აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები :D)

უF, დავიღალე :D… ერთი გვერდი დამრჩა სათარგმნი და ერთ კვირაზე მეტია იმისთვის ვერ მოვიცალე… ამაღამ კარგად გამოვიძინებ და ხვალიდან იმედია ცოტა დაწყნარდება სიტუაცია და მეც აზრზე მოვალ 🙂