Home
August 17, 2010
ჩემი ძვირფასი სახლი, მშობლიური, ყველაზე კომპაქტური და ყველაზე მყუდრო
ამის არჩვენება არ შეიძლება
წარმოიდგინეთ 8 კვ.მ ფართობის ოთახი
ტუალეტით, აბაზანით, სამზარეულოთი, საწოლით, ორი მაგიდით და იმდენი თაროებით, რომ ორი წლის სამყოფ ნივთებს დაატევთ
ასევე ოთხი სხვადასხვა სიძლიერის და ლოკალიზაციის ნათურით, რვა შტეფცელით და რავიცი კიდე რითი აღარ
გარედან ასე გამოიყურება:

სიტე უნივერსიტერ, ტრიპოდ ბე

ჩემი დერეფანი

ჩემი ოთახი შიგნიდან ^^
აბაზანა, კარები სარკით (სარკეში მე ფოტოაპარატით) და გარდერობი

აბაზანა, სამზარეულო და საძინებლის ნაწილი

შემოვბრუნდეთ

ვუალა! ფანჯარა, მაგიდა, თაროები და საწოლი
რა
რამე ვერ გაიგეთ?
რა საწოლი?
სად არის საწოლი?
ააახლავე
სლიოხკიმ დვიჟენიამ რუკი

ბრიუკი პრივრაშაიუტსია…
კიარადა
პჟჟჟ
პჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ
ე ვუალა :ბის:

ესეც ჩემი ყველაზე ელექტრონული საწოლი მსოფლიოში ^^

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის ჩამოწევის შემთხვევაში

ასე გამოიყურება სამუშაო ოთახი საძინებლის აწევის შემთხვევაში
დიდი მაგიდა თავისი უჯრებით და გვერდზე სავარაუდოდ გამათბობლით, რომელიც ამ ზაფხულში რასაკვირველია უფუნქციოდ არის
ოღონდ ამ საშრობ ჯოხთან ფრთხილად უნდა იყოთ, ადვილად ძვრება :უსერ:

დიდი მაგიდა და პატარა მაგიდა

დიდ და პატარა მაგიდებს შორის არსებული წარმონაქმნი, რომელიც კიბის ფუნქციასაც ასრულებს, უჯრებისაც და ხანდახან-სკამისაც

საკვირო ბაზრობაზე ოც ცენტად ნაყიდი ნთვარიანი სარკე ^^ მიურატის საჩუქარი ^^

და მოვედით ისევ კარებთან
სულ ეს არის
მორჩა კინო, წადით სახლებში

მეც დავკეტე ჟალუზი და წავედი, საქმეს მივხედო
ა ტუტ ალოღ ^^
ყველაზე მაგარი მაინც ის არის, საღამოს ამ შენს პატარა მყუდრო ოთახში რომ ზიხარ, პატარა განათება გაქვს ჩართული, წინ კომპიუტერი გიდგას ინტერნეტით, რძიან ყავას სვამ და ღია ფანჯრიდან ზაფხულის საღამოს გრილი ჰაერი და ჭრიჭინების ხმა შემოდის… ამ დროს მართლა ჰოუმ სვით ჰოუმ არის ^^ და მარტო ერთი რამ გაკლია სრული ბედნიერებისთვის..:)
ძალიან მოვიხიბლე ჩამოსაწევი საწოლით.
მაგარია. უნივერსიტეტმა გაგიშვა??? ჩამოხვედი უკვე???
და ის ერთი რამ არის???
სურათები ვნახე შენს ფბ-ზე და ძალიან მომეწონა. რომი და სარდინია გამახსენა 2 კვირის წინანდელი. კიდევ მინდა იტალია.
აუუუუუ რა ნავაროჩენობაა, ვერ წრამომიდგენია რომ იმ ძველი ოთახის ასეთი ტრანსფორმაცია მოხდებოდა!!!! უძალიანმაგრესია, და ნამდვილად ღირს დამატებით 100იოდე ევროს გადახდა ამაში!!!
ძალიან მოვიხიბლე
საწოლი მაგრა მომეწონა. აი ჩემი ფრანგები
http://cartveli.blogspot.com/search/label/პარიზი
შეიძლება ჩაიტვალოს საოცნებო სახლად..
ყველაფერი ძალიან ლამაზი და სასიამოვნოა.. ^^
გამარჯობა, მეც ტულუზაში ვსწავლობ დოქტორანტურაში და თუ ისევ აქ ხარ, სიამოვნებით გაგიცნობდი.
საუკეთესო სურვილებით,
ანა
anichka, არა აღარ ვარ, ორი თვით ვიყავი და დავბრუნდი ისევ საქართველოში. ამ ზაფხულს შეიძლება კიდევ ჩამოვიდე, მეც დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი. შეგიძლია შემეხმიანო ფეისბუკზე http://www.facebook.com/ntvare