მიუხედავად იმისა, რომ კარნავალები და მსგავსი ღონისძიებები ფრიად მიყვარს და ბლოგერების მიერ ჰელოუინის ჩატარების იდეას დიდად აღფრთოვანებით შევხვდი, გარკვეულ მიზეზთა გამო იქ წასვლა ვერ შევძელი.

თუმცა არც მთლად უმაგისოდ ჩაუვლია დღეს 😀 .

გუშინ ჰერასთან ყოფნისას გადაწყდა, რომ დღეს მე და რუ გოგრას ვიყიდდით და ლადოსთან ავიდოდით. გოგრა არ გვიყიდია, მაგრამ ლადოსთან ავედით, სადაც იყო ფრიად კარგი გარემო (ბევრი ნახატებით ირგვლივ), ფრიად კარგი საზოგადოება (ჩვენ, ლადო, ჰერა და კოკა), ცოცხალი და მობილუროვანი მუსიკალური გაფორმება და მეტი რაღა გინდა…

ა ხო, მეტი-კოსტუმები! ეგეც იყო ფაქტიურად… ნუ ალაგალაგ მაინც… თან საკმაოდ მრავალფეროვანი 😀 .

სამწუხაროდ “გრაფი ლადო” არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ სხვები რაც დავაფიქსირეთ, იმის გამოფენისგანაც თავს შევიკავებ 😛
კარგი სურათები გამოვიდა და საერთოდ, კარგი დღე (საღამო) იყო

მიყვარვარრუ

meow…

October 27, 2008

Giv some mor JAdO liquid from your vessel plz…

am thirsty.

პროკრასტინაცია არის ქცევის ტიპი, რომელიც ხასიათდება მოქმედებების ან დავალებების გადადებით მოგვიანებითი დროისთვის.” (წიკიპედიიდან)

სტუდენტის სინდრომი ეწოდება ფენომენს, რომლის დროსაც სტუდენტები იწყებენ დავალების შესრულებას მხოლოდ დედლაინის წინ.” (აგრეთვე წიკიპედიიდან)

უკვე პირველ-მეორე კლასებში შევამჩნიე ჩემ თავს, რომ რაც არ უნდა ცოტა მქონდეს საქმე, მაინც ბოლო მომენტამდე არ ვამთავრებ. არასდროს მისწავლია ორშაბათის გაკვეთილები პარასკევს ან შაბათს, არასდროს მისწავლია ზეგის გაკვეთილები, თუნდაც ხვალ არაფერი მქონოდა, არასდროს გამიკეთებია საზაფხულო დავალება სწავლის დაწყებამდე ერთ კვირაზე ადრე ვადებში, არასდროს გადამინაწილებია გასაკეთებელი საქმე თანაბრად და ა.შ. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები და მეტი მაქვს სასწავლი თუ სამუშაო, ეს უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება :მო:
რაც უფრო მეტი მაქვს დრო, მით გვიან ვიწყებ რამის კეთებას. ერთხელ საკმაოდ დიდი წიგნი წავიკითხეთ მე და ნატალიამ გამოცდის წინა ორ დღეში, მაშინ, როცა მთელი ორი კვირა გვქონდა შუალედი. ერთიორჯერ დღეში 10-12 გვერდი ვთარგმნე, მაშინ, როცა კვირაობით ორ გვერდს ვერ ვამთავრებდი ხოლმე…
ხანდახან ამართლებს ასეთი მიდგომა და ცაიტნოტში მუშაობა, ხანდახან არა.
მაგრამ როგორც არ უნდა ამართლებდეს, უძილო ღამეები მაინც ყოველთვის გარანტირებულია და თუ ეს დიდხანს გრძელდება, შეიძლება გამოიფიტო ადამიანი… ეხლა ეგ მჭირს ზუსტად, დეკომპენსაციის ფაზაში გადავედი…
ამ უბედურებას პროკრასტინაცია რო ერქვა, ცოტა ხნის წინ გავიგე, გარდიანმა მითხრა. რათქმაუნდა მაშინვე მოვძებნე ინტერნეტში ინფორმაცია და საკმაოდ საინტერესო სტატიაც ვნახე თავისი რჩევებით.
იმედია გამომადგება რამეში… თუმცა რისი იმედი მაქვს, ეგეც არ წამიკითხავს ბოლომდე, მერე წავიკითხავთქო ვთქვი

მარტო მე ვარ ამ დღეში? :მო:

ova da rainbow

October 23, 2008

ma dreem iz to fly

ova da rainbow

so hi

/dance /dance /dance /jump /jump /jump

coz i try to  fly a while so hi

direction’z moon

i try to fly  so hi

direction’z noon

ma dreem iz to fly

ova da rainbow

so hi

/whoooooomp

დღეს ცხოვრებაში პირველად ვიყავი საავადმყოფოში პაციენტის როლში 🙂
არ ვიცი ჩემმა “სტუდენტურმა სინდრომმა” გამოიღო თავისი შედეგი, თუ იმან, რომ 41 გვერდი ონკოლოგია და 44 გვერდი სარძევე ჯირკვალი ვთარგმნე, მაგრამ ფაქტია, რომ მკერდში რაღაც პატარა გამკვრივება აღმოვიჩინე…
პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სახარბიელო ოჯახური ისტორია მაქვს. ვიცოდი საშიში არაფერი იქნებოდა, მაგრამ გადამოწმება მაინც საჭირო იყო.
ჯერ ონკოლოგიურში ვიყავი მამოლოგთან, მაგრამ იმან ძალიან ზერელედ გამსინჯა და გამომიშვა, არაფერია, პატარა ფიბროადენომაა და 3 თვეში მოდი ყოველი შემთხვევისათვის კონტროლზეო. და ექოსკოპიაც გადაიღეო, ეგეც ყოველი შემთხვევისათვის 😀
ექოსკოპიაზე ნატოს დედასთან მივედი, ნატოც იყო იქ და კარგ ხასიათზე დავდექი 🙂 გამსინჯა, იმანაც არაფერია სერიოზულიო, სიაფანტი ხარ ვიღაცა ხარო …ვენერიოლოგიას რო გაივლით მაშინ სიფილისს და შიდსსაც აღმოიჩენთო? ნატომ თქვა, მთავარია მეანობა გავიარეთ ისე რო არაფერი აღმოგვიჩენია და დანარჩენს არაუშავსო
მოკლედ ცოცხალი ვარ და იმედია პაციენტის როლში ყოფნა არარასდროს მომიწევს, ან თუ მომიწია, ისევ ასე მარტივად იყოს ყველაფერი 🙂
იქიდან რო გამოვედი, დავაფიქსირე, რომ მარჯანიშვილზე ვარ, ექვსი საათია დაწყებული, თან რაღაცნაირად წვიმს და ცივა და ამაზე უკეთეს დროს ვერ ვიპოვი ცხელი ჩაის დასალევად რუსთან ერთად ^^
დილით ცუდად დაიწყო დღე, მაგრამ ბოლოს კარგად დამთავრდა რაც მთავარია

პერსონა ნონ გრატები თუ არსებობენ, რატომ არ შეიძლება არსებობდეს საგანი ნონ გრატა? ძალიანაც კარგად შეძლება არსებობდეს… შეიძლება კიარადა არსებობს

ჩემთვის ასეთი საგანი არის ტელევიზორი… მითუმეტეს თუ ის ორია

ჩემი სახლის სიდიდის მიუხედავად, ოთახებისა და კარ-ფანჯრების განლაგებიდან გამომდინარე, ორი ტელევიზორის არსებობა სრული კატასტროფა იყო და არის ჩემთვის.
უამრავი კინო და გადაცემა მაქვს მოსმენილი 😀 დიახ მოსმენილი და არა ნაყურები, იმიტომ, რომ სრულიად არ ვაპირებდი მათ ყურებას და ამის გამო სხვა ოთახში ვიჯექი, მაგრამ ხმა მაინც გამოდიოდა.
(ისე ხანდახან საინტერესოა კინოს მოსმენა, ზოგჯერ ზუსტად ვერ იგებ რა ხდება, ან როგორები არიან პერსონაჟები და ამ ყველაფერს წარმოიდგენ , მაგრამ ეს ხანდახან)

ტელევიზორის დანიშნულება: შეიძლება გაიგო ზოგიერთი ახალი ამბავი, ამინდის პროგნოზი და ხანდახან უყურო კინოებს.
მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება ასევე დიდი წარმატევით (ასევე კიარა, უფრო დიდი) შეიძლება კომპიუტერითაც.
ამიტომ ისმის კითხვა: მაშ რა საჭიროა ტელევიზორი, როცა არსებობს კომპიუტერი?
პასუხი აშკარაა: სრულიად არაა საჭირო

შესაბამისად, ოფიციალურად ვაცხადებ ტელევიზორს საგან ნონ-გრატად, ხოლო კომპიუტერს-გრატად 😀

(ყველა კომპიუტერს არ ეხება ეს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით)

ზოგი პირველკურსელის სინდრომს ეძახის, ზოგი მესამეკურსელისას, მე მეოთხეზე დამემართა, ამიტომ კურსების მიხედვით არ დავყოფ, ზოგადად მედიკოსი სტუდენტების სინდრომია, კურსის მიუხედავად

მოკლედ მე ეხლა დამეწყო და თან ძალიან მწვავედ, რა დაავადებასაც კი ვიგებ, მგონია რომ ყველაფერი მე მჭირს…. ძალიან არაჯანმრთელად ვგრძნობ თავს, წარმოვიდგენ ხოლმე რა შეიძლება ხდებოდეს ჩემ ორგანიზმში და გული მისკდება…
არადა ჯერ მარტო ორი საგანი გავიარეთ და მერე რა იქნება არ ვიცი 😀

შემოდგომა

October 12, 2008

შუა შემოდგომაა, უკვე შესამჩნევად აცივდა და მეც შემოდგომისეულ-რომანტიულ-სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი 😛

შემოდგომაში მიყვარს შემოდგომის ფერები, რაღაცნაირი სიწყნარე, სიცივე-როცა შენ თბილად ხარ და ჩამოცვენილი ფოთლების მიფანტვ-მოფანტვა

შარშან შემოდგომაზე ვიყავით წინანდალში ექსკურსიაზე და ძალიან, ძალიან კარგი იყო-ბევრი ხეები, ბევრი ფოთლები და ბევრი სურათები.





ოდა კიდე მომინდა სადმე ბუნებაში გასვლა.. სიცივეში ჩახუტებას სულ სხვა მუღამი აქვს ^^

ახალი თავი

October 11, 2008

როოოგორც იქნა
თმები შევიჭერი
რამდენი ხანია ვიზრდიდი და ვიზრდიდი ამ თმებს, ბოლოს როდის შევიჭერ აღარც მახსოვს… არა, კი შევიჭერი ერთიორჯერ, მაგრამ მთლად შეჭრა არ ერქვა მაგას, ცოტათი ვიმოკლებდი ხოლმე..
რუ უკვე კარგა ხანია მეუბნებოდა უნდა შეგჭრა თმებიო.. ზაფხულის დასაწყისის მერე აპირებდა შეჭრას და აი ეს დიადი დღეც დადგა
გუშინ ჰერასთან ვიყავით და ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე რაც იქნებოდა, შემეჭრა 😀 ძალიან მომბეზრდა ეს გაშლილი გაწეწილი თმები და შეკრული ხო მითუმეტესა მომბეზრდა და მომბეზრდა.. ჰოდა მივანდე თავი რუს 😀
არც სავარცხელი გვქონდა, არც სარკე, მაგრამ მაინც დავიწყეთ 😀

ძალიან კი ვნერვიულობდი და მშვიდად მოქმედების საშუალებას არ ვაძლევდი 😀 ყოველ წუთას “რას მიკეთებ” “სად მჭრი” რამხელაზე მჭრი” “ასე არა” “ისე არა” “აქეთ გრძელია” “იქით მოკლეა” და ა.შ 😀
ლადოც ჩაერთო ამ პროცესში და მოკლედ, შეიძლება ითქვას, ჯგუფურად შემჭრეს თმა.. 😀

მე მინდოდა წინ მოკლე და უკან გრძელი, მაგრამ პირიქით გამიკეთეს 😀 უკან მოკლე და წინ გრძელი
იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდი
ძალიან მომწონს ახალი თავი ^^
მადლობა რუს ( ), ჰერას და ლადოს

პ.ს. რამდენი სმაილიკებია, ღმერთმანი

before : post-99-1224883368 after: post-99-1224883468

ტკივილი

October 9, 2008

“მშობიარობის ტკივილი არის ყველაზე ძლიერი ტკივილი რაც შეიძლება ქალმა განიცადოს” (ამონარიდი მეშვიდე მოდულის მეორე ნაწილიდან)

მშობიარობას გარდა კიდე ყოველთვიურად მენსტრუალური ტკივილებიც ხო გვერგო:D

მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ეგ არ გვყოფნის და კიდე ძალით ვიმატებთ ათას რამეს

რა ძალა გვადგას ნეტა:mo:

არა რა, ყველა ქალში არის რაღაც მაზოხისტური:D

:ვერვიტანეპილატორს:

ხრრ

October 7, 2008

გავცივდი
ეს ექიმი ქალი….
ცხვირი მაქვს გაჭედილი, თვალები მეწვის და ვხურვარ (ალბათ სიცხეც მაქვს, არ ვიცი, არ გამიზომია)
თან გარეთ მაგარი წვიმაა
ასეთ დროს უნდა იწვე ლოგინში შენთვის თბილად, ამ ჭექა-ქუხილს უნდა უსმენდე, ტელევიზორები არ უნდა იყოს ჩართული, დილით არ უნდა იყო სადმე წასასვლელი, ვიღაცამ ცხელი ჩაი უნდა მოგიტანოს (ლიმნით) და სიცხიან შუბლზე გაკოცოს (ნუ სხვაგანაც შეიძლება)…
ხრრრ

დღეს პირველად დავესწარი მშობიარობას…
შთაბეჭდილებები ნამეტანი ბევრი დამიგროვდა… ჯერ ხო დილიდან გვითხრეს ვიღაც მშობიარობს, დაგასწრებთო, მაგრამ ლექცია ისე დამთავრდა და ორი საათიც ისე მოვიდა, ჯერ კიდე არაფერი ისმოდა იქიდან, დავიღალეთ ლოდინით (ებიჯო შოოობე) (ჩვენ დავიღალეთ და თვითონ გოგო როგორ იქნებოდა). მანამდე ერთი ახალნამშობიარები გოგო გველაპარაკებოდა და თვითონაც გაერთო და ჩვენც.
მერე შევედით…
სამშობიარო ბლოკში ახალგაზრდა გოგო იყო, პირველი მშობიარობა ჰქონდა… წუხელ მთელი ღამე გაუთევია და ძალიან ძალაგამოცლილი იყო, თან კიდე ეს ტკივილები დამატებით… მომენტებში იძახდა აღარ შემიძლიაო და ისე მიესვენებოდა ხოლმე, გული მისკდებოდა… ბოლოსკენ ცოტა გამოცოცხლდა, სუნთქვა დაამუღამა, ჭინთვები გაუძლიერდა…
რამოდენიმეჯერ გამოჩნდა ბავშვის თავი, მერე გადაუვლიდა ტკივილი, დაისვენებდა… მერე ისევ მოუვლიდა, იჭინთებოდა, გამოჩნდებოდა ისევ თავი, ისევ შევიდოდა… მაგრამ ნელნელა უფრო და უფრო გარეთ გამოდიოდა…
ბოლოს დაიბადა თავი, პატარა, წვეტიანი.. ტანიც მაშინვე გამოყვა.. ისიც პატარა, მოთეთრო-მოვარდისფრო-მოლურჯო… მაშინვე დედაზე დააწვინეს ბავშვი და ვერ შევხედე კარგად, მაგრამ ტირილი რო დაიწყო, მივხვდი რო გულზე მომეშვა.. მერე შევამჩნიე რა დაძაბული ვიყავი მანამდე, მაგრამ რო დაიბადა, ოოო.. რაღაცნაირი მომენტი იყო, უაზროდ ვიცინოდი და დაჟე ცრემლებიც წამომივიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძალიან ფიზიოლოგიური მშობიარობა იყო, ყველანაირი გართულებების გარეშე, არც გაჭრა ან გახევა ყოფილა, არც რაიმე სხვა ჩარევა, მაინც საშინელება იყო ყურება… მაგრამ რო დაიბადა ბავშვი, უკან დარჩა ეგ ყველაფერი და თითქოს არც ყოფილა.
პლაცენტის დაბადება და შემდგომი მოვლენები აღარაა საინტერესო, მთელი ყურადღება ბავშვზე გადავიდა მერე…
ბიჭი დაიბადა, პატარა დავითი 🙂 მართლა პატარა იყო, 36 კვირის, 2600 გრამი… სითბოში რო დააწვინეს და გარს შემოვეხვიეთ სტუდენტები, თვალების ცეცება დაიწყო, მართალია ჯერ ვერ გვხედავდა და მითუმეტეს ვერ აღიქვამდა რა ხდებოდა, მაგრამ მაინც კარგი სანახავი იყო როგორ ილოკავდა ტუჩებს და იქნევდა პატარა ხელებს…
ბრრ, მაგარია ადამიანის დაბადება… ათი თვის წინ საერთოდ ბუნებაში არ არსებობდა, ჯერ კიდევ ერთი საათის წინ დედის ორგანიზმში იყო მოკალათებული და ახლა უკვე დაიწყო ცხოვრება, ახალი სიცოცხლე დაიბადა.
ნეტა როგორი გამოვა რო გაიზრდება.. რაღაცნაირი გრძნობაა რო უყურებ ბავშვს და ხვდები რამხელა პოტენციალის მატარებელია… იქნება რამდენს მიაღწიოს, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს…ჯერ კიდევ რამდენი რამე აქვს წინ 🙂
ქუჩაში რო გამოვედი, პირიქით დამემართა.. ადამიანებს ვუყურებდი და ვფიქრობდი რო ყველა ასეთი პატარა იყო ოდესღაც, ასეთი სასურველი, ასეთ დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე.
მერე ვიზრდებით და ვვირდებით 😀

მოკლედ, კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე გაჩნდა 🙂
ეს ერთი და სხვა მრავალი (რა სადღეგრძელოსავით გამომივიდა:გ: )

Being a Student

October 3, 2008

თან უბრალოდ სტუდენტი კიარა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

ეს რაღაც განსაკუთრებულია 😀

როცა ვინმე მეკითხება სად ვსწავლობ და იგებს, რომ სამედიცინოზე, ყველასა რეაქცია ერთნაირია:

“ჰაააააააააააა? რა გინდოდა სამედიცინოზე, რამდენი წელი უნდა ისწავლო….”

მაგრამ მიყვარს და რა ვქნა ^^ მიყვარს და მაინტერესებს… ვერ წარმომიდგენია სხვაგან სად შეიძლებოდა მესწავლა, სხვა რა უნდა მეკეთებინა…

ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება, დიდი ენთუზიაზმი წლის დასაწყისში, ახალი საგნებით აღფრთოვანება, რომელიც სამწუხაროდ, წლის ბოლოსკენ, აურის დაბინძურებასთან ერთად ნელნელა იკლებს და მინუსებში გადადის ხოლმე

იმედია წელსაც ასე არ იქნება

რაც მთავარია, დაიწყო… თურმე მომნატრებია… მერე რა იქნება არ ვიცი, ვნახოთ 🙂