კომპიუწერი
January 17, 2010
როგორც იქნა ვიყიდეთ :jump: :jump:
ნუ მთლიანად ახალი არაა, ანუ რაღაც ნაწილები ახალი აქვს, რაღაცეები-ძველი, მაგრამ რაც მთავარია მუშაობს!!! ადამიანური ზომის მონიტორი, ადამიანური ზომის კლავიატურა და ადამიანური ზომის მეხსიერება აქვს… და კიდე მაუსი… რა სათნოებაა ^^ აი ზუსტად ასეთი ვარ ახლა:

თუ განწყობა არ მოდის შენთან
January 1, 2010
მაშინ შენ უნდა მიხვიდე განწყობასთან…
ძიახ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ^^
წინა დღეებში საშინლად არასაახალწლო და არასადღესასწაულო განწყობა მქონდა და ალბათ ამ წელს ხვრინვით შევხვდებოდი, ან მაშხლების ბათქა-ბუთქის გამო ვიბუზღუნებდი ნეტა რა უხარიათთქო, რომ არ მცოდნოდა, რომ ჰერასთან უნდა წავსულიყავით და აღგვენიშნა.
და კიდე კარგი წავედით და აღვნიშნეთ ^^
წელს საუკეთესო ახალი წელი მქონდა. უფრო სწორად, გვქონდა ^^ იმის დაწვილებით აღწერას არ დავიწყებ, თუ რა ბედნიერი იყო ჰერა და როგორ გადმოგვდო ჩვენც, რა ლამაზი სუფრა იყო, როგორ გახსნა შამპნური რუმ, როგორ ვიცეკვეთ სპაის გერლზის სიმღერებზე, როგორ მივეყარეთ დილისკენ, რამდენი სურათი გადავიღეთ… უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, ძალიან კარგი იყო ^^
სურათებს რო მოგვაწვდის ჰერა, შეიძლება დავდო ერთიორი : D
იმედია ისეთივე კარგი წელი იქნება, როგორიც დასაწყისი იყო : )
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დილამშვიდობისა და ძილინებისა ^^
არდადეგები
December 29, 2009
საახალწლო არდადეგებზე:
ამინდი – მზიანი და თბილი
განწყობა – არასაახალწლო
საქმე – თავზესაყრელად
კონკრეტულად რა საქმეები:
1. ინფექციურის გამოცდისთვის მომზადება, რეფერატის დაწერა.
2. ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ფრანგული წიგნების წაკითხვა.
3. კონფერენციისთვის თემის დამუშავება.
4. მინიმუმ ერთი თავის გადათარგმნა.
და ეს ყველაფერი 11 იანვრამდე.
მთელი დღესასწაულების ფონზე ![]()
ვისვენებ ფაქტიურად ![]()
შობა
December 27, 2009
წელს ძალიან კარგი 25 დეკემბერი იყო. შარშანაც არ იყო ცუდი, მაგრამ წლევანდელი ჯობდა. ისევ ჰერასთან ავღნიშნეთ, თუმცა ამჯერად წინასწარ დაგეგმილად და უფრო ბევრნიც ვიყავით. საჩუქრების მოფიქრება-ყიდვის პროცესში რუმ დიდი მონაწილეობა მიიღო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნაკლებ სასიამოვნო იყო, ვიდრე თვითონ შობის საღამო ^^ მე ძალიან ლამაზი და თბილი ფუმფულა შარფი, ფერადი ფანქრები, მთვარის ფორმის საყურეები და ნაძვისხეზე ჩამოსაკიდებელი დათუნია მაჩუქეს. გამიხარდა ყველა )) საერთო ჯამში ძალიან ძალიან თბილი, გულისარევამდე ტკბილი (მნიამ), სიცილიანი, სიყვარულიანი, ჩილიმიანი, გაბოლილი და გაბრუებული საღამო იყო ^^

Dear Santa
December 20, 2009
I’ve been a good girl this year and I would like you to bring me
- one ticket to france for summer ->

<- unlimited mobile balance
- a mini laptop with internet ->

<- a data traveler (8 gb or more)
- the Nokia headphones – >

< – 1year access to fitness club
…
- and some personal space (აქ ბევრი რამე იგულისხმება, ისევე როგორც ბილეთში)
instead u can take from me some kg-s and lazyness
hope u’ll do it for me
thank u
ზამთარში
December 5, 2009
მიყვარს:
ზამთრის ფერები და სიმყუდროვე;
თოვის პროცესი და თოვლი-ოღონდ ბევრი;
სიცივე-როცა მე თბილად ვარ;
ბუხარი-რომელიც ჯერჯერობით არ მაქვს;
შობა და ახალი წელი-თავისი განწყობით, გაფორმებებით, განათებებით, საჩუქრებით, ახალი გეგმებით და ყველაფრით;
პატარა არდადეგები;
ცხელი ჩაი და ცხელი აბაზანა;
რუსთან ჩახუტება.
არ მიყვარს:
სიცივე-როცა მე მცივა;
თოვლ-ჭყაპი და თოვლის დნობის პროცესი;
ბევრი ტანსაცმელი და კომბოსტოსავით შეფუთული სიარული;
პატარ-პატარა ასაფეთქებლები;
დილით ადრე ადგომა და გარეთ გასვლა;
ადრე დაღამება;
გამომშრალი კანი;
გაზაფხულის ლოდინის პროცესი.
პ.ს. კიდე მიყვარს ბლოგზე თოვლის წამოსვლა და ჰედერის შეცვლა ^^
გამოდის, რომ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე არ მიყვარს
PlaceToGo
November 28, 2009
ეხლა ვარ პატარა მყუდრო კაბინეტში, კომპიუტერით და მისი ყველა აქსესუარით (ვებკამერით და ნაუშნიკებით დაწყებული პრინტერ-სკანერ-მქსეროქსებლით დამთავრებული), ყველანაირი საკანცელარიო ნივთით, მაგიდით, კარადებით, დივნით, სარკით, მადუღარით, ჭიქებით, გამათბობლით, ვინტილატორით და ყველაფრით, რაც შეიძლება მუშაობისას, ან მეცადინეობისას, ან დასვენებისას დაგჭირდეს.
მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ჩემი არ არის (
one day
October 31, 2009
ფრანგულში დავალება გვქონდა-ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა. ეგ კი დავწერე, მაგრამ იმის დაწერაც მომინდა, როგორი არის კიარა, როგორი მინდა იყოს ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე. უფრო სწორად დაწერა არა, ჩვენება. სურათებით. ყოველგვარი კომენტარის გარეშე. რათქმაუნდა ძალიან მოკლედ და ზოგადად.
ახალი სინდრომები
October 16, 2009
სინდრომი 1: ჰიპერმეცადინეობის სინდრომი
ეს სინდრომი ვლინდება მაშინ, როცა ორი ან მეტი ადამიანი ერთდროულად დიდი ხნის მანძილზე დაჟინებული კითხულობს და სწავლობს დიდი მოცულობის მასალას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ ეწყებათ უმიზეზო და უზომო სიცილი ყველა ფრაზასა და მოქმედებაზე. ეს მხიარულება და ეიფორია შეიძლება შევადაროთ ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეულ მხიარულებას.
სინდრომი 2: გუგლდამოკიდებულების სინდრომი
ეს სინდრომი ინტერნეტდამოკიდებულების სინდრომისა და ტრაკისაწევისდაზარების სინდრომების გაერთიანებით მიიღება და გამოიხატება შემდეგში: როცა ადამიანი კომპიუტერთან ზის და მოშივდება, იმის მაგივრად, რომ წავიდეს და ჭამოს, იწყებს გუგლში საჭმელების სურათების ძებნას. ან ეძინება, და იწყებს ბალიშებისა და ფუმფულა ლოგინების სურათების თვალიერებას. და ა.შ. დაუსრულებლად ყველაფერზე.
ფართომასშტაბიან საზოგადოებაზე დაკვირვების ბედნიერება არ მქონია, მხოლოდდამხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დავწერე.
თუმცა შეიძლება უკვე ცნობილი და აღწერილი სინდრომებია, ავტორობის პრეტენზია არ მაქვს
Fღანგული
September 25, 2009
დიპლომი უკვე მაქვს, სწავლა ეხლა დავიწყე
ოღონდ ამჯერად სერიოზულად და დიდი ენთუზიაზმით. პირველი გაკვეთილი უკვე მქონდა დიუმას ცენტრში, საკმაოდ მომეწონა გარემოც და მასწავლებელიც. გული მიგრძნობს კარგად ვისწავლი
ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ.
კიდევ გასაკეთებელი საქმეების რიგში დგას სამედიცინოზე ნორმალურად სწავლა, გინეკოლოგიის-კარგად.
კიდევ აღნიშნულ საგანზე რომელიმე კლინიკაში სიარული და თემის დამუშავება კონფერენციებისთვის.
და პროგრამა მაქსიმუმი-ზაფხულში სტუდენტურ სტაჟირებაზე წასვლა საფრანგეთში.
აი ეს ბოლო ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ აქაც მაქსიმუმს გავაკეთებ.
მოკლედ პატარა თუ-დუ ლისთი გამომივიდა ![]()
მერე რა, ბევრი ახალი წლის მოსვლისას წერს ხოლმე გასაკეთებელი საქმეების სიას, მე ახალი სასწავლო წლის მოსვლისას დავწერე. იქნებ აქ დაწერის მერე უფრო შევასრულო
სხვა
September 16, 2009
იმ ფენომენზე მინდა დავწერო, შარვლის საყიდლად რომ გახვალ და სულ მაიკებს უყურებ და მოგწონს, არადა მაიკის საყიდლად რომ ყოფილიყავი გამოსული, კაბებზე დაგრჩებოდა თვალები… და საბოლოოდ სულ სხვა რამეს ყიდულობ : (
ტანსაცმელი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, ბევრ რამეში ვარ ეგრე.
განსაკუთრებით მომავალ რეზიდენტურასთან დაკავშირებით.
სულ მგონია, რომ “სხვა” უფრო კარგი იქნება, “სხვაგან” უფრო კარგი პირობებია.
ამიტომ მუდმივად მივედ-მოვედები ათას რამეს. იმედია ბოლოს სწორ ადგილას გავჩერდები.. : (
აღმოჩენები
August 15, 2009
უკანასკნელ პერიოდში აღმოვაჩინე:
- ავტობუსში დაჯდომისა და დაწოლის ათასი სხვადასხვა პოზა როგორც ერთ, ისე ორ სკამზე.
- სკოჩის ათასი სხვადასხვა დანიშნულება და მისი გამოყენების ამდენივე მეთოდი.
- უცხოელთან ხელებითა და ფეხებით საუბრის ათასი ხერხი, როცა ერთმანეთის ენა არ იცით.
- რომ ქირურგობა არც ისე ბუა ყოფილა და ხანდახან საინტერესო და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს.
- რომ ოპერაციის ყურებისას უფრო იღლები, ვიდრე კეთებისას
- რომ “გლორია ჯინსი” შარვლების კიარა, ყავის ბრენდია
- რომ ძალიან მომწონს უცხო ქვეყანაში ყოფნა როგორც ტურისტის, ისე სტუდენტის სტატუსით.
- რომ გაგანია ზაფხულში შეიძლება შეგცივდეს და გაიყინო კიდეც.
- რომ როცა აქციები არ არის, არც ისე ცხელა, არც ისე ბევრი ხალხი და მანქანებია და ხეებიც ისეა გაფოთლილი, რომ სახლთა უმეტესობას ფარავს, თბილისი ნორმალურ ქალაქს ემსგავსება.
- რომ უმობილუროდ და უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება (ოღონდ ცოტა ხნით).
Last Week
August 6, 2009
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი კარგი ბოლოს იწყება ხოლმე. სამი კვირაა აქ ვართ და ყველაზე საინტერესო რათქმაუნდა ეს მესამე კვირა აღმოჩნდა.
თავიდან რომ მივედი კლინიკაში, მეზობლის ბავშვივით შორიდან ვუყურებდი ყველაფერს. რათქმაუნდა ბევრი რამე ვნახე, ოპერაციებიც, მშობიარობებიც, მაგრამ პერსონალი იყო რაღაცნაირი… არა, პერსონალი კიარა, მათი დამოკიდებულება ჩვენდამი. ზოგიერთი საერთოდ არ გვიმჩნევდა, ზოგიერთი მარტო შეკითხვებზე გვპასუხობდა, ეს ალბათ ძირითადად იმის გამო, რომ ბევრმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა, ან ცუდად იცოდა. იყვნენ გამონაკლისებიც რათქმაუნდა, რომლებიც გველაპარაკებოდნენ და თავისი ინიციატივითაც გვიხსნიდნენ რაღაცეებს, მაგრამ ერთიორი. საოპერაციოში ძირითადად უნდა უყურო მაინც და იმდენი ოპერაცია იყო, მოსაწყენად ვის ეცალა, მაგრამ აი სამშობიარო განყოფილებაში ყოფნისას, როცა არაფერი ხდებოდა, მართლა ზემოთხსენებულ მეზობლის ბავშვივად ვგრძნობდი თავს.
ამ კვირის დასაწყისიდანვე, ვინაიდან ივლისი დამთავრდა და აგვისტო დაიწყო, საოპერაციოში პერსონალის ნაწილი შეიცვალა და მათი უმეტესობა ბევრად უფრო სასიამოვნო, მეგობრული და რაც მთავარია, ინგლისურის მცოდნე აღმოჩნდა. ორშაბათსვე გამოჩნდა ჩვენი ზანგი ხელმძღვანელი ადამი, რომელიც ჩემს ყოველ დანახვაზე მეუბნებოდა (და არა მეკითხებოდა) “მარიამ, ჰაუ არ იუ”. მანვე უთხრა ერთ გოგოს, რომ ოპერაციაზე შევეყვანე. ამ გოგოს სახელი ვერ დავიმახსოვრე, არც ის ვიცი ექიმია თუ რეზიდენტი (ცოტა ძნელი გასარჩევია ვინ სტუდენტია, ვინ ექიმი და ვინ რეზიდენტი, იმიტომ, რომ ყველა ახალგაზრდაა და ყველა ყველაფერს აკეთებს), მაგრამ რაც მთავარია ხელები დამაბანინა, ფორმა ჩამაცვა და ოპერაციაზე თავის გვერდით დამაყენა. მიომექტომია იყო, პირველად ვიყავი ასე ახლოს პაციენტთან და ყველაფერს კარგად ვხედავდი, მაგრამ ყურების მეტი მაინც არაფერი გამიკეთებია და შესაბამისად, ემოციებიც არ მქონია. აი ნამდვილი ოპერაცია შემდეგ დღეს იყო. დილიდან ვესწრებოდით საკეისროებს. აქედან ერთერთი ექიმი წინა ორ კვირაშიც მოღვაწეობდა და იმ გამონაკლისებში შედიოდა, ვინც რაღცეებს მიხსნიდა. ჩვენ პატიოსნად ვუყურებდით და უცებ გვითხრეს, რომ ცოტა მოგვიანებით, ხალხი რომ წავა-წამოვა, ჩვენც დაგვაყენებდნენ, მოვიდა ეს ჟამიც, ცოტა ვნერვიულობდი (პირველზე უფრო მეტად), რამოდენიმეჯერ მომიწია ხელების დაბანა, რადგან ხან ძალიან ადრე მომივიდა, ხან რაღაცას შევეხე. ოპერაციაზე სრულუფლებიანი ასისტენტი ვიყავი: ვწმინდავდი სისხლებს, ვიჭერდი მაშებს, ვჭრიდი ძაფებს, სისხლძარღვების კოაგულაციაც გავაკეთე და რამდენიმე ნაკერიც დავადე. ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ისეთი აჟიტირებული გამოვვარდი იქიდან, გზაში შემხვედრ ყველა ნაცნობს და არანაცნობს ვახარე, რომ ოპერაციაზე ვიდექი. იმის მერე კიდე ორ საკეისროზე ვიყავი ასისტენტად და იმედია ხვალაც მომიწევს. მოკლედ ჩემი ქირურგიული ნათლობა შედგა და ძალიანაც მომეწონა ეს ჭრა-კერვა. აწი როცა ქირურგობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ასე გადაჭრით არ ვიუარებ ![]()
გარდა ამისა, მეანობაშიც გამოჩნდა ერთი გულისხმიერი ექიმი, რომელიც მსგავსი პროგრამით იყო ნამყოფი საზღვარგარეთ და მაშინვე მიხვდა ჩემს მეზობლისბავშვობას. გამომელაპარაკა, თავის კაბინეტში ორსული ქალების გასინჯვაზე დამასწრო, ბევრი რამე ამიხსნა, ბევრი რამე მაჩვენა.
მოკლედ, ამ კვირაში გაცილებით ბევრი გავაკეთე, ვიდრე წინა ორ კვირაში ერთად. პასიური დამკვირვებლიდან აქტიურ მონაწილედ გადავიქეცი და ეხლა, როცა მუღამში შევედი, ასე მალე დაბრუნება აღარ მინდა. უფრო სწორად, თან მინდა თან არა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ნებისმიერ შემთხვევაში შაბათს წამოვალთ და კვირას უკვე დავუბრუნდები მშობლიურ თბილისს
see u soon
სურათები ლაპარაკის ნაცვლად
July 30, 2009
Turkey part I
July 27, 2009
გზა
მგზავრობა იმაზე კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. გვყავდა გამცილებელი ხათუნა, ნატოდ წოდებული, რომელიც პერიოდულად გვირიგებდა წყალს, წვენს, ჩაის ან ყავას და გარდა ამისა, თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებდა. გვქონდა გემრიელი პეჩენიები, რომლებსაც მთელი გზა ხელით ვაკავებდი, რადგან რამდენჯერმე გადმოცვივდა სკამის ზურგიდან. გვქონდა აგრეთვე აიპოდი, რომელიც ავტობუსში ჩართული თურქული რადიოს ხმას ვერ ახშობდა, მაგრამ მაინც. რაც მთავარია, ავტობუსში არ ცხელოდა და ღამე იმის საშუალებაც გვქონდა, ორ-ორ სკამზე გადავნაწილებულიყავით. საკმაოდ ხშირადაც ვჩერდებოდით. ყველაზე არასასიამოვნო გაჩერება საბაჟოზე იყო. მართალია მხოლოდ პასპორტები შეგვიმოწმეს და საკმაოდ ადვილად გამოვედით, მაგრამ მაინც ძალიან დაგვცხა. ყველაზე სასიამოვნო გაჩერება ზღვის პირას იყო. მართალია მხოლოდ კოჭებამდე შევედით წყალში, მაგრამ მაინც ნეტარება იყო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე 12 საათიანი მგზავრობის თითქმის ნახევარი ზღვის პირას მივდიოდით და სულ იმაზე ვფიქრობდი, ნეტა ცოტა ხანი მაინც გავჩერდეთთქო. მთლიანობაში 22 საათი გამოვიდა გზა. საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ არა აუტანელი. ანკარაში დილის 6 საათზე შემოვედით და მალევე მოვედით ჰაჯეტეპეს საერთო საცხოვრებელში, იგივე დორმიტორიში, იგივე იურტში.
იურტი
საერთო საცხოვრებელიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ორკაციან ოთახებში გადაგვანაწილეს. ამდენხნიანი მგზავრობის შემდეგ ისე მშობლიურად მოგვეჩვენა იქაურობა, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, რომ უცხო ადგილას ვიყავი. პატარა ოთახი გვაქვს ორი საწოლით, ორი თაროიანი მაგიდით, კარადით და პატარა მაცივრით. მართალია ეს მაცივარი პერიოდულად დოლგარმონის ხმაზე მღერის, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. არ მაწუხებს აგრეთვე მეზობელი მეჩეთის მოლას პერიოდული ყვირილი. პირველ ორ ღამეს გამაღვიძა, მაგრამ მერე უკვე შევეჩვიე და ეხლა ძირითადად ჭამის მოახლოების მაუწყებელი ფუნქცია აქვს. სამაგიეროდ ზოგჯერ, როცა ბევრნი მოვგროვდებით ხოლმე ეზოში, ჩვენ ვაწუხებთ იურტის სხვა პატიოსან სტუდენტებს ჩვენი ხმაურით და ხანდახან სიმღერით.
კლინიკა
ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი საკმაოდ ბევრი სხვადასხვა შენობისა და კლინიკისაგან შედგება და საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. ჩვენ კლინიკაში მეორე დღეს მიგვიყვანეს, ბევრი ბოდიალის შემდეგ. მეგონა მარტო ვეღარ მივაგნებდი იქაურობას, მაგრამ მშვენივრადაც მივაგენი. მე მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილებაში ვარ, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სამშობიარო და საოპერაციო ბლოკი. სამშობიაროში ბევრი არაფერი ხდება, შეიძლება მთელი დღე ისე იჯდე, ერთი მშობიარობა არ იყოს, საოპერაციოში კი პირიქით, კონვეირივით მუშაობენ. ორი ოთახია გინეკოლოგიის და ორივეში დილის 8 საათიდან ერთი პაციენტი გამოდის, მეორე შედის, მეორე გამოდის, მესამე შედის, და ასე მთელი დღე. უკვე ძალიან ბევრი რამე ვნახე, თუმცა ძირითადად რამოდენიმე ტიპის ოპერაცია კეთდება. კლინკის მოწყობილობა-აღჭურვილობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი-სუპერ.














