ვერსად გაექცევი
August 18, 2010
პირველად მეტროს ვაგონში შევხვდი ამოკაწრულ წარწერას “საქართველო”. სამწუხაროდ მარტო ვიყავი და ვერავის დავანახე, ვერც სურათი გადავუღე, უბრალოდ სიცილი ამიტყდა, გვერდზე მჯდომებმა უცნაურად შემომხედეს, თავები გააქნიეს და სულ ეგ იყო.
მერე ჟან ჟოღესის მეტროს გვერდზე ვიჯექი, ქრისტინას ველოდებოდი უკნიდან რომ მომესმა ქართული ხმა, ზუსტად აღარ მახსოვს რას ამბობდნენ, მაგრამ ის ის იყო მოტრიალება და მისალმება დავაპირე, ისეთი გემრიელი გინება დააყოლეს, რომ მაშინვე გადავიფიქრე და ასე დამჯდარი თავჩაღუნული დავრჩი, არც შემიხედია გვერდით რომ ჩამიარეს.
მესამე შეხვედრა გაცილებით უკეთესი იყო. მე თვითონ დავურეკე, თბილისიდან გამომატანეს რაღაცეები ერთ აქ მცხოვრებ ქართულ ოჯახთან. კარგი ხალხია და ხშირადაც ვსტუმრობთ ხოლმე.
ყველა შემთხვევას დაწვრილებით აღარ დავწერ, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მართლა არის რაღაცეები, რასაც ვერსად გაექცევი..:)
ადრე მეგონა ასეთი მარტო საკუთარი თავი, ფიქრები და სიზმრები იყო
ეხლა ამ სიას ქართველებსაც ვამატებ
ვერც მათ გაექცევი..:)
თუნდაც ორიათასი კილომეტრით იყვნენ დაშორებული
მარ, ძალიან მახარებს შენი ფრანგული ვოიაჟის ამბავი. აბა შენ იცი, კარგი დრო გაატარე.
როდის ჩამოხვალ???
ეგაა, ეგ ) რამდენჯერ მქონია, რომ დამინახავს და მაშინვე მივმხვდარვარ რომ ქართველია და ზუსტად ამ დროს ამოუღიათ ქართულად ხმა. ისეთი უცნაურია. განსაკუთრებით, როდესაც ცოტა დიდხანს ხარ იქ. და უცებ ისე გახარებს.. და როგორ ტეხავს ამ დროს, გინებას რომ დააყოლებს ზედ ან რამეს ტიპა:
“აუ, იქ აღარ იდო მაღაზიაში ის სათვალე, თორემ მოვიპარავდი” :S
სხვა სამყაროში ხარ გასული
)
საფრანგეთში ხარ? რა მაგარია..
ბავშვობის ოცნებაა საფრანგეთში მოგზაურობა.. იქამდე არ მოვკვდები, სანამ რვაჯერ არ შემოვივლი მთელ საფრანგეთს.. ^^
ისე, მართლა უცნაური შეგრძნებაა, უცხოეთში, საქართველოდან მარავლი კილომეტრით დაშორებულ ქვეყანაში, ქართულ ხელნაწერს, ან ქართველს რომ შეხვდები.. მაშინ ქართველი კეთილიც და ბოროტიც გიყვარს.. ^^