ყველაზე ზარმაცი ხალხი ვინ შეიძლება იყოს? ვისაც სწავლა ეზარება? მუშაობა ეზარება? ვარჯიში ეზარება? აარა! ვისაც ლაპარაკი ეზარება… ლაპარაკი და წერა

ვგულისხმობ ამერიკელებს… ყველაფერს ამოკლებენ და ააბრევიატურებენ.
არ ვიცი სხვა სფეროებში როგორაა, მაგრამ სამედიცინო ინგლისური ამ მხრივ საშინელებაა.. როგორ ახერხებენ ყველაფრის შეკვეცას და თითო ასომდე დაყვანას, ვერ ვხვდები 😀

ციტატა ერთერთი სურათის ახსნა-განმარტებიდან:

ერითოციტის (RBC) მეტაბოლიზმი. G6PD = გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზა; GSH = აღდგენილი გლუტათიონი; GSSG = აღდგენილი და დაჟანგული გლუტათიონი; NAD = ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი; NADP = ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატი; NADPH = NADP-ს აღდგენილი ფორმა.

ასეა ყველა დაავადება, სინდრომი, უჯრედი, მოლეკულა და ყველაფერი, რისი დასახელებაც ორ სიტყვაზე მეტისგან შედგება, შენ კიდე ეს ყველაფერი უნდა გესმოდეს, უნდა იკითხო და შიფრო და შიფრო 😀 ან, წერის დროს მუდმივად “აცად ნუსხსა” და “ტიმეს ნეწ რომანს” შორის გადართვა-გადმორთვაში კარგო დრო 😀

მოკლედ, ოფიციალურად ვაცხადებ ამერიკელებს ყველაზე ზარმაც ხალხად მსოფლიოში

tnx 4 atnshn 😀

Advertisements

My Dream World

September 24, 2008

Imagine there’s no Heaven
It’s easy if you try
No hell below us
Above us only sky
Imagine all the people
Living for today

Imagine there’s no countries
It isn’t hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people
Living life in peace

Imagine no possessions
I wonder if you can
No need for greed or hunger
A brotherhood of man
Imagine all the people
Sharing all the world

You may say that I’m a dreamer
But I’m not the only one
I hope someday you’ll join us
And the world will live as one

ies, iu ar not onli van
ai em van of iu

My Job

September 21, 2008

დიდი ხანია მინდოდა მუშაობის დაწყება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი… რასაკვირველია სრულიად არამაღალფარდოვანი მიზეზის-საკუთარი ფულის ქონის სურვილის გამო. სტუდენტობის დროს საკუთარი პროფესიით მუშაობაზე ოცნებაც კი არ შეიძლება (ის კი არა, მერე რა იქნება, ეგეც საეჭვოა)… ნუუ, სანიტრად მედდად და ა.შ კი, მაგრამ ეს ზემოთხსენებულ არამაღალფარდოვან მიზეზს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ინტესიურად დავიწყე ალტერნატიულ გზებზე ფიქრი.

საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თავიდან ვფიქრობდი ბავშვებს მოვამზადებ თქო ქიმია-ბიოლოგიაში ან ზოგადად სკოლის საგნებში… ან ინგლისურში… მაგრამ ბავშვების მომზადების გარდა ინგლისურის გამოყენება სხვა, თანაც უკეთესი მიმართულებითაც შეიძლებოდა…

ეს უკეთესი მიმართულების იდეა განსაკუთრებით გამნმიმტკიცდა მას შემდეგ, რაც ინგლისური წიგნებით დავიწყე რაღაც სგნების სწავლა და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც ერთერთი ნათარგმნი წიგნის პრეზენტაციაზე რექტორმა თქვა, რომ ეს არის პირველი წიგნი იმ დიდი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც მოხდება კიდევ მრავალი წიგნის გადათარგმნაო… ფრიად დავინტერესდი თუ ვინ თარგმნიდა ამ წიგნებს და შეიძლება თუარა სტუდენტებსაც მიეღოთ მონაწილეობა…

მოკლედ იმდენი ვიძახე თარგმნა მინდა, თარგმნა მინდათქო, მივაკვლიე იმ სტუდენტთა ჯგუფს, ვინც თარგმნიდნენ და ფაქტიურად ჩავეკვეხე კიდეც მათ შორის 😀 ოფიციალურად მხოლოდ ეხლა, მანამდე, არაოფიციალურად ვეხმარებოდი ერთ გოგოს, რომელიც ვერ ასწრებდა თავის ნაწილის თარგმნას.

ერთი სხვა შემოთავაზებაც გამმიჩნდა ჯერ კიდევ ივლისში, დიდი არ იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ბოლომდე არ დამიმთავრებია.

ამ კვირის ბოლოს უნდა ჩავაბარო ეს ზაფხულისდროინდელი თარგმანიც და ეს ახალი ოფიციალურიც… მოვიტოვე მთელი საქმე ბოლოსთვის და ეხლა, ცაიტნოტში მიწევს მთელი დატვირთვით მუშაობა…  მძიმე კვირა მელის წინ და წარმატებები მისურვეთ :mo:

p.s. ამ ყველაფერში ყველაზე მაგრი ისაა, რომ ეს სრულიად სხვადასხვა პროფესიის ხალხი, საბოლოო ჯამში მაინც ერთ საქმეს ვაკეთებთ 😀

ჯერ კიდევ ღრმა წარსულში, როდესაც ქიმია-ბიოლოგიაში მომზადება ახალი დაწყებული გვქონდა და ატომთა და ელექტრონთა რაობას ის-ის იყო ვეცნობოდით, თანდათან იბადებოდა ამ ყველაფრის პარალელები და ასოციაციები ყოველდღიურობასთან..

ნუ ატომისა და იგივე მზის სისტემის მსგავსებას არ ვგულისხმობ, აი ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო პარალელი იყო ელექტრონების და ადამიანების მსგავსება გაწყვილებისკენ სწრაფვის ამბავში 😀
ამ თეორიის მიხედვით, არსებობენ “თავისუფალი რადიკალი ადამიანები”, “ინერტული აირი ადამიანები”, “ორატომიანი მოლეკულა (გაწყვილებულ ელექტრონიანი) ადამიანები” და ა.შ.

ასევე იყო ადამიანური ურთიერთობების რეზონანსული თეორია და უფრო რთული და კომპლექსური-მოქმედების პოტენციალის შედარება სიყვარულთან… მაგრამ მაგის ახსნას არ დავიწყებ ეხლა, ნამეტანი ბევრი დრო დასჭირდება და არც იქნება ალბათ საინტერესო იმათთვის, ვინც თავად ამ მოვლენების არსი და რაობა არ იცის

ყვეეეელაზე საინტერესო მაინც ადამიანის ფარმაკოლოგიური დახასიათება გამოვიდა 😀
იცოდით როგორ გავს ზოგი ადამიანი ნარკოტიკებს? ^^

88584520ug5

შესავალი: მამაჩემს თუ დავუჯერებთ, ტელეფონი მასონური გამოგონებაა, იმიტომ, რომ როცა ადამიანი მოგენატრება, იმის მაგივრად, რომ ესტუმრო და მოინახულო, უბრალოდ ურეკავ და მოიკითხავ. ასე ცივდება ურთიერთობა ადამიანებს შორის და კარგავენ ნათესავები ერთმანეთს :mo:

სახლის ტელეფონი: სახლის ტელეფონთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მეექვსე კლასამდე მარტო იმ შემთხვევებში ვიყენებდი, როცა სკოლას გავაცდენდი და გაკვეთილები მქონდა ჩასანიშნი. მეშვიდე-მეცხრე კლასებში შედარებით გავაქტიურდი ამ მხრივ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოლეჯში ჩაბარების აღსანიშნავად მობილური მიყიდეს, სახლის ტელეფონი სრულიად მეასეხარისხოვანი ნივთი გახდა ჩემთვის.

მობილური: სკოლაში რომ იცოდნენ ხოლმე მასწავლებლებმა, როცა სახლში რამე დაგრჩებოდა, აუცილებლად გეტყოდნენ “თავი რატომ არ დაგრჩა”-ო, სულ ეგ ფრაზა მახსენდება ხოლმე მობილურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავი უფრო ადვილად დამრჩებოდა სადმე, ვიდრე ჩემი ტელეფონი:D მოკლედ ფრიად საჭირო ნივთია და მის გარეშე ვერ წარმომედგინა არსებობა. ჩემი კალენდარი, ჩემი საათი, ჩემი ბუძელნიკი, ჩემი დასამესიჯებელ-დასალაპარაკებელი, ჩემი მსნ, ჩემი ფოტოაპარატი, ჩემი სარკე და მოკლედ რა აღარ იყო, მაგრამ მოხდა ტრაგედია და ის გაფუჭდა :mo:

მობილურის გარეშე: ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს მოხდა სოფელში და უცებ თავი გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად ვიგრძენი:D შემდეგ დავიწყე სხვისი ტელეფონების ოკუპაცია ჩემი სიმბარათით და შედარებით იოლად გავდიოდი, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოოდ ამ სხვა ტელეფონების პატრონების შეშფოთება მოყვა და ახლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მივმართავ ამ ხერხს.
რასაკვირველია გაკეთება ვცადე, სოფელში ყოფნისასაც და აქ ჩამოსვლის შემდეგაც რამდენიმეგან მივიტანე, მაგრამ ვერცერთგან ვერ გამიკეთეს და უკვე მგონი საბოლოოდ დავკარგე :weep:
თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და მივეჩვიე კიარადა, სასარგებლო მხარეებიც აღმოვუჩინე ტელეფონის არქონას… კარგია როცა ყოველწუთას არ გირეკავენ “სად ხარ როგორ ხარ როდის მოხვალ” შეკითხვებით და აგრეთვე ყოველდღე არ ყრი ფულს გადახდის აპარატებში. მოკლედ აღარ ვჩქარობ გაკეთებას ან ახლის ყიდვას:D

უკან სახლის ტელეფონისკენ: ეს დადებითი მხარეები ჰოო, მაგრამ სრულიად მაგის გარეშეც ვერ გავძელი და უცებ გამახსენდა სახლის ტელეფონი… მოკლედ კარგი გამოგონებაა ეგეც, ბოლო დღეებში აქტიურად ვიყენებ და მთელი ოჯახი კმაყოფილი ვართ.

დასკვნა:ტელეფონი სულაც არ არის მასონური გამოგონება, პირიქით, ის ადამიანის მეგობარია :yes:

Home, Sweet Home

September 14, 2008

სახლი ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეა, ყოველთვის მინდოდა პატარა, მყუდრო, თბილი და, რაც მთავარია, ჩემი სახლი მქონოდა. მე სადაც ვცხოვრობ, ის სრულიად საწინააღმდეგო რამეა-დიდი, ხმაურიანი, ვერსად შენთვის წყნარად რომ ვერ დაჯდები ისეთი.
სულ ვიგონებდი ხოლმე როგორი სახლი მინდოდა, დიზაინის ჟურნალებიც ბლომად მქონდა და ვათვალიერებდი ხოლმე. ფანტაზიორობა არ მიჭირს ზოგადად, მაგრამ ასე კონკრეტულად შპალერის ფერის და თაროების განლაგების შერჩევა მალე მომბეზრდა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულზე ვერასდროს ვჩერდებოდი, სულ ახალახალი იდეები მაწუხებდა, ამიტომ უფრო სახლის სულიერ მხარეებზე გადავედი (ლოლ)
ერთი ღამისპერანგი მქონდა, დიდი და თბილი. გულთან ახლოს სახლი და ხეები ეხატა და გვერდზე ეწერა: Home, Sweet Home. მოკლედ ეს ტყისპირა, გულთან ახლოს მდებარე სახლი ნამეტანი გავაზღაპრე. მერე ფორუმზეც დავწერე მაგაზე რაღაც, დავხატე კიდეც. მაშინ ძალიან მარტო ვიყავი და ესენიც საკმაოდ დეპრესიული გამომივიდა.
ეხლა მარტო აღარ ვარ ჩემ სახლში, სინათლეც არის, სითბოც..
ჰედერზე რომ ხატია, ზუსტად ეგეთია:)

ოდა, რატო დავწერე ეს ყველაფერი… ზუსტადაც რომ ჰედერზე არსებული სახლის რაობასთან დაკავშირებით, დიახ (შორი გზა მოიარე შინ მშვიდობით მიდიო, თუ რაღაც ეგეთი)

ეს ისე, ლირიული გადახვევა:D

Welcome To The New World :bis:

September 14, 2008

გადმოვმისამართდით

ასე უფრო მყუდროდ ვგრძნობ თავს ^^ და აურაც უკეთესია აშკარად

თუმცა აურა რა შუაშია… 😀

მოკლედ, Welcome To My New World

:bis:

ჩემ მრავალ თვისებას შორის, რომელთაგანაც ზოგი დადებითია, ზოგი კი უარყოფითი, გამოვყოფდი ერთს, რომელიც მაინცდამაინც არ ვიცი დადებითია თუ უარყოფითი-როცა რამე საქმე მაქვს, სხვა რაღაცას ვერ ვაკეთებ.
სამწუხაროდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეს ვაკეთებ 😀 სულაც არა! მაგრამ სინდისი მაინც მაწუხებს ხოლმე და ამიტომ სხვა რამეებიც არ გამომდის.
ეს ძირითადად გამოცდების წინ ხდება ხოლმე 😀 მაგრამ ამჯერად ბლოგს ეხება ფაქტიურად…
ამ ზაფხულს ძალიან ვიზარმაცე, სათარგმნი ავიღე და ჯერ არ დამიმთავრებია…
მოკლედ თავზესაყრელად მაქვს საქმე, მე კიდე ვზივარ კომპთან, ვორდის დოკუმენტს გავხსნი და ორ წინადადებას გადავთარგმნი, მერე ფორუმზე გადავალ, დავარეფრეშებ ერთიორს, მერე აქ შემოვალ აქაც დავარეფრეშებ… მაგრამ ბევრს ვერაფერს ვწერ, სინდისი მაწუხებს 😀

ჩემი არა, რათქმაუნდა 😀

ნათესავის ქორწილში ვიყავი დღეს.. არაფერი განსაკუთრებული, სტანდარტული სიტუაცია: რესტორანი, სტანდარტული კერძები სტანდარტული გაფორმებით, სტანდარტული სადღეგრძელოები, სტანდარტული მუსიკა, სტანდარტული თეთრი კაბა და ა.შ… რათქმაუნდა ძირძველი ქართული ტრადიცია-თაიგულის სროლაც არ გამორჩენიათ, თუმცა ძალიან გამიკვირდა ქართული ტრადიციული “ვაგონი მიქრის” რომ გამორჩათ.

მე სუფრასთან საჭმელების მეტი გასართობი ვერაფერი ვნახე და ამიტომ ფრიად დამძიმებული წამოვედი იქიდან (ფიზიკურად, და სულიერადაც, ფიზიკურის გამო 😀 )

ზუსტად გუშინ ვნახე ფორუმზე თემა იყო ქორწინებასთან და მის სამზადისთან დაკავშირებით..
ვარცხნილობა 100 დოლარი, ტორტი 200, თაიგული 300…დაახლოებით ასეთი რაღაცეები წავიკითხე და გული გამისკდა 😀
ოდა ფრიად გამიკვირდა რაში ხარჯავს ეს ხალხი ამდენ ფულს…მაგას არ ჯობია სადმე დასასვენებლად წადით, ერთად კარგი დრო გაატარეთ…
თუმცა ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ზოგისთვის 500 კაციანი ქორწილია ბედნიერება 🙂

მე რომ ეგეთი ქორწილი არ მინდა, ეგ ვიცი
ეგეთი კიარა, ქორწილი საერთოდ 🙂
ოდა ეგრე

წელიწადნახევარზე მეტია გავიგე ბლოგის რაობა და არსი და იმის მერე ხშირად მიფიქრია გაკეთება.. ოღონდ საზოგადოებრივი, თუ რა ქვია, მოკლედ ისეთი არა, სტატიებს რო წერ იმისთვის რომ სხვებმა წაიკითხონ და მოეწონოთ… მე უფრო პირადული, დღიურის მოვალეობის შემსრულებელი ბლოგი მინდოდა (და აი ისიც :D) ამ მოვალეობას ადრე ფორუმი ასრულებდა-ჯასთრაში, ფოტოსურათები+ემოციებში და სხვა თემებში გაბნეული ყველა პოსტი რამესთან დაკავშირებით მიწერია და ერთად რო შევკრიბო, მოკლე, ჩემთვის გასაგები დღიურივით გამოვა 😀 ესეც რაღაც ეგეთი იქნება ალბათ, ოღონდ უფრო ვრცლად დავწერ ხოლმე. ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს ზუსტად რას დავწერ, როგორ და რისთვის, მაგრამ იყოს ბლოგი და მერე ვნახოთ… 🙂