დაგვიანებული პოსტი პარიზზე
July 30, 2010
ნატალიამ ფოტოაპარატი იმ პირობით მათხოვა, რომ ბევრ სურათს გადავიღებდი და ბევრს დავწერდი
მაგრამ ვხვდები, რომ ამ პირობის შესრულება ასე ადვილი არ არის
ბოლო კვირების განმავლობაში იმდენი რამე მოხდა და იმდენი რამე ვნახე, ყველაფერს ვერც გადავიღებ და მითუმეტეს, ვერც დავწერ
მართალი გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს ამის
ან რა უნდა დავწერო მაგალითად პარიზზე?
რომ საოცარი ქალაქია და მთელიდღე პირდაღებული ვუყურებდი არამარტო ყველა იმ ცნობილ ადგილს, რომელიც იქ ასე ბევრია, არამედ თითოეულ ქუჩას, სახლს, ხიდს, კაფეს, სკვერს…?
იმდენი დაწერილა, გადაღებულა, თქმულა.. მაინც ვერცერთი ვერ გამოხატავს პარიზს
ვერც მე გამოვხატავ
ეს შენი თვალით უნდა ნახო, შენი ფეხით უნდა მოიარო
თვითონვე უნდა დაჯდე შენსავე დაბადებისდღეზე რომელიმე ღია კაფეში, არაჩვეულებრივი ამინდი უნდა იყოს, კრემბრულე უნდა გედოს წინ და და თავს უბედნიერეს ადამიანად რომ იგრძნობთ, მერე მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ
აბა ასე მოყოლას რა აზრი აქვს





ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ ხმას არ ამოვიღებ… სურათებსაც დავდებ ხოლმე, დავწერ კიდეც, მაგრამ ეს იმ ყველაფრის მეათედიც კი არ იქნება
ძალიან კარგად მესმის რასაც ამბობ!
გაიხარე